ალოშა

(გადამისამართდა გვერდიდან Campanula latifolia)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 13 ოქტომბერი 2020. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ალოშა[1] (ლათ. Campanula latifolia) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა მაჩიტასებრთა ოჯახიდან (ლათ. Campanulaceae), 60-120 სმ სიმაღლისა, ძლიერი ფესვებით, გლუვი ან დაღარული ღეროთი, ფოთლები გრძელი, კვერცხისებრი, ბოლოში წაწვეტებული, ორივმხრივ ოდნავ შებუსული, ლურჯი მოიისფრო, დიდი ზომის (4-6 სმ სიგრძის) ყვავილები ღეროზე უხვადაა გარდიგარმო განლაგებული.

ალოშა
ალოშა
Campanula latifolia
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Campanula latifolia

ალოშა იზრდება ხშირ კორომებად, ყვავის ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ აზიაში. საქართველოში გვხვდება სუბალპურ და ალპურ ველებში, მაღალბალახეულსა და ტყის პირებში ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Die große Pflanzen-Enzzklopädie, Bd. 1. გვ. 225