ჰუის მთის კლდის მხატვრობა

ჰუის მთის კლდის მხატვრობა — კლდის მხატვრობის ნიმუში სამხრეთ ჩინეთში, გუანსი-ჯუანში, მდინარე მინის დასავლეთ ნაპირზე. კლდის მხატვრობა მდებარეობს ნონგანის ნაკრძალში. ნახატები დაახლოებით 1 600-2 500 წლისაა. შესრულებულია წითელი ფერის საღებავით. ნახატების უმრავლესობა ადამიანებია, ასევე გვხვდება ცხენების, ძაღლების, დანების, გემების და მზის გამოსახულებებიც.

ჰუის მთის კლდის მხატვრობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2016  (40-ე სესია)
ნომერი 1508
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1508
ინგლ.რუს.ფრ.

1988 წელს ჰუის მთის კლდის მხატვრობა სახელმწიფო საბჭომ დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა. 2016 წლის 15 ივლისს კლდის მხატვრობა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში და გახდა ჩინეთის 49-ე ობიექტი აღნიშნულ სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება