ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აი კარინა უემურა, პროფესიონალურად ცნობილი როგორც Ai (ინგლ. Ai Carina Uemura; დ 1981 წლის 2 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — რეპერი, პროდიუსერი, სპიკერი და მსახიობი. ის დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ის სწავლობდა ლოს-ანჯელესის ხელოვნების სკოლაში. ლოს ანჯელესში ყოფნისას აიმ თავისი მუსიკალური კარიერა დაიწყო. იგი შეუერთდა აზიურ გოგონების ჯგუფს „SX4“ 1999 წელს.

აი კარინა უემურა
ინგლ. Ai Carina Uemura

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 ნოემბერი, 1981 (1981-11-02) (43 წლის)[1]
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება Japanese Americans
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა რეპერი, პროდიუსერი, სპიკერი, მსახიობი
აქტიური 1998 - დღემდე
საიტი aimusic.tv
Ai ვიკისაწყობში

ცხოვრება

რედაქტირება

აი დაიბადა ლოს ანჯელესში 1981 წლის 2 ნოემბერს. მისი მამა იაპონელია, დედა კი ამერიკელი. ის 4 წლის ასაკში გადავიდა კაგოსიმაში, იაპონიაში და დაიწყო სწავლა იაპონიის დაწყებით სკოლაში.[2][3]

აის პატარაობიდანვე უნდოდა გამხდარიყო მომღერალი. იაპონიაში დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ აი დაბრუნდა ლოს-ანჯელესში და ჩაირიცხა გლენდეილის საშუალო სკოლაში. მოგვიანებით მუსიკოსმა დაიწყო სწავლა ლოს ანჯელესის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. იგი გახდა სკოლის სახარების გუნდის წევრი.[4][5][6]

1999 წელს აი შეუერთდა აზიური გოგონების ჯგუფს სახელწოდებით SX4, რომლის პროდიუსერი იყო ჯორჯ ბრაუნი Kool & the Gang-დან.  მოგვიანებით, 1999 წელს, ჯგუფს შესთავაზეს ხმისჩამწერ ლეიბლთან გარიგება.[6]

2000 წელს აი საცხოვრებლად გადავიდა იაპონიაში და გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი, My Name is Ai (2001), რომელსაც ძალიან მცირე კომერციული მოიპოვა.[7] 2002 წელს Def Jam Records Japan-თან დადებული ხელშეკრულებით, აი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ ლეიბლთან კონტრაქტს. მან გამოუშვა ორი სტუდიური ალბომი ლეიბლის ქვეშ, Original Ai (2003) და 2004 Ai.[8] მისი მესამე სტუდიური ალბომის გამოშვებით მან პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში. 2005 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მეოთხე სტუდიური ალბომი, Mic-a-Holic Ai.[9] ალბომის მეორე სინგლი „Story“ გახდა 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია იაპონიაში.[10] ის იაპონური Oricon-ის სინგლების ჩარტში მე-8 ადგილზე გავიდა. კომპოზიციამ მიიღო სამმაგი პლატინის სერტიფიკატი იაპონიის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის მიერ (RIAJ).

მუსიკოსმა 2006 წელს გამოუშვა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი, What's Goin' On Ai.[11][12] ალბომში შედის ორი ტოპ-10 სინგლი: „Believe“ და „I Wanna Know“, რომელთაგან ამ უკანასკნელმა მიიღო ოქროს სერტიფიკატი RIAJ-ისგან. მუსიკოსის მეექვსე სტუდიურ ალბომსაც, Don't Stop Ai (2007) კომერციული წარმატება ხვდა წილად და მიიღო ოქროს სერტიფიკატი. 2009 წელს მან გამოუშვა მეშვიდე სტუდიური ალბომი Viva Ai, რომელიც მოხვდა იაპონური Oricon-ის ალბომების ჩარტების ტოპ ათეულში. აის კომპილაციური ალბომი, Best Ai (2009), გახდა მისი პირველი ნომერ პირველი ალბომი იაპონიაში და მიიღო პლატინის სერტიფიკატი. 2010 წელს მან გამოუშვა მერვე სტუდიური ალბომი, The Last Ai.

2011 წელს აიმ დატოვა Universal Music Group და ხელი მოაწერა ლეიბლ EMI-თან.[13] მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მეცხრე სტუდიური ალბომი, Independent, 2012 წელს. ალბომის პოპულარიზაციისთვის აიმ გასტროლები გამართა იაპონიასა და მის მშობლიურ ქალაქში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. მუსიკოსის მეათე სტუდიური ალბომი Moriagaro (2013) იყო მუსიკოსის პირველი ალბომი, რომელიც მან გამოუშვა EMI Records Japan-ის ქვეშ.[14] მუსიკოსის მეოთხე კომპილაციურმა ალბომმა, The Best (2015) დაიკავა მე-3 ადგილი Oricon-ის ალბომების ჩარტში და მე-2 ადგილი Billboard Japan Hot Albums-ის ჩარტში. ასევე, ალბომმა RIAJ-ის ოქროს სერტიფიკატი მიიღო.

2017 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, Wa to Yo.[15][16] ალბომის მეორე სინგლი, „Kira Kira" იყო ნომინირებული გრან პრიზე და მოიგო ჯილდო 59-ე Japan Records Awards-ზე. მისი მეექვსე კომპილაციური ალბომი „Kansha!!!!! - Thank You for 20 Years New and Best“ (2019) გამოიცა მუსიკალურ ინდუსტრიაში მისი ოცი წლის აღსანიშნავად. ოცი წლის იუბილეს აღსანიშნავად, აიმ გამოუშვა EP-ები It's All Me, Vol. 1 (2020) და It's All Me, Vol. 2 (2021). 2021 წლის დეკემბერში აიმ გამოაცხადა თავისი მეთორმეტე სტუდიური ალბომის, Dream, შესახებ. ალბომი გამოვიდა 2022 წლის თებერვალში.[17] ალბომის ტური დაიწყო 2022 წლის 14 მაისს დეკემბრამდე.[17] 2022 წლის აპრილში აი გამოჩნდა Music Magazine-ის წინა გარეკანზე.[18]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. AIアーティスト・プロフィール ja. CDJournal. ციტირების თარიღი: August 17, 2012
  2. AI-Soul Profile in English. BMG Japan. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 8, 2001. ციტირების თარიღი: August 17, 2012
  3. Biography ja. Universal Music Japan. ციტირების თარიღი: August 18, 2012
  4. Biography ja. Universal Music Japan. ციტირების თარიღი: August 18, 2012
  5. Special Interview Vol. 5 – Ai talks about Boombox ja. TDK. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 18, 2012. ციტირების თარიღი: August 19, 2012
  6. 6.0 6.1 She, herself and AI. Robert Michael Poole. The Japan Times (September 12, 2008). ციტირების თარიღი: August 17, 2012
  7. AIのリリース一覧. Oricon. ციტირების თარიღი: August 10, 2012
  8. AIのリリース一覧. Oricon. ციტირების თარიღი: August 10, 2012
  9. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ja. RIAJ (November 10, 2006). ციტირების თარიღი: August 10, 2012
  10. 紅白出場も決定、AIのライヴDVD! ja. CDJournal (December 2, 2005). ციტირების თარიღი: August 18, 2012
  11. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ja. RIAJ (November 10, 2006). ციტირების თარიღი: August 10, 2012
  12. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ja. RIAJ (January 2008). ციტირების თარიღი: August 10, 2012
  13. AIがEMIミュージック・ジャパンに移籍 ja. Natalie.mu (June 7, 2011). ციტირების თარიღი: August 16, 2012
  14. Billboard Japan Hot 100 2013/02/20 公開. ციტირების თარიღი: May 4, 2022
  15. AIニューアルバムは和洋折衷の2枚組、ライブBD/DVDも同時発売決定 ja (April 26, 2017). ციტირების თარიღი: June 1, 2022
  16. AI、4年ぶりオリジナルAL『和と洋』携え全国ツアー開催 ja (April 20, 2017). ციტირების თარიღი: June 1, 2022
  17. 17.0 17.1 AIとまやりんがコラボ、"大切な人"を描く「アルデバラン」動画公開 ja. ციტირების თარიღი: 2022-01-14
  18. 次号「ミューマガ」で「あまちゃん」以来の朝ドラ特集、「カムカムエヴリバディ」の音楽的魅力に迫る ja. Natalie, Inc.. ციტირების თარიღი: 2022-04-10
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Ai_(მუსიკოსი)“-დან