Avaz Twist Tower
Avaz Twist Tower (ასევე ბოსნ. Avazov toranj; ავაზის კოშკი) — ცათამბჯენი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში. ბალკანეთში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი.[1] მაღალ ნაგებობებში ბალკანეთის ტერიტორიაზე უმაღლესი ბელგრადის ავალის ტელეანძაა. იგი ბოსნიური მედია-ჯგუფის, „ავაზის“ (ბოსნ. NIK Avaz) შტაბ-ბინაა, ასევე აქ მდებარეობს „დნევნი ავაზის“ (ბოსნ. Dnevni Avaz; ყოველდღიური ხმა) რედაქცია.
Avaz Twist Tower არაოფიც. Avazov toranj | |
ტურისტული ტელესკოპი Avaz Twist Tower-ში | |
ინფორმაცია | |
---|---|
სტატუსი | დასრულებული |
აშენდა | 2003-2008 |
გაიხსნა | 4 იანვარი, 2010 წელი |
დანიშნულება | შერეული |
სიმაღლე | |
ანტენა/ქიმი | 172 მ |
სახურავი | 142 მ |
ბოლო სართული | 142 მ |
სართული | 38 |
კომპანიები | |
არქიტექტორი | ფარუყ კაპიჯიჩი |
დამკვეთი | NIK Avaz |
დეველოპერი | ADS Group Sarajevo |
მშენებლობა
რედაქტირებაცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო 2003 წელს, სარაევოს კომერციულ ცენტრში, მარიინ დვორის უბანში. არქიტექტორის, ფარუყ კაპიჯიჩის იდეის თანახმად, 38 სართულიანი შენობა 142 მ სიმაღლისა უნდა ყოფილიყო, ხოლო სახურავზე განლაგებული დამატებითი შპილი კიდევ 30 მეტრს დაუმატებდა შენობის სიმაღლეს.[1] მშენებლობამ ხუთი წელი გასტანა და 2008 წელს დასრულდა. შენობას დაგრეხილი, ექვსკუთხედი პარალელეპიპედის ფორმა აქვს და მისი ფასადი ლურჯი მინითაა მოპირკეთებული (გარდა ბოლო ორი სართულისა, რომლებიც წრიული ფორმისაა).
ექსპლუატაცია
რედაქტირებაცათამბჯენში განლაგებულია მედია-ჯგუფ ავაზის შტაბ-ბინა და რედაქცია, ხოლო მის გარდა ასევე სხვადასხვა ოფისები, არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Radon Plaza Hotel, ასევე რესტორანი 100 მეტრის სიმაღლეზე, რომელსაც აქვს აივანი ტურისტული ტელესკოპებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Avaz Twist Tower“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Bosnian Tower Round The Twist დაარქივებული 2012-10-22 საიტზე Wayback Machine. ; Skyscrapernews.com; 23-11-2007