ჰუკერის კუნძული — კუნძული ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, ფრანც იოსების მიწის არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში. ფართობი დაახლოებით 508 კმ², სიმაღლე 576 მ. ჰუკის კუნძულის დიდი ნაწილი დაფარულია მყინვარებით. ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მყუდრო უბეში 1913-1914 წლებში გამოიზამთრა ჩრდილოეთ პოლუსისაკენ მიმავალმა გ. სედოვის ექსპედიციამ. სახელი ეწოდა ინგლისელი ბოტანიკოსის ჯოზეფ დოლტონ ჰუკერის პატივსაცემად.

ლიტერატურა

რედაქტირება