420 (მარიხუანა)
4:20 ან 4/20 (ინგლ. four-twenty) — ტერმინი, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკაში მარიხუანის მოწევის მალულად მისათითებლად იყენებენ და, ასოციაციით, ვინმეს მარიხუანის კულტურასთან დასაკავშირებლად. ხშირად ტერმინები, როგორიცაა „420-თან მეგობრული“ ჩნდება ბინის გამქირავებელთა განცხადებებში, რაც მიუთითებს, რომ ამჟამინდელი მცხოვრებლები ტოლერანტულები არიან მარიხუანის მწეველებთან.
წარმოშობა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინის წარმოშობის მრავალი განსხვავებული თეორია არსებობს, საყოველთაოდ მიღებული ვერსიით 1971 წელს მოზარდთა ჯგუფი სან-რაფაელის საშუალო სკოლიდან (კალიფორნია) სკოლის შემდეგ 4:20 საათზე იკრიბებოდა მარიხუანის მოსაწევად ლუი პასტერის ქანდაკებასთან.[3] ეს ტერმინი შემდგომში ამ ჯგუფის მისალმება გახდა: „420 Louis!“, და პოპულარული გახდა გვიან 1980-იან წლებში როკ-ჯგუფის „გრეიტფულ დედ“ ფანებში. მრავალი მარიხუანის მწეველი დღემდე აგრძელებს 4:20 საათზე ჯგუფური მოწევის ტრადიციას. მოგვიანებით 20 აპრილი (აშშ-ის დათარიღების სისტემით 4/20) კონტრკულტურის დღესასწაული გახდა, სადაც ხალხი მარიხუანის მოწევას ზეიმობს.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „420 (მარიხუანა)“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Daily Independent Journal from San Rafael, California (20 ნოემბერი, 1954). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2017.
- ↑ Chronicle, San Francisco (1962) The San Francisco Chronicle Reader (en). McGraw-Hill. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2017.
- ↑ Grim, Ryan. (20 აპრილი, 2009) What 420 Means: The True Story Behind Stoners' Favorite Number. The Huffington Post. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2011.
- ↑ King, Matt. (24 აპრილი, 2007) Thousands at UCSC burn one to mark cannabis holiday. Santa Cruz Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი, 2007.