BRICS-ის XIV სამიტი
BRICS-ის XIV სამიტი COVID-19-ის პანდემიის გამო ჩინეთის დედაქალაქ პეკინში შეხვედრის მაგივრად ვიდეოკონფერენციის სახით შედგა 2022 წლის 23 — 24 ივნისს შედგა[1].
BRICS-ის 2022 წლის შემადგენლობა:
- ბრაზილია — პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ,
- რუსეთი — პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,
- ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი,
- ჩინეთი — თავმჯდომარე სი ძინპინი,
- სარ — პრეზიდენტი სირილ რამაფოსა.
სამიტის თემა: „სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ასოციაციის ფარგლებში“.
BRICS-ის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა გაცვალეს მოსაზრებები ხუთმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ, შეაჯამეს წელს ჩინეთის BRICS-ის თავმჯდომარეობის შედეგები. ლიდერებმა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს. ფორუმის დღის წესრიგი დღეს ყველაზე აქტუალური საკითხებით იყო სავსე: ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გლობალური ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ციფრული ეკონომიკაში თანამშრომლობის დამყარება, მწვანე დღის წესრიგის ხელშეწყობა, ინდუსტრიის მოდერნიზაცია და ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჯაჭვების შექმნა.
ღონისძიების შედეგად მიღებულ იქნა BRICS-ის XIV სამიტის პეკინის დეკლარაცია.
მეორე გაფართოება
რედაქტირება2022 წლის 19 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ შესთავაზა BRICS ჯგუფის გაფართოება, რომელშიც ამჟამად შედის ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა[2].
2022 წლის 27 ივნისს არგენტინამ[3] და ირანმა[4] განაცხადეს BRICS-ში გაწევრიანების შესახებ.
2022 წლის 14 ივლისს BRICS-ის საერთაშორისო ფორუმის პრეზიდენტმა პურნიმუ ანანდმა გამოაცხადა თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის სურვილი გახდნენ BRICS-ის წევრები[5].
2022 წლის 7 ნოემბერს ალჟირმა შეიტანა ოფიციალური განცხადება BRICS ჯგუფში გაწევრიანების შესახებ[6].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ XIV BRICS summit
- ↑ Китай предложил расширить БРИКС
- ↑ В Кремле приветствовали желание Аргентины вступить в БРИКС
- ↑ Иран подал заявку на вступление в БРИКС
- ↑ В БРИКС заявили о возможном членстве Турции, Египта и Саудовской Аравии
- ↑ Р. И. А. Новости. (20221107T1758) Алжир подал официальную заявку на вступление в БРИКС. ციტირების თარიღი: 2022-11-07