ჰრადეც-კრალოვე
ჰრადეც-კრალოვე (ჩეხ. Hradec Králové; გერმ. Königgrätz) — ქალაქი ჩეხეთში, ბოჰემიის ჰრადეც-კრალოვეს ადმინისტრაციულ მხარეში. ქალაქის ეკონომიკა კვების მრეწველობის დანადგარების წარმოებას, ფოტოქიმიურ და ელექტრონიკის წარმოებას ეფუძნება. ტრადიციული ინდუსტრია მოიცავს მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოებას, რომელთა შორის საქვეყნოდაა ცნობილი პეტროფის პიანინოები. ქალაქში ფუნქციონირებს ჰრადეც-კრალოვეს უნივერსიტეტი და პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა[3] და ფარმაცევტული დეპარტამენტი.[4]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჰრადეც-კრალოვე Hradec Králové | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩეხეთი | ||||
მხარე (ჩეხეთი)|ჩეხეთის მხარეები|მხარე | ჰრადეც-კრალოვე | ||||
შიდა დაყოფა | Březhrad[1] , Hradec Králové[1] , Kukleny[1] , Q12035175?[1] , Malšovice[1] , Moravské Předměstí[1] , Nový Hradec Králové[1] , Piletice[1] , Plácky[1] , Plačice[1] , Plotiště nad Labem[1] , Pouchov[1] , Pražské Předměstí[1] , Roudnička[1] , Rusek[1] , Slatina[1] , Slezské Předměstí[1] , Svinary[1] , Svobodné Dvory[1] , Třebeš[1] და Věkoše[1] | ||||
კოორდინატები | 50°12′34″ ჩ. გ. 15°50′00″ ა. გ. / 50.20944° ჩ. გ. 15.83333° ა. გ. | ||||
მმართველი | Pavlína Springerová[2] | ||||
დაარსდა | 1225 | ||||
პირველი ხსენება | 1225 | ||||
ფართობი | 105,61 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 235 მ | ||||
მოსახლეობა | 94 255 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 892 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 500 00 | ||||
საავტომობილო კოდი | H | ||||
ოფიციალური საიტი | hradeckralove.org | ||||
ქალაქი გაშენებულია მდინარე ელბისა და ორლიცეს შერრწყმის ადგილას.
ისტორია
რედაქტირებაჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უძველესი დასახლების თავდაპირველი სახელწოდება იყო ჰრადეცი (ციხესიმაგრე), კრალოვე მას მაშინ მიემატა, როდესაც ის ერთ-ერთი დოვრული ქალაქი გახდა პოლონელი ელიზაბეტ რიკსას მმართველობისას (1286–1335), რომელიც აქ 30 წლის მანძილზე ცხოვრობდა და ბოჰემიის ორი მეფის — ვაცლავ II-ისა და რუდოლფ I-ის მეორე ცოლი იყო. დოვერის ქალაქად 1620 წლამდე დარჩა.
კულტურა
რედაქტირება2004 წლიდან, ყოველი წლის აგვისტოში ქალაქში იმართება ევროპის უდიდესი ჰიპ ჰოპ ფესტივალი Hip Hop Kemp-ი. ოქტომბერში კი ჯაზის საერთაშორისო ფესტივალი „Jazz goes to town“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 692.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Medical School. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-08-07. ციტირების თარიღი: 2012-06-07.
- ↑ Pharmacy School. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2012.