ჰოტეპსეხემუი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰოტეპსეჰემუი)

ჰოტეპსეხემუიძველი ეგვიპტის ადრეული სამეფოს ფარაონი მეორე დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 2890 წლის შემდეგ.

ცილინდრი ჰოტეპსეხემუის სახელით

სახელი ჰოტეპსეხემუი ითარგმნება მიახლოებით ასე „ორი მშვიდობისმყოფელი ძალა“, ჰოტეპ - (მშვიდობისმყოფელი). პირადი სახელი ამ ფარაონის ცნობილია, აბიდოსიის მეფეების სიიდან, როგორც ბეჯაუ, საქრიისა და ტურინის სიების მიხედვით ბაუნეჩერი. მანეთონი კი გადმოსცემს, მას ბერძნულ ვარიანტში როგორც ბოეტოსი.

ფარაონი ჰოტეპსეხემუი ითვლება ეგვიპტის ფარაონების მეორე დინასტიის ფუძემდებლად. ეს ფარაონი ხელისუფლებაში მოვიდა პირველი დინასტიის მემკვიდრე პრინცესაზე ქორწინების შედეგად, ამიტომ ისტორიკოსები ვერ ირწმუნებიან, რომ ის დაკავშირებულია თუ არა ძველთაძველი დინასტიის სამეფო ოჯახთან. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფარაონი იყო თავისი წინამორბედ კაას ვაჟი. ზუსტად ჰოტეპსეხემუიმ ჩაატარა კაასის დასაფლავება, რაც ამტკიცებს წინამორბედ დინასტიის ძალადობრივ ჩამოგდებას. ჰოტეპსეხემუის სახელი იყო ნაპოვნი კაას მასტაბის ახლოს აბიდოსში. თვითონ ფარაონი დასაფლავებულია საქარაში, მისი სახელი გვხვდება სხვადასხვა არტეფაქტებში აბიდოსში, საქარში და გიზაში. მის ქვის საფლავზე სახელი ჰოტეპსეხემუი ხშირად გვხვდება, მის მემკვიდრესთან რანებთან ერთად. ცნობილია ქვის ჭურჭელი, თიხის ბეჭდები და ცილინდრები.

ჰოტეპსეხემუის მეფობის შესახებ საერთოდ არაფერი არ არის ცნობილი, მანეთონის თანახმად იმეფა 38 წელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება