1917 (2019 წლის ფილმი)
1917 — 2019 წლის ბრიტანული ფილმი პირველი მსოფლიო ომის შესახებ. მისი რეჟისორი და პროდიუსერია სემ მენდესი, რომელიც აგრეთვე კრისტი უილსონ-კერნსთან ერთად ფილმის თანასცენარისტია. ფილმი ნაწილობრივ შთაგონებულია რეჟისორისთვის ბაბუის, ალფრედ მენდესის, მიერ მოთხრობილი ამბებით, რომელიც მას პირველ მსოფლიო ომში ყოფნის დროს გადახდა. [1] კინოსურათში მოქმედება ალბერიხის ოპერაციის შემდეგ ჰინდენბურგის ხაზიდან გერმანიის უკან დახევის მომენტიდან ვითარდება. ფილმის სიუჟეტი მიჰყვება ორ ახალგაზრდა ბრიტანელ ჯარისკაცს, რომელთაც ევალებათ აცნობონ ჯარს დაგეგმილი შეტევის გაუქმების შესახებ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჯორჯ მაკკეი და დინ-ჩარლზ ჩეპმენი მეორეხარისხოვან როლებში მონაწილეობენ მარკ სტრონგი, ენდრიუ სკოტი, რიჩარდ მადენი, კლერ დუბურკი, კოლინ ფერთი და ბენედიქტ კამბერბეჩი.
„1917“ | |
---|---|
1917 | |
ჟანრი | საომარი დრამა |
რეჟისორი | სემ მენდესი |
პროდიუსერი |
სემ მენდესი პიპა ჰარისი ჯეინ-ენ თენგრენი ქალუმ მაკდუგალი ბრაიან ოლივერი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ტომას ნიუმენი |
სტუდია |
DreamWorks Pictures Reliance Entertainment New Republic Pictures Alibaba Pictures Mogambo Neal Street Productions Amblin Partners |
დისტრიბუტორი |
Entertainment One (გაერთიანებული სამეფო) Universal Pictures (აშშ) |
გამოსვლის თარიღი | 4 დეკემბერი 2019 (ლონდონი) |
ხანგრძლივობა | 118 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 90–100 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 384.9 მილიონი აშშ დოლარი |
პროექტი ოფიციალურად გამოცხადდა 2018 წლის ივნისში, მაკკეიმ და ჩეპმენმა ხელი მოაწერეს ოქტომბერში, ხოლო დანარჩენმა მსახიობებმა მარტში. გადაღებები მიმდინარეობდა 2019 წლის აპრილიდან ივნისამდე დიდ ბრიტანეთში. ფილმს იღებდნენ კინემატოგრაფი როჯერ დიკინსი და რედაქტორი ლი სმიტი რომლებმაც მთლიანი ფილმი ორ უწყვეტ კადრად გადაიღეს. [2] [3] [4]
1917-ის პრემიერა დიდ ბრიტანეთში შედგა 2019 წლის 4 დეკემბერს და თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 25 დეკემბერს Universal Pictures– ის მხარდაჭერით. გაერთიანებულ სამეფოში 2020 წლის 10 იანვარს Entertainment One–ის მიერ. ფილმმა როგორც კრიტიკული, ასევე კომერციული წარმატება მოიპოვა. მსოფლიო მასშტაბით მისმა შემოსავალმა 384 მილიონი დოლარი შეადგინა.
მრავალრიცხოვან ჯილდოთა შორის ფილმმა მიიღო ათი ნომინაცია ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო სურათისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციები და მოიპოვა სამი გამარჯვება საუკეთესო ოპერატურის, საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისა და საუკეთესო ხმისთვის. ეს იყო ბოლო ფილმი, რომელმაც მიიღო ოსკარის ჯილდო საუკეთესო ხმის მიქსში, სანამ კატეგორია გაერთიანდებოდა საუკეთესო ხმის მონტაჟთან, როგორც ერთიანი ჯილდო საუკეთესო ხმისთვის. [5] ფილმმა ასევე მოიპოვა საუკეთესო ფილმის ნომინაცია ოქროს გლობუსის 77-ე დაჯილდოებაზე, BAFTA- ს 73-ე კინოაჯილდოებაზე და PGA Awards- ზე, ხოლო მენდესმა საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი ჯილდო მოიპოვა ოქროს გლობუსის, BAFTA- სა და DGA Awards- ზე. ფილმი ასევე აირჩია როგორც სარევიზიო საბჭომ, ასევე ამერიკის კინო ინსტიტუტმა, როგორც 2019 წლის საუკეთესო ფილმების ათეულში შემავალი. [6] [7]
წარმოება
რედაქტირებაწარმოებამდელი პერიოდი
რედაქტირებაგამოცხადდა, რომ Amblin Partners და New Republic Pictures შეიძენდნენ პროექსი 2018 წლის ივნისში, სემ მენდესის რეჟისორობით. [8] გავრცელებული ინფორმაციით მოლაპარაკებები მიმდინარებდა ტომ ჰოლანდთან 2018 წელს, მაგრამ მან ფილმში მონაწილება არ მიიღო. [9] ოქტომბერისთვის როჯერ დიკინსი აპირებდა მენდესის პროექტს შეერთებოდა, როგორც კინემატოგრაფი. [10] ჯორჯ მაკკეისთან და დინ-ჩარლზ ჩეპმენთან მოლაპარაკებები ასევე ამ პერიოდში დაიწყო. [11] თომას ნიუმენი 2019 წლის მარტში კომპოზიტორად შეირჩა. [12] იმავე თვეში მეორეხარისხოვანი პერსინაჟების შემსრულებლებად არიჩნენ: ბენედიქტ კამბერბეჩი, კოლინ ფერტი, მარკ სტრონგი, რიჩარდ მადენი, ენდრიუ სკოტი, დენიელ მეიზი, ადრიან სკარბორო, ჯეიმი პარკერი, ნაბჰან რიზვანი და კლერ დუბურკი. [13]
სცენარის შექმნა
რედაქტირება2019 წლის აგვისტოში მენდესმა თქვა: „ეს არის დიდი გზავნილის მატარებელი ფილმი. და მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა. ამ ისტორიის ფრაგმენტი ბავშვობიდან მახსოვს და ის მნიშვნელოვნად გავაფართოვე.”[14] 2020 წელს Time- სთან, მენდესმა თქვა, რომ ნაწერი გარკვეულწილად რისკიანია: „ სცენარის იდეები, რომლებიც მენდესმა კრისტი ვილსონ-კერნზთან ერთად დაწერა, მომდინარეობს იმ ამბიდან, რომ მას უამბო მენდესის ბაბუამ, ტრინიდადურმა წარმოშობის ალფრედ მენდესმა, რომელიც ბრიტანეთის მაცნე იყო დასავლეთის ფრონტზე. [15] მენდესმა თქვა: ,,ბაბუის პატივისცემის ვალდებულება ვიგრძენი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ისინი იბრძოდნენ თავისუფალი და ერთიანი ევროპისთვის . კარგია, რომ ეს საზოგადოებას შევახსენოთ." [16]
გადაღება
რედაქტირებაროჯერ დიკინსი იყო ფილმის ოპერატორი, რომელიც კვლავ შეუერთდა მენდესს მათი საერთო მეოთხე პროექტისთვის (პირველი იყო ჯარჰედი 2005 წელს). [15] გადაღება დიდხანს გაგრძელდა ორი უწყვეტი კადრის ეფექტის მისაღებად. [2] [3] მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებებში ხშირად მოიხსენიება ამბავი, როგორც ერთ კადრად გადაღებული ფილმი, [17] [18] ამბავი ფილმში შავდება ერთ საათსა და ექვს წუთზე, როდესაც შოფილდი უგონოდ დაეცემა.[4] მენდესმა განმარტა: „ეს ეხებოდა იმ ფაქტს, რომ მინდოდა ფილმი შუადღიდან შებინდებაზე გადასულიყო და შემდეგ ღამე აღწერილიყო გათენებამდე. მინდოდა ეს ორ მოძრაობაში ყოფილიყო. . . მინდოდა ჰალუცინაციის მსგავსი რამე ამესახა. სადღაც უფრო არარეალური, თითქოს ოცნების მსგავსი და შემზარავიც“.
გადაღებები დაიწყო 1 აპრილს 2019 და გაგრძელდა 2019 წლის ივნისამდე ვილშაირში, ჰანკლეიში, სარის საგრაფოში და გოვანში, ასევე შეპერტონის სტუდიაში. [19] [20] [21][22] შეშფოთება გამოიწვია სოლსბერის დაბლობზე გადაღებებზე კონსერვაციონისტებმა, რომლებიც თვლიდნენ, რომ წარმოებას შეეძლო პოტენციურად აღმოჩენილი ნაშთების გაქრობა და მოითხოვდნენ სპეციალურ გამოკვლევებს ფილმისთვის საჭირო შენობების აშენებამდე. [23][24] ზოგიერთ კადრში საჭირო იყო 500-ზე მეტი ფონის შემადგენელი კომპონენტის გამოყენება.
მუსიკა
რედაქტირებაფილმისთვის მუსიკა შექმნა ტომას ნიუმენმა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის თემაზე გადაღებულ ფილმებს შორისაა:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Simon, Scott. It Was Part Of Me": Director Sam Mendes On The Family History In '1917' en (21 December 2019). ციტირების თარიღი: 25 December 2019
- ↑ 2.0 2.1 Libbey, Dirk. (15 January 2020) Why 1917 Director Sam Mendes Broke The One Shot Format For That Scene en. CinemaBlend. ციტირების თარიღი: 11 February 2020
- ↑ 3.0 3.1 Sims, David. (3 January 2020) 1917 Is a Visual Feat and a Bad Movie. ციტირების თარიღი: 11 February 2020
- ↑ 4.0 4.1 Hertz, Barry. (26 December 2019) Let's talk about 1917's 'one-shot' conceit, and the line between gimmick and greatness en. ციტირების თარიღი: 11 February 2020
- ↑ Hammond, Pete. (April 28, 2020) Oscars Keeping Show Date But Make Big News As Academy Lightens Eligibility Rules, Combines Sound Categories, Ends DVD Screeners and More. ციტირების თარიღი: May 23, 2020
- ↑ AFI AWARDS 2019 Honorees Announced. ციტირების თარიღი: 2020-07-15
- ↑ NATIONAL BOARD OF REVIEW ANNOUNCES 2019 AWARD WINNERS (2019-12-03). ციტირების თარიღი: 2020-07-15
- ↑ Jr. (18 June 2018) Amblin, Sam Mendes Set WWI Drama '1917' As His First Directing Effort Since James Bond Pics 'Spectre' & 'Skyfall'. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 7 April 2019
- ↑ Zinski. (5 September 2018) Tom Holland In Talks To Star In Sam Mendes' WWI Drama 1917. ScreenRant. ციტირების თარიღი: 7 April 2019
- ↑ Marc. (24 October 2018) Oscar-Winning 'Blade Runner 2049' Cinematographer Roger Deakins Might Reunite With Sam Mendes For WWI Movie '1917'. ციტირების თარიღი: 7 April 2019
- ↑ Jr. (26 October 2018) George MacKay, 'GOT's Dean-Charles Chapman In Talks For Leads In Sam Mendes WWI Pic '1917'. ციტირების თარიღი: 7 April 2019
- ↑ Thomas Newman to Score Sam Mendes' '1917'. ციტირების თარიღი: 7 April 2019
- ↑ Galuppo. (28 March 2019) Colin Firth, Benedict Cumberbatch Join Sam Mendes' WWI Movie '1917'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 28 March 2019
- ↑ Moore, Matthew (7 August 2019). „Mendes epic is a personal battle“. The Times (72, 919). p. 3. ISSN 0140-0460.
- ↑ 15.0 15.1 Vick, Karl. (3 December 2019) Sam Mendes on Taking World War I Out of the Trenches and Into the Theater in 1917 en.
- ↑ „Sam Mendes: 'It's not about the British are great, the Germans are bad'“. The Irish Times. 4 January 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2020. ციტირების თარიღი: 10 February 2020.
- ↑ Giardina. (30 September 2019) New Video Shows How Sam Mendes, Roger Deakins Shot '1917' to Appear as One Continuous Take.
- ↑ Evangelista. (30 September 2019) '1917' Featurette Teases a War Epic Told in One Continuous Shot.
- ↑ Chance to star in Hollywood movie filming in Wiltshire (4 January 2019). ციტირების თარიღი: 7 April 2019
- ↑ World War One film to begin production on Hankley Common (18 February 2019). ციტირების თარიღი: 7 April 2019
- ↑ Diamond, Claire (19 February 2019). „Spielberg movie wants to film in Glasgow“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 April 2019. ციტირების თარიღი: 7 April 2019.
- ↑ Marc, Christopher. (11 December 2018) EXCLUSIVE: Sam Mendes' '1917' Adds 'Skyfall/Blade Runner 2049' Production Designer and 'Atonement' Art Director – Confirmed To Shoot At Shepperton Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 7 April 2019
- ↑ D'Alessandro, Anthony. (28 March 2019) Sam Mendes' '1917' Nears Production: Mark Strong, Colin Firth, Benedict Cumberbatch & More Join Cast. ციტირების თარიღი: 28 March 2019
- ↑ Pulver, Andrew (6 February 2019). „Spielberg and Mendes Stonehenge war film plans hit by locals' objections“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2019. ციტირების თარიღი: 7 April 2019.