ჰუსეინ ჯავიდის სახლ-მუზეუმი და მემორიალური კომპლექსი
ჰუსეინ ჯავიდის სახლ-მუზეუმი და მემორიალური კომპლექსი (აზერ. Hüseyn Cavidin ev-muzeyi və xatirə kompleksi) — აზერბაიჯანელი პოეტისა და დრამატურგის, ჰუსეინ ჯავიდისადმი მიძღვნილი მემორიალური მუზეუმი. მდებარეობს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ნახიხჩევანში, ჰუსეინ ჯავიდის მავზოლეუმის მახლობლად.
ისტორია
რედაქტირებამუზეუმი 1981 წლის 12 ივლისს, აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით აზერბაიჯანული ლიტერატურის გამოჩენილი ფიგურის, ჰუსეინ ჯავიდის პატივსაცემად დაარსდა და ჰუსეინ ჯავიდის 100 წლისთავის იუბილეს მიეძღვნა. მუზეუმის გახსნის ცერემონია 1984 წლის 9 ივნისს გაიმართა. მუზეუმის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა ჰუსეინ ჯავიდის ქალიშვილი, თურან ჯავიდი.[1] დიდი ხნის მანძილზე „მუზეუმს ჰუსეინ ჯავიდის მუზეუმი“ ეწოდებოდა. 2015 წელს მუზეუმს სახელი შეუცვალეს და „ჰუსეინ ჯავიდის სახლ-მუზეუმი და მემორიალური კომპლექსი“ უწოდეს.[2]
გამოფენა
რედაქტირებასამუზეუმო ფონდში 9200-ზე მეტი ექსპონატია დაცული.[2] მათ შორისაა ჰუსეინ ჯავიდის ცხოვრების ამსახველი სურათები, მისი შრომების პირველი გამოცემები, 1926 წელს დაბეჭდილი, ავტორის ხელმოწერიანი „ეშმაკი“, 1934 წელს გამოცემული ნაწარმოების - "Sayavush" - იშვიათი ეგზემპლარები, გამოჩენილი მსახიობების პოსტერები და პროგრამები, თეატრალური დრამები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ სამახსოვრო ექსპონატი.[1]
მუზეუმში ასევე გამოფენილი ჰუსეინ ჯავიდის ქალიშვილის მიერ შეწირული წიგნი „კნიაზი“, რომელიც წერილებისგან შედგება. თურან ჯავიდმა მუზეუმს ჰუსეინ ჯავიდის ცხოვრების ნახიჩევანის პერიოდის დოკუმენტებიც შესწირა. მუზეუმში გამოფენილია მამად ჯაფარ ჯაფაროვის, აბას ზამანოვის, მეჰდი მამადოვის, იაშირ გარაიევის, რაფაელ ჰუსეინოვის, იავუზ ახუნდლუს, ისა ჰაბიბეილის, ზაჰიდ აკბაროვის, აჯდარ ისმაილოვის, ჰუსეინ ჰაშიმლისა და სხვათა მიერ გადაცემული წიგნებიც.[1]
კვლევითი საქმიანობა
რედაქტირებაგარდა გამოფენებისა, მუზეუმი ჰუსეინ ჯავიდის შემოქმედებასაც იკვლევს. მუზეუმის ძალისხმევით შეიქმნა ჰუსეინ ჯავიდის შრომების კრებული, რომელშიც მის სახელთან დაკავშირებული ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და ადგილების შესახებაცაა ინფორმაცია თავმოყრილი. ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადემონსტრაციოდ რამდენიმე მოძრავი გამოფენა შეიქმნა: „ჰუსეინ ჯავიდი და თეატრი“, „ჰუსეინ ჯავიდი და ნახიჩევანის თეატრი“, „ჰუსეინ ჯავიდის დრამატული კომპოზიცია“, „ჰუსეინ ჯავიდის სიცოცხლე და კრეატიულობა“. ჰუსეინ ჯავიდი და თეატრი“ მინსკშიც იყო გამოფენილი.[1]
მუზეუმის პერსონალი ჰუსეინ ჯავიდის მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ ლექციებს კითხულობს და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მუზეუმში ჩამოყალიბდა „ჰუსეინ ჯავიდის პოეტური კლუბი“, რომელიც არაერთ პოეტთან, მწერალთან და მეცნეირთან აწყობს შეხვედრებს.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Hüseyn Cavidin ev muzeyi az. yasamal.cls.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 10 March 2018.
- ↑ 2.0 2.1 Hüseyn Cavidin Ev Muzeyi və Xatirə Kompleksinin yaradılmasının 35 illiyi qeyd olunub az. kaspi.az. ციტირების თარიღი: 10 March 2018.