Cant Get There from Here
„Cant Get There from Here“ ან „Can't Get There from Here“ — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფ R.E.M.-ის სიმღერა და სინგლი მესამე სტუდიური ალბომიდან Fables of the Reconstruction. ეს სიმღერა „ბილბორდის“ Bubbling Under Hot 100 Singles-ში #10 პოზიციამდე ავიდა, ხოლო კანადის სინგლების ჩარტში – #91-მდე. 2006 წელს იგი გამოვიდა კომპილაციურ And I Feel Fine... The Best of the I.R.S. Years 1982–1987-ზე.
„Cant Get There from Here“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — R.E.M. | ||||
ალბომიდან Fables of the Reconstruction | ||||
B-მხარე | „Bandwagon“ | |||
გამოსვლის თარიღი | ივნისი, 1985 | |||
ჩაიწერა | 1985 | |||
ჟანრი | ჯენგლ-პოპი, ალტერნატიული როკი, ლურჟთვალებიანი სოული[1] | |||
ხანგრძლივობა | 3:39 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | I.R.S | |||
ავტორ(ებ)ი | ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი[2] | |||
პროდიუსერი | ჯო ბოიდი | |||
R.E.M. — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
ეს იყო პირველი სიმღერა, რომელშიც R.E.M.-მა სასულე ორკესტრი გამოიყენა. მეთიუ პერპეტუა 2010 წლის მიმომხილველ ნაშრომში სიმღერა აღნიშნულია, როგორც „უცნაურობა...მიახლოებული სამხრეთულ ფანკთან, პიტერ ბაკის ჟღერადი აკორდებით“.[3][4]
სიმღერაში ნახსენებია ფილომათი, ჯორჯიის შტატის პატარა ქალაქი.[5][6]
მუსიკალური ვიდეო
რედაქტირებასიმღერის ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოში გამოყენებულია თემები ტექსტიდან. მაგალითად, ჯგუფის წევრები დარბიან თივის ზვინებიან მინდვრებში, ესვრიან ერთმანეთს პოპკორნს ფილმის ნახვისას, აგრეთვე ჩნდებიან დიდი მწერები. ბაკი 2001 წელს MTV UK-ს An Hour with R.E.M.-თან საუბარში აღნიშნავდა, რომ მაშინ პირველად გამოიყენეს ლურჯი ეკრანის ტექნოლოგია. „ამიტომ ფონზე ჩნდებიან დინოზავრები და ურჩხულები. ეს, ალბათ, ჩვენი ყველაზე მხიარული ვიდეოა. მომწონს, ვინაიდან ხშირად გვიწოდებენ ჯგუფს იუმორის გარეშე.“
პუნქტუაცია
რედაქტირებაუცნობია სიმღერის ზუსტი სახელწოდება: განსხვავებით „Feeling Gravitys Pull“-ისგან ან Lifes Rich Pageant-ისგან, მასში პუნქტუაცია დაცული არ არის. გრამფირფიტის უკანა მხარეზე არ გამოიყენება აპოსტროფი, რომელიც CD ვერსიაში აღდგენილია. სინგლის ერთ გამოცემას აპოსტროფი ახლავს, მეორეს - არა.
1988 წლის კომპილაციაში Eponymous სახელწოდება ასევე მითითებულია აპოსტროფის გარეშე, გარდა ანოტაციებისა. 2006 წლის კომპილაციაზე And I Feel Fine აპოსტროფი ასევე გამოიყენება.
აშშ-ის საავტორო უფლებების რეესტრში სიმღერა მითითებულია აპოსტროფით.[7]
სხვა ვერსიები
რედაქტირებაჯგუფისადმიკ მიძღვნილ ალბომში Surprise Your Pig შევიდა სიმღერის The Mr. T Experience-ის მიერ შესრულებული ვერსია. შემდგომში იგი გამოვიდა, როგორც დამატება EP Big Black Bugs Bleed Blue Blood-ის ახალ გამოცემაში.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორები - ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი. „Bandwagon“-ის თანაავტორია მაიკლის და, ლინდა სტაიპი.
7": IRS / IRM 102 (ბრიტანეთი)
რედაქტირება- Can't Get There from Here (რედ.) - 3:12
- Bandwagon - 2:15
12": IRS / IRT 102 (აშშ)
რედაქტირება- Can't Get There from Here (გაფართოებული მიქსი) *- 3:39
- Bandwagon - 2:15
- Burning Hell - 3:49
- გაფართოებული მიქსი ალბომის ვერსიის მსგავსია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Fables of the Reconstruction – R.E.M. | AllMusic
- ↑ ALBUMS (2011-12-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-02-09.
- ↑ Perpetua, Matthew. Fables of The Reconstruction. ციტირების თარიღი: 26 February 2017.
- ↑ Perpetua, Matthew. Can't Get There From Here. ციტირების თარიღი: 26 February 2017.
- ↑ The Complete R.E.M. Lyrics Archive: Fables Of The Reconstruction. File Under R.E.M. ციტირების თარიღი: 2007-10-18.
- ↑ Inside Music: Icon Series/R.E.M.. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-25. ციტირების თარიღი: 2007-10-18.
- ↑ R.E.M./Night Garden Music. (June 6, 1985) Can’t get there from here. U.S. Copyright Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-17. ციტირების თარიღი: 2016-10-17.