BRIC-ის I სამიტი შედგა 2009 წლის 16 ივნისს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში[1][2][3].

BRICS-ის 2009 წლის შემადგენლობა:

  1. ბრაზილიის დროშა ბრაზილია — პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა,
  2. რუსეთის დროშა რუსეთი — პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი,
  3. ინდოეთის დროშა ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი,
  4. ჩინეთის დროშა ჩინეთი — თავმჯდომარე ჰუ ძინტაო[4].

სამიტის ფარგლებში შედგა ორი შეხვედრა: თავდაპირველად ვიწრო წრეში, შემდეგ კი გაიმართა მოლაპარაკებები დელეგაციის წევრთა თანდასწრებით. დიმიტრი მედვედევმა BRIC-ის სახელმწიფოთა სახელით გააკეთა განცხადება[5].

ვიკიციტატა
„ჩვენ, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ინდოეთის რესპუბლიკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებმა, 2009 წლის 16 ივნისს ეკატერინბურგში შეხვედრაზე განვიხილეთ გლობალურ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და სხვა აქტუალური პრობლემები. მსოფლიო განვითარება, ასევე BRIC-ის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები.“

აღნიშნულის გარდა სამიტზე მიღებულ იქნა ორი განცხადება:

  • BRIC-ის სახელმწიფოთა ლიდერების ერთობლივი 16 პუნქტიანი განცხადება[6];
  • BRIC-ის წევრ სახელმწიფოთა ერთობლივი განცხადება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესახებ[7].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება