(Don't Go Back To) Rockville
„(Don't Go Back To) Rockville“ — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფ R.E.M.-ის სიმღერა და სინგლი მეორე სტუდიური ალბომიდან Reckoning. ეს სიმღერა „ბილბორდის“ ცხელ ასეულში ან ბრიტანეთის ჩარტებში არ მოხვედრილა.
„(Don't Go Back To) Rockville“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — R.E.M. | ||||
ალბომიდან Reckoning | ||||
B-მხარე | „Catapult“ (საკონცერტო) | |||
გამოსვლის თარიღი | 16 ოქტომბერი, 1984 | |||
ჩაიწერა | 1984 | |||
ჟანრი | ჯენგლ-პოპი[1], ქანთრი-როკი[2] | |||
ხანგრძლივობა | 4:55 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | I.R.S | |||
ავტორ(ებ)ი | ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი[3] | |||
პროდიუსერი | დონ დიქსონი და მიტჩ ისტერი | |||
R.E.M. — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერის ავტორია მილზი (ალბომზე ავტორებად მითითებულები არიან ბერი/ბაკი/მილზი/სტაიპი). იგი დაიწერა 1980 წელს, როგორც თხოვნა ინგრიდ შორის, მილზის მეგობარი გოგონასადმი, არ დაბრუნებულიყო როკვილში (მერილენდი)[4], თავის მშობლებთან.[5] შორი, რომელიც შემდგომში ჟურნალისტი გახდა, წერდა მილზთან ურთიერთობის შესახებ და სიმღერის ისტორია ჯგუფის შესახებ ამა თუ იმ წიგნში აღწერილია[5]. პიტერ ბაკი ამბობდა, რომ თავდაპირველად ნომერი სრულდებოდა პანკის და თრეშის სტილისტიკით, მაგრამ სინგლისთვის ჩაიწერა ქანთრის ჟანრში, როგორც სახუმარო მიძღვნა მენეჯერ ბერტ დაუნზისადმი.[6]
დროთა განმავლობაში საკონცერტო გამოსვლებისას მილზმა თავად დაიწყო სიმღერაში წამყვანი ვოკალის შესრულება, მაიკლ სტაიპის სანაცვლოდ. 1998 წელს R.E.M. გამოვიდა VH1 Storytellers-ზე, სადაც მაიკმა სიმღერაში გაჟღერებული სოლო პიანინოზე შეასრულა. საკონცერტო ვერსია გამოვიდა 2004 წელს, სინგლის „Leaving New York“ B-მხარეზე და შეტანილია 2007 წლის R.E.M. Live-ში.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორები - ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი.
ევროპული სინგლები
- (Don't Go Back To) Rockville (რედ.) – 3:55
- Wolves, Lower – 4:14
- 9-9 (საკონცერტო)1 (მხოლოდ 12" ფორმატში)
- Gardening at Night (საკონცერტო)1 (მხოლოდ 12" ფორმატში)
ამერიკული სინგლები
- (Don't Go Back To) Rockville (რედ.) – 3:55
- Catapult (საკონცერტო)2
შენიშვნები
რედაქტირება1 Theater El Dorado, პარიზი, საფრანგეთი, 20 აპრილი, 1984.
2 Music Hall, სიეტლი, ვაშინგტონი, 27 ივნისი, 1984.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Reckoning AllMusic review
- ↑ Janovitz, Bill. (Don't Go Back To) Rockville. AllMusic. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
- ↑ ALBUMS. R.E.M.Hq (2011-12-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
- ↑ Black, Johnny (2004). Reveal: The Story of R.E.M. Backbeat Books. ISBN 0-87930-776-5.
- ↑ 5.0 5.1 Schorr, Ingrid. HERMENAUT: I'm Reading as Fast as I Can: Minnie Minnola's Story. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-26. ციტირების თარიღი: 2009-09-24.
- ↑ R.E.M.-ის Eponymous-ის შენიშვნები.