BRICS-ის XII სამიტი COVID-19-ის პანდემიის გამო რუსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ მოსკოვში შეხვედრის მაგივრად ვიდეოკონფერენციის სახით შედგა 2020 წლის 2123 ივლისს[1].

BRICS-ის 2020 წლის შემადგენლობა:

  1. ბრაზილიის დროშა ბრაზილია — პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ,
  2. რუსეთის დროშა რუსეთი — პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,
  3. ინდოეთის დროშა ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი,
  4. ჩინეთის დროშა ჩინეთი — თავმჯდომარე სი ძინპინი,
  5. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სარ — პრეზიდენტი სირილ რამაფოსა.

სამიტის თემა: „BRICS პარტნიორობა გლობალური სტაბილურობის, საერთო უსაფრთხოებისა და ინოვაციური ზრდისთვის“.

BRICS-ის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა გაცვალეს მოსაზრებები ხუთმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ, შეაჯამეს რუსეთის BRICS-ის თავმჯდომარეობის შედეგები მიმდინარე წელს. ლიდერებმა მიმოიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე გადაამოწმეს პოზიციები G20-ის მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით 21-22 ნოემბერს.

სამიტის შედეგად მიღებულ იქნა მოსკოვის დეკლარაცია, რომელიც ასახავს ხუთი სახელმწიფოს კონსოლიდირებულ მიდგომებს ასოციაციის შემდგომი განვითარების მიმართ, ასევე BRICS ეკონომიკური პარტნიორობის სტრატეგიას 2025 წლამდე პერიოდისთვის და BRICS ანტიტერორისტული სტრატეგია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. XII BRICS summit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-31. ციტირების თარიღი: 2023-01-18.