ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Aviasales (რუს. Авиасейлс) — მოგზაურობის მეტაძიების რუსული პლატფორმა. დამფუძნებელი - კონსტანტინ კალინოვი. Aviasales არ ყიდის ავიაბილეთებს, არამედ გადაამისამართებს მომხმარებლებს ავიაკომპანიებისა და ონლაინ ტურისტული აგენტების ვებსაიტებზე.[1] კომპანია დაარსდა ჰონგ-კონგში 2011 წლის აგვისტოში, როგორც „Go Travel Un Limited“.[2] სათაო ოფისი მდებარეობს კუნძულ ფუკეტზე (ტაილანდი).[3] 2019 წელს Skift-მა Aviasales 25 ყველაზე პერსპექტიულ სამოგზაურო სტარტაპს შორის დაასახელა.[4]

Авиасейлс

Aviasales გაჩნდა 2007 წელს, როგორც კონსტანტინე კალინოვის პირადი ბლოგი იაფი ავიაბილეთის შესახებ.[5] 2008 წელს Aviasales ტურისტულ სერვისად იქცა.[6] 2012 წლისთვის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.[7]

2019 წელს, ავიასეილსმა Booking.com-თან სტრატეგიული პარტნიორობა გამოაცხადა. [8] 2020 წელს, Covid 19-ის პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში, კომპანიამ თანამშრომლებისთვის შემოიღო პოლიტიკა „დისტანციური მუშაობა უპირველეს ყოვლისა“.

სამიზნე ბაზრები

რედაქტირება

2023 წლის დასაწყისში სერვისი საქართველოში ამოქმედდა. დღეისთვის, ავიასეილსი საქართველოში მოქმედი 700-ზე მეტი ავიაკომპანიის და ონლაინ-ტურისტული სააგენტოს შეთავაზებებს ადარებს ერთმანეთს.[9] 2019 წლიდან, კომპანია ყირგიზეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და უკრაინის ბაზრებზე შევიდა, ყაზახეთში კომპანიამ სერვისი ერთი წლით ადრე აამოქმედა. ახალ რეგიონებში ჯავშნების რაოდენობამ 11-ჯერ იმატა, ხოლო კომპანიის შემოსავალი 40%-ით გაიზარდა. ამჟამად, Aviasales ოპერირებს აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყანაში, დსთ-ში, აზიასა და აშშ-ში.[10]

საქონელი და მომსახურება

რედაქტირება

ავიასეილსის მობილური აპლიკაცია  iOS-ისთვის 2012 წლის მაისში ამოქმედდა.[11]

შემდეგ წელს კომპანიამ Android-ისთვის გამოუშვა მობილური აპლიკაციის ვერსია.[12]

2013 წელს სერვისმა წარადგინა ინტერაქტიული რუკა, რომელიც მომხმარებლებს ყველაზე იაფი ავიაბილეთების მოძებნაში ეხმარება.[12]

2016 წლის ივლისში ავიასეილსმა ჩეთბოტი გამოუშვა ისეთი მესენჯერებისთვის, როგორებიცაა: Slack, Facebook, Viber და Telegram.

ჩეთბოტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ გამგზავრებისა და დანიშნულების ქალაქები, მოგზაურობის თვე და ხანგრძლივობა და, ასევე, მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდის ბილეთებზე ფასების ზრდისა და შემცირების შესახებ.[12]

2017 წელს ავიასეილსმა „ბარგის შერჩევის“ ფუნქცია აამოქმედა და პირველი კომპანია გახდა მეტასაძიებო პლაფორმებს შორის, რომელმაც ეს მომსახურება შესთავაზა მომხმარებლებს. ბარგის გადატანის წესები მითითებულია თითოეული ინდივიდუალური ბილეთისთვის და მომხმარებლებს შეუძლიათ, მოძებნონ და აირჩიონ ტარიფები რეგისტრირებული ბარგის ან მის გარეშე.[13]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Aviasales“-დან