მოგზაურობა მთვარეზე

მოგზაურობა მთვარეზე (ფრანგ. Le Voyage dans la lune) — 1902 წლის ფრანგული, შავ-თეთრი, მუნჯი, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი. იგი ეფუძნება ჟიულ ვერნის რომანს „დედამიწიდან მთვარემდე“ და ჰერბერტ უელსის რომანს „პირველი ადამიანები მთვარეზე“.[4]

„მოგზაურობა მთვარეზე“
რეჟისორი ჟორჟ მელიესი
პროდიუსერი ჟორჟ მელიესი
სცენარის ავტორი
  • ჟორჟ მელიესი
  • გასტონ მელიესი
ეფუძნება
როლებში
ოპერატორი
  • მიშო
  • ლუსიენ ტენგი
სტუდია Star Film
დისტრიბუტორი Gaston Méliès Films
გამოსვლის თარიღი
  • 1 სექტემბერი, 1902 (1902-09-01) (საფრანგეთი)
  • 4 ოქტომბერი, 1902 (1902-10-04) (აშშ)[1]
  • [1] ([1])
ხანგრძლივობა
  • 260 მეტრი/845 ფუტი[2]
  • 18 წუთი (12 კადრით)[3]
  • 16 წუთი (14 კადრით)[3]
  • 9 წუთი (24 კადრით)[3]
ქვეყანა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ენა ფრანგული
ბიუჯეტი 10,000 ფრანგული ფრანკი

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჟორჟ მელიესი, ხოლო რეჟისორის თანაშემწეა მელიესის ძმა, გასტონი. ფილმი, ფირის წამში 16 კადრის სიჩქარით დატრიალების შემთხვევაში 14 წუთს გრძელდება — ფილმის გადაღების მომენტისათვის ეს იყო სტანდარტი კინოში. ფილმს გამოსვლისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად და იგი ითვლება მელიესის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომად. ეს ასევე არის კინოს ისტორიაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის პირველი ფილმი, რომელიც იყენებს ანიმაციისა და სპეციალური ეფექტების ნოვატორულ ხერხებს. მათ შორის არის ცნობილი კადრი, რომელშიც კოსმოსური ხომალდი ეშვება მთვარის თვალში.

The Village Voice-მა „მოგზაურობა მთვარეზე“ დაასახელა ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმს შორის, #84 პოზიციაზე.[5] ის ფართოდაა აღიარებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის ადრეულ ნიმუშად და მთლიანობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფილმად კინოს ისტორიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Wemaere და Duval 2011, p. 186
  2. Hammond, Paul (1974), Marvellous Méliès, London: Gordon Fraser, p. 141, ISBN 0-900406-38-0
  3. 3.0 3.1 3.2 Frame rate calculations produced using the following formula: 845 feet / ((n frame/s * 60 seconds) / 16 frames per foot) = x. See Elkins, David E. (2013), "Tables & Formulas: Feet Per Minute for 35mm, 4-perf Format", The Camera Assistant Manual Web Site, http://www.davidelkins.com/cam/tables.htm#Feet%20Per%20Minute%20for%2035mm,%204-perf%20Format/. წაკითხვის თარიღი: 8 აგვსიტო, 2013.
  4. Dirks, Tim. A Trip to The Moon. FilmSite.org. ციტირების თარიღი: 2007-01-08.
  5. The 100 Greatest Films of the 20th Century