ჰუგო დაისონი (ნამდვილი სახელი - ჰენრი ვიქტორ დაისონ დაისონი, დ. 7 აპრილი, 1896 — გ. 6 ივნისი, 1975) — ინგლისელი აკადემიკოსი. როგორც ქრისტიანული რწმენის მკვეთრმა მიმდევარმა, კლაივ ლუისზე იქონია გავლენა.

ჰუგო დაისონი
დაბადების თარიღი 7 აპრილი, 1896(1896-04-07)
დაბადების ადგილი ჰოუვი
გარდაცვალების თარიღი 6 ივნისი, 1975(1975-06-06) (79 წლის)
საქმიანობა მწერალი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

დაისონი ცნობილია თავისი ლექციებით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაწარმოები, როგორც ასეთი, არ ჰქონია. მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა „ო, ღმერთო, ოღონდ ელფები აღარ გვინდა“ - რომელიც წარმოითქვა ინკლინგების შეკრებისას, „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველი წაკითხვის დროს.

1960-იან წლებში დაისონი მიიწვიეს სატელევიზიო გადაცემებში შექსპირის შესახებ, რადგან იგი მისი შემოქმედების ექსპერტი იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება