Boeing CH-47 Chinook — მძიმე ტვირთმზიდი შვეულმფრენი ორ ძრავიანი როტორთა ტანდემით. მისი მაქსიმალური სიჩქარით 315 კილომეტრი/საათში იყო ყველაზე სწრაფი მისი თანამედროვე (1960-იანი წლების) შვეულმფრენებს შორის. იგი ერთ-ერთია იმ ეპოქის მცირერიცხოვანი თვითმფრინავებიდან C-130-სა და UH-1 'Huey'-სთან ერთად, რომელიც კვლავაც იწარმოება და აქტიურად მოიხმარება. დღეისათვის გამოშვებულია 1 179-ზე მეტი ეგზემპლარი. მისი ძირითადი ფუნქციებია ჯარისა და არტილერიის გადაადგილება და მათი მიწოდება ბრძოლის ველზე. ამ შვეულმფრენის სამხედრო ვერსიებს შეუძლიათ დასხდნენ წყალზეც.

CH-47 Chinook
ფუნქცია სამხედრო სატრანსპორტო შვეულმფრენი
წარმოება Boeing Rotorcraft Systems
პირველი გაფრენა 21 სექტემბერი, 1961
წარდგენა 1962
სტატუსი აქტიური
მომხმარებლები აშშ-ის არმია
რაოდენობა 1 179-ზე მეტი[1]
ღირებულება 35 მილიონი აშშ-ის დოლარი (2008) საშუალოდ[2]
გაუმჯობესებული Vertol Model 107

Chinook დააპროექტა და თავდაპირველად აწარმოებდა Boeing Vertol ადრეულ 1960-იანებში. შვეულმფრენს ამჟამად აწარმოებს Boeing Integrated Defense Systems. Chinook-ებს იყენებს კიდევ 16 ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა იყენებს უფრო დიდ შვეულმფრენებს, როგორიცაა რუსული Ми-26, Chinook რჩება ერთ ერთ ყველაზე მძიმე ტვირთმზიდავ შვეულმფრენად, რომელსაც იყენებენ მისი უდიდესი ოპერატორები - აშშ-ის არმია და სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები.

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=CH-47_Chinook&oldid=2390511“-დან