Bandai Super Vision 8000
Bandai Super Vision 8000 – 8 ბიტიანი კარტრიჯული მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოშვებული კომპანია Bandai-ის მიერ 1979 წელს. კონსოლი პირდაპირ უერთდებოდა სტანდარტულ ტელევიზორს.
Bandai Super Vision 8000 | |
---|---|
შემქმნელი | Bandai |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი | 1979 |
თავდაპირველი ფასი | 59 800 იენა (იაპონიაში) |
შეწყდა | 1982 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | NEC-ის D780C |
ხმა | General Instrument AY-3-8910 |
წინა | Bandai TV Jack 5000 |
შემდეგი | Bandai Arcadia |
იგი იყო ბანდაის TV JACK კონსოლების სერიიდან უკანასკნელი და სრულად განსხვავდებოდა ამ სერიის სისტემებისგან. Super Vision-ს გააჩნდა კომპანია NEC-ის D780C-ის (Z80-ის კლონი) პროცესორი და General Instrument AY-3-8910-ის აუდიო ჩიპი. მისი თავდაპირველი ფასი გახდათ ¥89 800 იენი.
თამაშები
რედაქტირებაშვიდივე თამაში შეიმუშავა Bandai Electronics-მა.
- „Missile Vader“
- „Space Fire“
- „Othello“
- „Gun Professional“
- „PacPacBird“
- „Submarine“
- „Beam Galaxian“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Super Vision 8000-ის თამაშები
- Super Vision 8000 ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკაში