Afternoon Version

(გადამისამართდა გვერდიდან Afternoon version)

Afternoon Version — ინგლისურენოვანი ქართული ალტერნატიული ჯგუფი, რომელიც 1993 წელს შეიქმნა. დასაწყისისთვის მასში ხუთი მუსიკოსი (გია „სიხა“ სიხარულიძე, მიშა აბესაძე, ზურა „ზურიჩა“ ძაგნიძე, დათო თოიძე, ნიკა წერეთელი, გოგა ქავთარაძე) მოღვაწეობდა. ამ პერიოდისთვის კოლექტივის შემოქმედებაში საცეკვაო მუსიკა და ტრანსი ჭარბობდა[1]. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჯგუფი ძირითადად საკონცერტო მოღვაწეობით შემოიფარგლებოდა და მხოლოდ ერთი გამოუქვეყნებელი ალბომი „Together“ შექმნა[2], რომელიც მოგვიანებით ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა. 2011 წელს ბლოგ „komuna.ge“-ის მეშვეობით ჯგუფის სამმა წევრმა დაბრუნების და ახალი მინი-ალბომის „Renegade“ გამოქვეყნების შესახებ განაცხადა[3]. „Renegade“-ში სამი ახალი კომპოზიცია შევიდა. მომავალში ჯგუფი სრული ალბომის შექმნას და ლაივ-პერფორმანსსაც გეგმავს.

Afternoon Version
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც AV
წარმოშობა საქართველო
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ელექტრონიკა, დაუნ-ტემპო
აქტიური 1993-დღემდე
წევრები გოგა ქავთარაძე
ზურაბ „ზურიჩა“ ძაგნიძე
გიორგი „სიხა“ სიხარულიძე
ყოფილი წევრები ნიკა წერეთელი
დათო თოიძე

ჯგუფის წევრები რედაქტირება

ამჟამინდელი წევრები:

ყოფილი წევრები:

დისკოგრაფია რედაქტირება

2000: Together:[4]

  • Scream Disco
  • Something
  • First Lucky Number
  • Blue Balloons
  • Together - Car Mix
  • Endless Life
  • View 2000
  • Train (Featuring Margo)
  • Together
  • Kardena (Featuring Madi)

2011: Renegade EP:[3]

  • Romance
  • Fish
  • Railway Town

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. , http://anarekly.blogspot.com/search/label/Afternoon%20Version. წაკითხვის თარიღი: 2012-01-09
  2. , http://soundcloud.com/afternoonversion. წაკითხვის თარიღი: 2012-01-09
  3. 3.0 3.1 , http://komunage.blogspot.com/2011/01/afternoon-version-comeback.html. წაკითხვის თარიღი: 2012-01-09
  4. , http://soundcloud.com/afternoonversion/sets/together2000/. წაკითხვის თარიღი: 2012-01-09