Catalogue / Preserve / Amass — ბრიტანელი მუსიკოს სტივენ უილსონის საკონცერტო ალბომი. იგი გამოიცა 2012 წლის 8 თებერვალს. ალბომის მასალა ჩაწერილია უილსონის 2011 წლის ევროპული ტურნეს მსვლელობისას, ოქტომბერში.

Catalog / Preserve / Amass
საკონცერტო ალბომი
გამოცემის თარიღი 8 თებერვალი, 2012
ჩაიწერა ოქტომბერი, 2011
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 70:11
პროდიუსერი სტივენ უილსონი

ჩანაწერის შეძენა შესაძლებელი იყო მხოლოდ საფოსტო შეკვეთით და ტურნეს Grace for Drowning მეორე ნაწილის მსვლელობისას. ალბომი მხოლოდ 3000 ასლის ოდენობით გამოიცა.

სიმღერების სია რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — სტივენ უილსონი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„No Twilight within the Courts of the Sun“10:54
2.„Index“5:03
3.„Deform to Form a Star“8:29
4.„Sectarian“7:22
5.„No Part of Me“6:04
6.„Veneno Para Las Hadas“7:27
7.„Raider II“24:52

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება