ჰუმბოლდტის ზღვა
ჰუმბოლდტის ზღვა[1] (ლათ. Mare Humboldtianum) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილული მხარეს ამავე სახელწოდების აუზში, ცივი ზღვის აღმოსავლეთით. დედამიწიდან დაკვირვებისას ის მდებარეობს მთვარის დისკის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდესთან და გრძელდება მის შორეულ მხარეს. მისი მდებარეობიდან გამომდინარე, ზღვის ხილვადობის პირობები დამოკიდებულია მთვარის ლიბრაციაზე და ის შეიძლება არ იყოს ხილული დედამიწიდან.
ჰუმბოლდტის ზღვა | |
Mare Humboldtianum | |
მონაცემები | |
---|---|
სიგრძე | 230.78 კმ. |
სახელწოდება | |
ეპონიმი | ალექსანდერ ჰუმბოლდტი |
დამტკიცებულია | IAU (1935) |
მდებარეობა | |
56.92° ჩ. გ. 81.54° ა. გ. / 56.92° ჩ. გ. 81.54° ა. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
ჰუმბოლდტის ზღვა ვიკისაწყობში |
ზღვის აუზი ჩამოყალიბდა ნექტარიანულ პერიოდში, ხოლო გვიან იმბრიულ პერიოდში ლავით იყო დატბორილი. ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მის აუზში განლაგებულია ბორცვები. ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში არის დიდი კრატერი ბელკოვიჩი.
ზღვის დიამეტრი 273 კილომეტრია, მისი აუზის დიამეტრი დაახლოებით 600 კილომეტრია.
ჰუმბოლდტის ზღვას იოჰან ფონ მედლერმა ალექსანდერ ჰუმბოლდტის სახელი დაარქვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯაფიაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 665-667.