კოდი2021 წლის ასაკობრივი კომედია-დრამა, სცენარის ავტორი და რეჟისორია სიან ჰედერი. 2014 წლის ფრანგულ-ბელგიური ფილმის „ვერძის ოჯახი“-ის ინგლისურენოვანი რიმეიკი, რომელშიც ემილია ჯოუნსი თამაშობს, იგი ცდილობს დაეხმაროს თავის ოჯახს თევზაობის ბიზნესში. ახორციელებს საკუთარ მისწრაფებებს და ცდილობს იყოს მომღერალი. მეორეხარისხოვან როლებს ევგენიო დერბეზი, ტროი კოცური, ფერდია უოლშ-პილო, დანიელ დურანტი და მარლი მეტლინი ასრულებენ. „კოდი“-ს მსოფლიო პრემიერა შედგა 2021 წლის 28 იანვარს, 2021 წლის სანდენსის კინოფესტივალზე, სადაც Apple-მა 25 მილიონ დოლარად შეიძინა მისი დისტრიბუციის უფლებები. ფილმი კინოთეატრებში და Apple TV+ სტრიმინგის სერვისის მეშვეობით 2021 წლის 13 აგვისტოს გამოვიდა. მან მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან და დასახელდა 2021 წლის საუკეთესო 10 ფილმში ამერიკის კინოს ინსტიტუტის მიერ. ფილმმა მრავალი ჯილდო მოიპოვა. ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე ფილმმა მოიგო სამი ნომინაცია - საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი (ტროი კოცურისთვის) და საუკეთესო ადაპტირებული სცენარი.[1] ფილმმა ასევე მოიპოვა ამერიკის პროდიუსერების გილდიის ჯილდო საუკეთესო თეატრალური ფილმისთვის და ამერიკის მწერალთა გილდიის ჯილდო საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის, ხოლო მსახიობებმა მოიპოვეს კინომსახიობთა გილდიის ჯილდო საუკეთესო შესრულებისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება