4′33″
4'33" (ოთხი და ოცდაცამეტი) — ამერიკელი კომპოზიტორ ჯონ კეიჯის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული ჟანრის სამნაწილიანი კომპოზიცია. იგი შეიქმნა 1952 წელს ნებისმიერი ინსტრუმენტისთვის, სადაც პარტიტურა შემსრულებელს არაფრის დაკვრას სთხოვს მთელი ნაწარმოების განმავლობაში. პირველი ნაწილი 30 წამიანია, მეორე – 2 წუთის და 23 წამის ხანგრძლივობის, ხოლო მესამე – 1 წუთის და 40 წამის. მიუხედავად იმისა, რომ 4′33″–ის შესრულება გულისხმობს მხოლოდ სიჩუმეს, სინამდვილეში მისი შესრულებისას სრული სიჩუმე არის და ისმის სხვა, მაგალითად, გარემოს ხმები. წლების განმავლობაში იგი გადაიქცა კეიჯის ყველაზე ცნობილ მაგრამ ამავდროულად ყველაზე სადავო ნამუშევრად.
ნაწარმოების იდეა დაიბადა 1947-1948 წლებში, როდესაც კოპოზიტორი მუშაობდა Sonatas and Interludes–ზე. კეიჯის გაბედული იდეა(აზრი), იმის შესახებ, რომ მუსიკა შეიძლება შეიცავდეს ან არ შეიცავდეს ბგერებს, გამოხატვას პოულობს 4′33″–ში. 4'33"–ში იგრძნობა ძენის გავლენა, რომელსაც იგი სწავლობდა ორმოციან წლებში. 1982 წლის ინტერვიუში და ასევე სხვა უამრავ შემთხვევაშიც იგი ამბობს, რომ 4′33″ არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი "კომპოზიცია".
4'33" წარმოაჩენს კეიჯის ხედვას, იმის შესახებ რომ ყველანაირი ხმა მუსიკაა და სადაც არ უნდა ვიყოთ უმეტესობა რასაც ჩვენ ვისმენთ არის ხმაური. კეიჯი ერთხელ წერდა: "… როდესაც ჩვენ ვაიგნორებთ ხმაურს ის გვაწუხებს, ხოლო როდესაც ჩვენ მას ვუსმენთ ის მომაჯადოებელი ხდება"[1].
4′33″ გამოცდის და ასევე უკიდურესად სათავისოდ იყენებს საზოგადოების მასებზე კონცერტის ეტიკეტის გავლენას. ცდა მიუკერძოებელ დამსწრეზე, იმისთვის რომ დამტკიცდეს იდეის პირველხარისხოვნობა. არჩევანი პრესტიჟულ ადგილზე და კომპოზიტორის რეპუტაცია აძლიერებს მსმენელის მოლოდინებს. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ მსმენელი უფრო მეტად არის მოწადინებული იგივე(ან მეტიც კი) ყურადღება მიაპყროს კეიჯის 4’33“–ს, ვიდრე ბეთჰოვენის მე–9 სიმფონიას. ამრიგად, შესრულების დაწყებამდეც კი წინასწარაა განსაზღვრული ხალხის რეაქცია. გარდა ამისა, მსმენელთა ქცევები შეზღუდულია საკონცერტო დარბაზის წესების მიხედვით. ისინი ჩუმად უნდა ისხდნენ და მოუსმინონ გარემომცველ ხმებს. თუმცა, მარტივი არაა ბევრი ადამიანი 5 წუთის განმავლობაში ჩუმად ამყოფო, თუ არ აკონტროლებს მათ საკონცერტო დარბაზის ეტიკეტი.
ისტორია
რედაქტირებასიჩუმეს დიდი ადგილი ეკავა კეიჯის შემოქმედებაში 4'33"–მდეც. The Duet for Two Flutes(1934) სიჩუმით იწყება. სიჩუმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ელემენტია მის სხვა ნაწარმოებებშიც: Sonatas and Interludes(1946–48), Music of Changes (1951) და Two Pastorales(1951). The Concerto for prepared piano and orchestra(1951) მთავრდება გახანგრძლივებული სიჩუმით. Waiting(1952), პიანინოს ნაწარმოები,რომელიც 4′33″-ის შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერა, შედგება რამდენიმე ხანგრძლივი ჩუმი ოსტინატოსაგან. თუმცა კეიჯის ფანტაზია აქ არ შეჩერებულა მის კომპოზიციებში:The Wonderful Widow of Eighteen Springs(1942) და A Flower (1950) კეიჯი დამკვრელს ავალდებულებს დახურულ პიანოზე დაკვრას, რაც მეტაფორულად შეიძლება გავიგოთ როგორც სიჩუმე.
პირველად კეიჯმა მისი იდეა ვაზარის კოლეჯში ახსენა 1947(ან 1948) წლის ლექციაზე. იგი გამოტყდა, რომ რამდენიმე სურვილი ჰქონდა, რომელთაგან ერთ–ერთი იყო: მთლიანად სიჩუმისგან შემდგარი კომპოზიციის შექმნა, რომლის ხანგრძლივობა იქნებოდა ოთხნახევარი წუთი, ანუ ტიპური სტანდარტული სიგრძის მუსიკა, სახელად "ჩუმი მლოცველი". ის წარმოაჩენს ერთ იდეას, რომელსაც შევეცდები, რომ ისეთივე მაცდუნებელი გავხადო, როგორიც არომატული ყვავილის ფორმა და ფერია. დასასრული შეუმჩნეველი იქნება.
იმავე დროს, კეიჯი მიხვდა რომ ის იქნებოდა გაუგებარი. იგი უხალისოდ წერდა: „არ მინდოდა რომ ადვილად გასაკეთებელის ან ხუმრობის სახე მისცემოდა. მინდოდა თქვენამდე მომეტანა იდეა სრულყოფილად და შემძლებოდა მეცხოვრა მასთან ერთად“.
1951 წელს კეიჯი ესტუმრა ჰარვარდის უნივერსიტეტს, სადაც ერთ განსაკუთრებული ოთახი ჰქონდათ. ოთახის კედლები, იატაკი და ჭერი იწერდა ყველა ხმას რომელიც–კი ოთახში შექიმნებოდა და არ აბრუნებდა ექოს სახით. ოთახი გარეგან ხმებს შიგნით არ ატარეებდა. კეიჯი ოთახში შევიდა და იმის ნაცვლად, რომ აბსოლუტური სიჩუმე მოესმინა მას ორი ხმა ესმოდა: დიდი და პატარა, რომელიც მერე ხელმძღვანელმა ინჟინერმა განმარტა, რომ მაღალი იყო მისი ნერვული სისტემა, ხოლო პატარა სისხლის ცირკულაცია. იგი წავიდა ისეთ ადგილას სადაც სრულ სიჩუმეს ელოდა და მაინც ვერ მიიღო ის.
„ჩემ სიკვდილამდე და მერეც იქნება ხმები. ადამიანმა არ უნდა ინერვიოულოს მუსიკის მომავალზე“. აბსოლუტური სიჩუმის შეუძლებლობის გათვითცნობიერებამ მიიყვანა იგი ამ კომპოზიიციის შექმნამდე.
თვალსაჩინოა გავლენა ვიზუალური ხელოვნებიდან. კეიჯის მეგობარმა და კოლეგამ რობერტ რაუშენბერგმა 1951 წელს გამოუშვა თეთრი სურათების სერია(როგორც ჩანს ცარიელი ტილოები), რომლებიც სინამდვილეში იცვლებიან განათებადობის მიხედვით იმ ოთახში სადაც დაკიდებული არიან, გავლენას ახდენს ჩრდილებიც კი. ამან შთააგონა კეიჯს გამოეყენებინა იგივე იდეა. მან მოგვიანებით აღნიშნა: „რამაც მე მიბიძგა ამისკენ არ იყო სიმამაცე, არამედ რობერტ რაუშენბერგის მაგალითი. მისმა თეთრმა ნახატებმა... როდესაც მე ისინი დავინახე ვთქვი: ,,აჰ! მე აუცილებლად უნდა გავაკეთო, სხვა შემთხვევაში მე ჩამოვრჩები, მუსიკა ჩამორჩება!“. კეიჯის ანალოგი სიჩუმეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გარემომცველი ხმები გავიგოთ, რომერტის თეთრი ნახატები კი გარემოს უკავშირდება.
