AY-3-8910მიკროსქემა, რომელიც წარმოადგენს ხმის სამ არხიან გენერატორს. შეიქმნა 1978 წელს კომპანია General Instrument-ის მიერ. AY-3-8910 და მისი ვარიანტები ფართოდ გამოიყენებოდნენ არკადულ ავტომატებში, სათამაშო კონსოლებსა (Intellivision, Vectrex, Amstrad GX4000) და სახლის კომპიუტერებში (Amstrad CPC, ZX Spectrum, MSX, Apple II). მოგვიანებით ჩიპს და მის ვარიანტებს აწარმოებდნენ სხვა კომპანიებიც, მათ შორის: Yamaha, Micrel, Microchip Technology და სხვები.

AY-3-8910 განთავსებული DIP 40-ის პლასტმასის კორპუსში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება