12"-იანი სინგლი (ინგლ. 12-inch single, 12-დიუმიანი სინგლი, ხშირად უბრალოდ 12") — გრამაფონის ჩანაწერის ტიპი, რომელსაც შედარებით სხვებთან უფრო დიდი ხვრელი აქვს. ეს საშუალებას აძლევს მას იქონიოს უფრო ფართო დინამიკური დიაპაზონი, ხმის უკეთესი ხარისხი. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს მისი დიამეტრი 12 დიუმია, რაც მეტრულ სისტემაში 30.48 სანტიმეტრის ტოლია. ჩანაწერის ეს ტიპი, ჩვეულებრივ, გამოიყენება დისკოსა და საცეკვაო მუსიკის ჟანრებში, სადაც დიჯეები იყენებენ მათ. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის ჩანაწერები იკვრება 45 ბრუნი/წუთში სიჩქარით, რაც საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს ბასის დიაპაზონის სიხშირეების სმენადობა.

12"-იანი სინგლი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება