მუსიკალური ინდუსტრიის ფედერალური ასოციაცია

(გადამისამართდა გვერდიდან BVMI)

მუსიკალური ინდუსტრიის ფედერალური ასოციაცია (გერმ. Bundesverband Musikindustrie (BVMI)) — გერმანიის მუსიკალური ინდუსტრიის ინტერესების გამომხატველი ასოციაცია, რომელიც შედგება დაახლოებით 280 ლეიბლისგან და მუსიკალური კომპანიისაგან. BVMI დაარსდა 2007 წელს ფონოგრამების მწარმოებელთა ფედერაციისა (გერმ. Bundesverbandes der Phonographischen Wirtschaft) და International Federation of the Phonographic Industry-ის გერმანული განყოფილების შეერთების გზით, რომელიც IFPI-ის წევრია.[1] გერმანიაში ასოციაცია პასუხისმგებელია მუსიკალური ჩანაწერის გაყიდვების სერტიფიკაციაზე.

საკონტაქტო მისამართია: Reinhardtstraße 29, ბერლინი.[2]

სერთიფიკაცია

რედაქტირება

BVMI მუსიკალურ რელიზებს ანიჭებს ოქროს, პლატინის, ასევე ოქროს და პლატინის მრავალგზის სტატუსებს.[3]

სინგლები
  • ოქრო: 150 000 ეგზ.
  • პლატინა: 300 000 ეგზ.
ალბომები
  • ოქრო: 100 000 ეგზ.
  • პლატინა: 200 000 ეგზ.
ვიდეო
  • ოქრო: 25 000 ეგზ.
  • პლატინა: 50 000 ეგზ.
  1. Über uns. BVMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-25. ციტირების თარიღი: 2013-08-20.
  2. Bundesverband Musikindustrie e.V.
  3. Gold-/Platin-Auszeichnungen. BVMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-28. ციტირების თარიღი: 2013-08-20.