წინამორბედები
რედაქტირებაკეიჯი არ ყოფილა პირველი კომპოზიტორი, ვინც მსგავსი ტიპის ნამუშევარი შექმნა:
- ალფონს ალაის 1897 წლის Funeral March for the Obsequies of a Deaf Man 9 ტაქტიანი კომპოზიცია, რომელიც ასე თუ ისე ჰგავს კეიჯის იდეას. ალაი იყო ერიკ სატის კოლეგა,ხოლო კეიჯის ღრმა სიყვარული მისდამი ეჭვს ბადებს იდეის მოპარვის შესახებ, თუმცა კეიჯის თქვით არც კი იცოდა ამის შესახებ.
- ერვინ შულჰოფის "In futurum" 1919 წლისა, ნაწყვეტი Fünf Pittoresken–დან პიანინოსთვის. ჩეხ კომპოზიტორს სკრუპულოზურად შეუდგენია პარტიტურა: იგი მთლიანად პაუზებით არის შედგენილი.
- 1928 წლის ჰაროლდ აქტონის წიგნში „Cornelium“ მუსიკოსი დირიჟორობს იმ ნაწარმოებს, რომლის უდიდესი ნაწილი სიჩუმეა[2]
- ივ ქლას 1949 წლის Monotone-Silence Symphony (არაოფიციალურად The Monotone Symphony). ორკესტრალური 40 წუთიანი ნაწარმოები ორ ნაწილიანია, სადაც პირველი ნაწილი გაბმული ბზუილია, ხოლო მეორე მთლიანად სიჩუმეა.
პრემიერა და შეხვედრა
რედაქტირებაპრემიერა იყო 1952 წლის 29 აგვისტოს თანამედროვე პიანინოს მუსიკის კონცერტზე ვუდსტოკში(ნიუ–იორკი) დევიდ ტუტორის მიერ. დამსწრე საზოგადოებამ დაინახა იგი თუ როგორ დაჯდა პიანინოსთან და დახურა სახურავი(იმის საჩვენებლად, რომ დაიწყო შესრულება). ცოტა ხნის მერე მან გახსნა ისევ I ნაწილის დასასრულის ნიშნად. ასე მოხდა სამჯერ. ნაშრომი განხილვის საგნად რჩება. სადავოა ისიც კი არის თუ არა ის მუსიკა.
ნოიზ მუსიკის და მისი მნიშვნელობის განმარტებისას პოლ ჰეგარტი Noise/Music: A History–ში (2007) ამტკიცებს, რომ კეიჯის 4’33" არის ნოიზ მუსიკის ჭეშმარიტი ფუძემდებელი.
შესრულება და ჩანაწერები
რედაქტირება4’33" ჩაწერილია რამდენიმეჯერ:
- ფრენკ ზაპამ ჩაწერა ის A Chance Operation: The John Cage Tribute–ში[3] 1993 წელს.
- 2002 წელს ჯეიმზ ტენიმ შეასრულა 4'33" რუდოლფ შინდლერის ისტორიულ შენობაში(Kings Road House), ნაწარმოების 50 წლისთავისთვის მიძღვნილი.
- რამდენიმე შესრულება(მათ შორის «ტექნო რემიქსი» new waver-ის მიერ) გაუშვეს ავსტრალიურ რადიოზე, როგორც მომავლის მუსიკის მიქსი[4]
- 2004 წლის 16 იანვარს «Barbican Centre»–ში (ლონდონი) ბიბისის სიმფონიურმა ორკესტრმა პირველად შეასრულა გაერთიანბულ სამეფოში 4'33" ორკესტრალური ვერსია. ეს გადაიცემოდა ბიბისის რადიოში. საინტერესოა, რომ რადიოს დაცვის ფუნქცია უნდა გამორთულიყო, რადგან იგი ირთვება და უკრავს მუსიკას როდესაც კი "შენიშნავს" წინასწარ განსაზღვრულ დროზე მეტ ხანს გაგრძელებულ სიჩუმეს.[5]
- იმავე წელს ნაწარმოები მე–40 ადგილზე გავიდა რადიო ABC–ს ხელმძღვანელობით გაკეთებულ გამოკითხვაზე(პიანინოს 100 კლასიკური ნაწარმოები)
პარტიტურის ნაირსახეობები
რედაქტირებარამდენიმე ჩანაწერი არსებობს ნაწარმოების: • ორიგინალი, რომელიც დევიდ ტუტორისთვის იყო განკუთვნილი ამჟამად დაკარგულია. ტიუდორის ცდა აღედგინა ორიგინალი გამოქვეყნებულია ფეტერმანის წიგნში John Cage's theatre pieces: notations and performances(1996). • კრემენის ხელნაწერი (1953) : გრაფიკული ნოტაცია ირვინ კრემენისთვის მიძღვნილი. ნაწარმოების ნაწილები წარმოდგენილია ორ ვერტიკალურ ხაზს შუა სიცარიელეთი. ტემპი – 60; ყოველი ნაწილის ბოლოს დრო მითითებულია წუთებით და წამებით.
