ჰიუგო (ფილმი)
ჰიუგო — რეჟისორ მარტინ სკორსეზეს 2011 წლის ფილმი. იგი ეფუძნება მწერალ ბრაიან სელზნიკის რომანს „ჰიუგო კაბრეს გამოგონება“. ეს არის სკორსეზეს პირველი ფილმი, გადაღებული 3D ფორმატში. ფილმი მოგვითხრობს რეჟისორ ჟორჟ მელიესის შესახებ. ფილმში ნაჩვენებია კადრები მელიესის სხვადასხვა ფილმებიდან, მათ შორის მისი ცნობილის ფილმიდან „მოგზაურობა მთვარეზე“.
„ჰიუგო“ | |
---|---|
ჟანრი | ისტორიული, სათავგადასავლო |
რეჟისორი | მარტინ სკორსეზე |
პროდიუსერი |
გრემ კინგი ტიმოთი ჰედინგტონი მარტინ სკორსეზე ჯონი დეპი |
სცენარის ავტორი | ჯონ ლოგანი |
ნაწარმოები | ჰიუგო კაბრეს გამოგონება, ბრაიან სელზნიკი |
როლებში |
ბენ კინგსლი საშა ბარონ კოენი ასა ბატერფილდი ქლო მორეცი რეი უინსტონი ემილი მორტიმერი ჯუდ ლოუ |
მუსიკა | ჰოვარდ შორი |
ოპერატორი | რობერტ რიჩარდსონი |
მონტაჟი | თელმა სქუნმეიკერი |
სტუდია |
GK Films Infinitum Nihil |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 128 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $150 - $170 მილიონი[2] |
შემოსავალი | $185,770,160[3] |
საიტი |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმის მთავარი გმირია მესაათე ბიჭუნა ჰიუგო კაბრე. ობოლი ჰიუგო 1930-იან წლებში პარიზის რკინიგზის სადგურში ცხოვრობს. მას ბიძის გარდა არავინ ჰყავს. მას სადგურიის საათების დაზეთვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა ევალება. ჰიუგოს აინტერესებს ამოხსნას მამის მიერ დანატოვარი ავტომატური სათამაშოს საიდუმლო. სათამაშო და ბლოკნოტი ჰიუგოს მამამ დაუტოვა. ჰიუგოს მისი მეგობარი იზაბელი ეხმარება, რომელიც ჟორჟ მელიესის ნათლულია. იზაბელი და ჰიუგო იპოვნიან მელიესის ძველ ჩანახატებს, რაც მელიესის გაღიზიანებას გამოიწვევს. იზაბელი და ჰიუგო ბიბლიოთეკაში კინოს ისტორიას გაეცნობიან და წიგნში ამოიკითხავენ, რომ მელიესი ერთ-ერთი პირველი კინორეჟისორი იყო და რომ ის პირველი მსოფლიო ომის დროს მოვკდა. ბავშვები კინოისტორიკოსს, პროფესორ ტაბარს შეხვდებიან, რომელიც მათ უამბობს მელიესთან მისი შეხვედრის შესახებ. ტაბარი ბავშვებს მელიესის უკანასკნელ გადარჩენილ ფილმს აჩვენებს, ჩვენების ბოლოს კი ოთახში მელიესი შემოვა.
როლებში
რედაქტირება- ასა ბატერფილდი - ჰიუგო კაბრე
- ბენ კინგსლი - ჟორჟ მელიესი, სათამაშოების მაღაზიის მფლობელი
- ქლო მორეცი - იზაბელი, ჟორჟის ნათლული
- საშა ბარონ კოენი - ინსპექტორი გუსტავი
- რეი უინსტონი - კლოდ კაბრე, ჰიუგოს ბიძა
- ჯუდ ლოუ - ჰიუგოს მამა, საათების ოსტატი
- კრისტოფერ ლი - ლაბისი, წიგნების მაღაზიის მფლობელი
- ჰელენ მაკკრორი - ჟანა დ'ალსი, ჟორჟის მეუღლე
- მაიკლ სტალბარგი - რენე ტაბარი, კინოისტორიკოსი
- ემილი მორტიმერი - ლიზეტი, ყვავილების გამყიდველი გოგონა
- ფრენსის დე ლა ტური - მადამ ემილილ, კაფეს მფლობელი
- რიჩარდ გრიფითსი - ფრიკი, გაზეთების გამყიდველი
- მარკო აპონტე - მატარებლის ინჟინერის თანაშემწე
- ემილ ლაგერი - ჯანგო რაინჰარდტი, გიტარისტი
ჯილდოები
რედაქტირებაოსკარის 84-ე დაჯილდოების ფარგლებში „ჰიუგო“ წარდგენილი იყო 11 ნომინაციაზე. აქედან 5-ის მოპოვება შეძლო
- საუკეთესო ოპერატურა: რობერტ რიჩარდსონი
- საუკეთესო მხატვრული გაფორმება: დანე ფერეტი, ფრანჩესკა ლო სკიავო
- საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: რობერტ ლეგატო
- საუკეთესო ხმა: ტომ ფლეიშმანი, ჯონ მიდლი
- საუკეთესო ხმის მონტაჟი: ფილიპ სტორტონი, ეჟენ გერტი
BAFTA
- საუკეთესო დიზაინი: დანტე ფერეტი, ფრანჩესკა ლო სკიავო
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო რეჟისურა: მარტინ სკორსეზე
გამოცემები
რედაქტირებაParamount Home Entertainment-მა ფილმი DVD, Blu-Ray და Blu-ray 3D ფორმატში 2012 წლის 28 თებერვალს გამოსცა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Hugo Cabret. ComingSoon.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-07. ციტირების თარიღი: 2011-02-20.
- ↑ Kaufman, Amy. (November 24, 2011) Movie Projector: 'Breaking Dawn' to devour three new family films. Los Angeles Times. Tribune Company. ციტირების თარიღი: 2011-11-24.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-28. ციტირების თარიღი: 2012-07-30.