1951 წლის ნეპალის რევოლუცია
1951 წლის ნეპალის რევოლუციაპოლიტიკური პროცესი, რომელიც აღნიშნება, ნეპალში პოლიტიკური გამოღვიძებისა და დემოკრატიული მოძრაობების დასაწყისად. რევოლუციას ნეპალში ასევე მოიხსენიებენ Sat Salko Kranti-ის სახელით. ეს იყო პოლიტიკური მოძრაობა ნეპალის რანას დინასტიის პირდაპირი მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც 104 წელი გაგრძელდა. პოლიტიკურ გამოღვიძებას მოჰყვა ნეპალში ინსტიტუციონალიზებული მემკვიდრეობითი პრემიერ-მინისტრის სისტემის დაუყოვნებლივ გაუქმება.
რანას რეჟიმის ისტორია
რედაქტირებარანას რეჟიმის აღზევება დაიწყო ჯანგ ბაჰადურ რანას მიერ კოტის ხოცვა-ჟლეტის შეთქმულებით და მისმა ძმებმა მოიპოვეს ძალაუფლება, რითაც მონარქის ძალაუფლება შემცირდა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაძლიერდა და მემკვიდრეობითი გახდა. რანას რეჟიმი ატარებდა ნეპალის გარე გავლენისგან იზოლირების პოლიტიკას. რანას რეჟიმის წარმომადგენლებმა კიდევ უფრო დაამყარეს თავიანთი ძალა პრო-ბრიტანული მიმართულების არჩევით და 1857 წელს ბრიტანელებს დაეხმარნენ სეპოის აჯანყების დროს.
გაერთიანება რევოლუციისთვის
რედაქტირებარანას წინააღმდეგ სახალხო უკმაყოფილება დაიწყო განათლებული ხალხიდან და რეჟიმის შიგნიდან, რომელთაგან ბევრი მარგინალიზებული იყო რანას იერარქიაში. ამ ნეპალელთაგან ბევრი იმყოფებოდა გადასახლებაში და აქტიურად იღებდა მონაწილეობას ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და სურდათ ნეპალის განთავისუფლებაც. პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდა გადასახლებაში იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც სურდათ მოეწყოთ როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური რევოლუციები ნეპალში.
აჯანყებები და ინციდენტები
რედაქტირებანეპალის პრაჯა პარიშადი
რედაქტირებანეპალის პრაჯა პარიშადი დაარსდა 1936 წელს, როდესაც მათ მიიღეს ინიციატორების გარდა სხვა ადამიანების მხარდაჭერა.[1] ორგანიზაციის სათაო ოფისი იყო დჰარმა ბჰაკტა მათემას სახლში ომბაჰალში.[2] თავდაპირველად, პრაჯა პარიშადი ავრცელებდა ხალხში ხელით დაწერილ ბროშურებს და წერდა სტატიებს რანას დინასტიის წინააღმდეგ ინდურ სოციალისტურ გაზეთში ჯანატაში და კალკუტაში გამოქვეყნებულ ნაშრომში სახელად "შეტევა". მოგვიანებით ინდოეთიდან ჩამოიტანეს საბეჭდი მანქანა და ორგანიზაციამ დაიწყო ბროშურების გავრცელება რანას დინასტიის წინააღმდეგ, რათა ხალხი გაერთიანებინა ნეპალში მისი მმართველობის წინააღმდეგ. 1941 წლის 19 იანვარს რანას სასამართლომ სიკვდილით დასაჯა მიუსაჯა შუკრაჯ შასტრი (რომელიც არ იყო ჩართული პრაჯა პარიშადში), დჰარმა ბჰაკტა მათემა, განგა ლალ შრესტასი და დაშრატ ჩანდი, რომლებიც აღიარებულნი არიან ნეპალის წამებულებად. ბევრს მიუსაჯეს ციხე და ბევრი გადაასახლეს. ამრიგად, პრაჯა პარიშადი დაიშალა 1941 წლის იანვარში.
ეროვნული კონგრესი
რედაქტირება1947 წლის 26 იანვარს ინდოეთში ჩამოყალიბდა ნეპალის ეროვნული კონგრესი ბიშვეშვარ პრასად კოირალას ხელმძღვანელობით. დაარსების დღიდან კონგრესი აწყობდა მიწისქვეშა აქტივობებს. 1947 წლის 4 მარტს ბირატნაგარის ჯუთის ქარხნის მუშებმა დემონსტრაცია მოაწყვეს და დაიწყეს გაფიცვა ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.[3]:62 ნეპალის ნაციონალურმა კონგრესმა მონაწილეობა მიიღო ბირატნაგარის ჯუთის წისქვილის გაფიცვაში, მხარი დაუჭირა გაფიცულებს და მოითხოვა პოლიტიკური მუშათა გაერთიანება. გაფიცვის ჩასახშობად რანას რეჟიმმა სახელმწიფო ჯარები გაგზავნა ბირატნაგარში. პროტესტი გაგრძელდა მანამ სანამ ჯარებმა არ მიაღწიეს ბირატნაგარს და არ დააპატიმრეს ლიდერები. ნეპალის ეროვნულმა კონგრესმა გამართა დელეგატთა კონფერენცია ინდოეთში და გადაწყვიტა დაეწყო ნაციონალური "სატიაგრაჰა" (სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა ინდური მოდელის მიხედვით). ამით დაიწყო ქვეყნის მასშტაბით რანას წინააღმდეგ დემონსტრაცია.
ჯაიატუ სანსკრიტი
რედაქტირება1947 წლის ივნისში, ტინ დჰარას სკოლაში ჩარიცხულმა სტუდენტებმა წამოიწყეს ჯაიატუ სანსკრიტამის მოძრაობა, მოითხოვდნენ დემოკრატიას და თანამედროვე საგნების სასწავლო პროგრამაში ჩართვას. ეს იყო პირველი სტუდენტური აჯანყება ნეპალის ისტორიაში. მონაწილეთაგან ორმოცდაორი რანას მმართველებმა გადაასახლეს, სხვები კი ციხეში ჩასვეს. მოგვიანებით ინდოეთში დევნილები შეუერთდნენ დემოკრატიის დამყარებისთვის წამოწყებულ აგიტაციას.[4][5][6][7]
მეფე ტრიბჰუვანის გადასახლება
რედაქტირებამეფე ტრიბჰუვანის რანას მიმართ საწინააღმდეგო დამოკიდებულება ჰქონდა. მეფემ ტრიბჰუვანმა მხარი დაუჭირა ნეპალის პრაჯა პარიშადს, რათა ეცადა რანას დამხობა. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში, რანამ მკაცრად უპასუხა, აკრძალეს ლიბერალური მოძრაობები და სიკვდილით დასაჯეს მათი ხელმძღვანელობა. მეფე ტრიბჰუვანი მაინც მჭიდროდ თანამშრომლობდა პრაჯა პარიშადთან რანას რეჟიმის დასასრულებლად. საბოლოოდ, 1950 წლის ნოემბერში მეფე ტრიბჰუვანმა თავი შეაფარა ინდოეთის საელჩოს. მას თან ახლდნენ მისი ვაჟი მაჰენდრა და უფროსი შვილიშვილი ბირენდრა. პრემიერ მინისტრმა 1950 წლის 7 ნოემბერს სინგჰა დურბარში კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. ამ შეხვედრაზე მან გამოაცხადა, რომ გიანენდრა ბირ ბიკრამ შაჰი, მეფე ტრიბჰუვანის სამი წლის შვილიშვილი, ნეპალის ახალი მეფე იქნებოდა. იმავე დღეს, პრინცი გიანდენდრა ბიქრამ შაჰი მიიყვანეს ჰანუმან დოკას სასახლეში და ნეპალის მეფედ აკურთხეს.[8] 10 ნოემბერს, ორი ინდური თვითმფრინავი დაეშვა გაუჩარის აეროპორტში. ახალი მეფის დანიშვნამ მთელ ქვეყანაში უზარმაზარი დემონსტრაციები გამოიწვია. 1950 წლის 22 ნოემბერს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ჯავაჰარ ლალ ნეჰრუმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ინდოეთი არ აპირებდა გიანენდრა ბირ ბიკრამ შაჰის აღიარებას ნეპალის ლეგიტიმურ მეფედ.
ნეპალის კონგრესის განმათავისუფლებელი არმია
რედაქტირებამას შემდეგ რაც მეფე ტრიბჰუვანი ინდოეთის საელჩოში გაიქცა, ნეპალის კონგრესის პარტიამ შექმნა სამხედრო ფრთა, რომელიც ცნობილია როგორც ნეპალის კონგრესის განმათავისუფლებელი არმია და დაიწყო შეიარაღებული აჯანყება რანას მმართველობის წინააღმდეგ.[9] პარტია აკონტროლებდა მნიშვნელოვან ადგილებს. მაგრამ მცირე ძალაუფლება ჰქონდა პოლიტიკურ დედაქალაქ კატმანდუში.
დელის შეთანხმება
რედაქტირებარანას, ნეპალის კონგრესსა და მეფე ტრიბჰუვანს შორის ურთიერთშეთანხმების შემდეგ, დელიში ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას. საბოლოოდ, 1951 წლის 18 თებერვალს მეფე ტრიბჰუვანი ნეპალში დაბრუნდა, როგორც სახელმწიფოს მეთაური. დელის შეთანხმების ძირითადი დებულებები შემდეგია:
- არჩეული დამფუძნებელი კრება 2 წლის განმავლობაში შექმნის დემოკრატიულ კონსტიტუციას
- დარჩება 10 მინისტრისგან შემდგარი დროებითი კაბინეტი (მთავრობა) მოჰან შუმშერის პრემიერ მინისტრობის ქვეშ, რომელთაგან 5 მინისტრის თანამდებობას ნეპალის კონგრესი დაიკავებს
- პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის შეზღუდვა არ იქნება. ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება და აგიტატორებმა მთელი იარაღი უნდა გადასცენ ხელისუფლებას
- მეფე ტრიბჰუვანი დარჩება ნეპალის მეფედ
კოალიციური მთავრობის ფორმირება
რედაქტირება1951 წლის 15 თებერვალს მეფე ტრიბჰუვანი და ნეპალის კონგრესის წამყვანი წევრები დაბრუნდნენ კატმანდუში. მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა შეიკრიბა და მონარქს აეროპორტში მიესალმა. 1951 წლის 18 თებერვალს მეფე ტრიბჰუვანმა გამოაცხადა ნეპალის მმართველად.
შედეგები
რედაქტირებაკოალიციის ნაწილნი იყვნენ რანას წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას. 1951 წელს მან ახალი კონსტიტუციის ნეპალის დროებითი მთავრობის აქტის აამოქმედა. ის შემუშავებული იყო ინდოელი ექსპერტების დახმარებით. ამ დროებით მთავრობამ შექმნა სასამართლო და მეფეს გადასცა აღმასრულებელი უფლებამოსილება. მათ შორის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობა და უფლება, რომ დანიშნოს სახელმწიფო მოხელეები და მართოს ფინანსები. მოგვიანებით, ნეპალის კონგრესის პარტიის მინისტრთა მთელი ბლოკი გადადგა, რამაც მეფეს საშუალება მისცა დაენიშნა ახალი მთავრობა. 1951 წლის 16 ნოემბერს სამეფო პროკლამაციამ შექმნა ახალი მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მატრიკა პრასადი, რომელიც მართავდა ნეპალის კონგრესის პარტიას რევოლუციური ბრძოლის დროს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑
- ↑ Asha, S.P.. Hami Le Prajatantra Kasari Lyayau. Kathmandu: Sanhila Prakashan.
- ↑ (1966) Democratic Innovations in Nepal: A Case Study of Political Acculturation. University of California Press. GGKEY:5N30S3HU9BC.
- ↑ Samiti, Rastriya Samachar (15 June 2017). „Jayatu Sanskritam marked“. The Himalayan Times. ციტირების თარიღი: 2 December 2018.
- ↑ Samiti, Rastriya Samachar (15 June 2017). „Jayatu Sanskritam marked“. myRepublica. ციტირების თარიღი: 4 December 2018.
- ↑ Snellinger, Amanda Therese (2018) Making New Nepal: From Student Activism to Mainstream Politics (en). University of Washington Press, გვ. 35–6. ISBN 9780295743097.
- ↑ Adhikari, Radheshyam (30 June 2017). „Shuttered schools | From the Nepali Press | Nepali Times“. archive.nepalitimes.com. ციტირების თარიღი: 2 December 2018.
- ↑ cheena. (23 June 2009) Nepal. cheena-nepal.blogspot.com.
- ↑ T. Louise Brown (1 November 2002). The Challenge to Democracy in Nepal. Routledge, გვ. 18–. ISBN 978-1-134-88533-6.