ური (ისტორიული სოფელი)

(გადამისამართდა გვერდიდან ჰური)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ური (მრავალმნიშვნელოვანი).

ური, ჰური — ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია), არტაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მტკვრის ხეობაში. მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს.). „ქართლის ცხოვრებაში“ მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.) ძვ. წ. III საუკუნის ამბების თხრობისას მოიხსენიებს ქალაქ ჰურს - არტაანის მხარის მთავარ ქალაქს (მკვლევრები მას ურთან აიგივებენ); მისივე გადმოცემით, ჰურის უფრო ადრინდელი სახელწოდებაა ქაჯთა ქალაქი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 177.
  • ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი წგნ. 3, თბილისი, 1958 წ.