99942 აპოფისი
99942 აპოფისი (Apophis, ადრე 2004 MN4) — ასტეროიდი, რომელიც დედამიწას უახლოვდება, აღმოჩენილია 2004 წელს არიზონის კიტ-პიკის ასტრონომიულ ობსერვატორიაში. სახელი ეწოდა 2005 წლის 19 ივლისს ძველეგვიპტური მითოლოგიის ღმერთის აპოპის პატივსაცემად (ძვ. ბერძნ. Ἄποφις [Ápophis] — „აპოფისი“). ვარაუდობენ, რომ 2029 წელს დედამიწასთან მოახლოებისას აპოფისი შეიცვლის თავის ორბიტას.
ორბიტა და დაახლოვება
რედაქტირებაასტეროიდი ატონთა ჯგუფს მიეკუთვნება და NASA-ს მონაცემებით 13 აპრილს დედამიწის ორბიტას უახლოვდება. 2029 წელს გაივლის მინიმალურ მანძილზე, რომელიც 37 500 კმ (სხვა მონაცემებით: 36 830 კმ) შეადგენს. რადარული დაკვირვების შემდეგ 2029 წელს შეჯახება გამოირიცხა. მაგრამ პირველადი მონაცემების სიზუსტის ნაკლებობის გამო 2036 წელს და შემდგომ წლებში შეჯახების ალბათობა მაღალია. სხვადასხვა მეცნიერები შეტაკების მათემატიკურ ალბათობას აფასებენ, როგორც 2.2−5 და 2.5−5. ხოლო 2036 წლის შემდგომ ალბათობა უფრო დაბალია.
ტურინის სკალის მიხედვით 2004 წელს ეს ხიფათი 4 შეფასდა, ხოლო შემდგომში 0 დაწიეს.
2008 წლის 15 აპრილს 13 წლის გერმანელმა მოსწავლემ საზოგადოებას თავისი გამოთვლები შესთავაზა, რომლებშიც აგრეთვე დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებთან შეჯახებაც გათვლილი იყო რაც 2036 წლის შეჯახებას 100 ჯერ უფრო მაღალი გახადა: 1:450 ალბათობა მოცემულ 1:45000 ნაცვლად. მაგრამ 2008 წლის 16 აპრილის გამოცემაში ნასამ არ დაადასტურა ეს გამონათვალი, და აღნიშნა რომ ასტეროიდი არ გაივლის თანამგზავრების სარტყელს. ოფიციალური შეფასება ისევ 1:45000 რჩება.