one3
რედაქტირება1989 წლის მიწურულს კეიჯი მიუბრუნდა 4’33“–ის იდეას და შექმნა one3. მისი რიცხვობრივი ნაწარმოებების წესის მიხედვით one მიუთითებს შემსრულებლების აუცილებელ რაოდენობას. one3 გულისხმობს მუსიკალური სისტემის შექმნას საკონცერტო დარბაზში, ისე რომ მთელი დარბაზი იყოს ხმათა უკურეაქციის(feedback) ზღვარზე. ასე რომ ნაწარმოები შედგება საზოგადოების და საკონცერტო დარბაზის ელექტრონულად გაძლიერებული ხმებისგან.
2010 წლის შობის კამპანია
რედაქტირება2010 წელს Facebook-ის ჯგუფი დაარსდა, რომელიც ხალხს უბიძგებდა 4'33"-ის ახალი შესრულების ყიდვისკენ შობის წინა კვირას. მათ ჰქონდათ იმედი, რომ 4'33" დაიკავებდა პირველ ადგილს UK Singles Chart–ში. ჯგუფი შთაგონებული იყო ადრინდელი წარმატებული კამპანიით, რომელიც ერთი წლით ადრე ისევე შობის წინა კვირას მოხდა. მაშინ იდეის ავტორები მოუწოდებდნენ ხალხს, რომ ეყიდათ ამერიკული მეტალ ჯგუფის Rage Against the Machine–ის "Killing in the Name". სახელიც მის მიხედვით დაარქვეს 4'33"-ის "Cage Against the Machine". ჯგუფის შემქმნელები იმედოვნებენ რომ პირველ ადგილზე გასვლა 4'33"–ს პოპულარულს, ხოლო 25 დეკემბერს წყნარს გახდის. ამჟამად ჯგუფის წევრების რაოდენობა შეადგენს 90 ათასზე მეტს. ამ კამპანიას მხარი დაუჭირა რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა. ის პირველად ცნობილი გახდა, როდესაც ინგლისმელმა ბენ გოლდაკრმა ახსენა თავის ტვიტერზე. ორ კვირაში ჟურნალი the sun აცხადებს, რომ წევრთა რაოდენობა 3 ათასზე მეტი იყო(21 ივლისი)[6] სიმღერა ვერ გავიდა პირველზე, თუმცა დაიკავა 21–ე ადგილი UK Singles Chart–ში[7].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://en.wikiquote.org/wiki/John_Cage
- ↑ ^ Carpenter, Humphrey. 1990. The Brideshead Generation: Evelyn Waugh and His Friends, 153. Houghton Mifflin. ISBN 978-0-395-44142-8
- ↑ http://globalia.net/donlope/fz/related/A_Chance_Operation.html
- ↑ http://www.abc.net.au/classic/daily/stories/s376971.htm
- ↑ http://www.bbc.co.uk/pressoffice/pressreleases/stories/2004/01_january/12/john_cage.shtml
- ↑ http://www.thesun.co.uk/sol/homepage/showbiz/tv/x_factor/3076063/Campaign-starts-for-a-silent-composition-to-beat-X-Factor-to-the-Christmas-number-one.html
- ↑ http://www.theofficialcharts.com/archive-chart/_/1/2010-12-25