ჰოსპიტალიერების მიერ როდოსის დაპყრობა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ჰოსპიტალიერების მიერ როდოსის დაპყრობა
ჯვარსონების ნაწილი

ჰოსპიტალიერების მიერ როდოსის დაპყრობა
თარიღი 1306 წლის 23 ივნისი–1310 წლის 15 აგვისტო
მდებარეობა კუნძული როდოსი
შედეგი ჰოსპიტალიერების გამარჯვება
მხარეები
ჰოსპიტალიერები ბიზანტიის იმპერიის დროშა ბიზანტიის იმპერია
მეთაურები
ფულკეს დე ვილარე ანდრონიკე II პალეოლოგოსი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ჰოსპიტალიერების მიერ როდოსის დაპყრობაჰოსპიტალიერები, დიდოსტატ ფულკეს დე ვილარეს მეთაურობით, შეიჭრნენ კუნძულზე 1306 წელს. მათ მოახერხეს კუნძულის დიდი ნაწილის დაპყრობა გარდა ქალაქი როდოსისა რომელიც ბიზანტიის მართველობის ქვეშ დარჩა. იმპერატორმა ანდრონიკე II პალეოლოგოსმა გაგზავნა დამხამრე ჯარი, რამაც საშუალება მისცა ქალაქს გაეძლო ალყისთვის. ალყას უძლენდნენ 1310 წლის 15 აგვისტომდე. ჰოსპიტალების მთავარი შეკრების ადგილად იქცა ეს კუნძული მანამ სანამ ოსმალეთის იმპერია არ დაიპყრო 1522 წელს.

წინაპირობა

რედაქტირება

ჰოსპიტალიერების ორდენი დაარსდა 1070 წელს იერუსალიმში, ეს ორდენი მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ორდენი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ლევანტის ჯვაროსნული სახელმწიფოებისთვისას, ასევე დიდი ქონებას ფლობდნენ დასავლეთ ევროპაში. 1291 წელს აკრის დაცემის შემდეგ ორდენმა თავისი ბაზა გადაიტანა ლიმასოლში, კვიპროსში. მათი პოზიცია კვიპროსში საეჭვო იყო; მათმა შეზღუდულმა შემოსავალმა ისინი დამოკიდებულნი გახადა დასავლეთ ევროპის შემოწირულობებზე და ჩაერთნენ დაპირისპირებაში კვიპროსის მეფე ჰენრი II-თან, ხოლო აკრის და წმინდა მიწის დაკარგვამ გამოიწვია სამონასტრო ორდენების ქოდენების ჩამორთმევა. ჟერარ დე მონრეალის თქმით, როგორც კი იგი აირჩიეს რაინდთა ჰოსპიტალერის დიდოსტატად 1305 წელს, ფულკ დე ვილარემ დაგეგმა როდოსის დაპყრობა, მას შესაძლებლობა არ ექნებოდა თავისუფლად მოქმედების იმ შემთხვებაში თუ კვიპროსზე დაჩებოდა, ამიტომაც კუნძულს თუ დაიპყრობდა ახალ ბაზას შექმნიდა და დაწიყებდა თურქეთის წინააღმდეგ ომს.

როდოსი ძალიან კარგი სამიზნე იყო: ნაყოფიერი კუნძული, სტრატეგიულად მდებარეობდა იყო მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, მიდიოდა სავაჭრო გზებით კონსტანტინოპოლისკენ, ალექსანდრია და ლევანტისკენ. კუნძული ბიზანტიის საკუთრება იყო, მაგრამ იმპერია დიდ კრიზისში იყო მე-14 საუკუნის პირველ წლებში რადგან აზიაში და ევროპაში მიწების დიდი ნაწილი დაკარგული ჰქონდათ. ეგეოსის ზღვის კუნძულებზე კონტროლს დღითი-დღე კარგავდნენ. 1305 წელს ფოკაიას პორტის მმართველმა ჯენოელმა ბერმა ბენედიტო I ზაქარიამ, მოსთხოვა კუძული ქიოსი ანდრონიკე II პალეოლოგოსს, იმ მიზნით რომ დაეცვა თურქებისგან და კატალოიენელებისგან. დოდეკანეში ანდრონიკოსის ადმირალს ანდრეა მორესკოს და მის ძმას ლოდოვიკოს გადასცეს კუნძულები კასოსი და კარპათოსი, ხოლო მათმა ნათესავმა ვინილო დე ვინიოლიმ მოითხოვა კოსი და ლეროსი და ლარდოსის ოლქი როდოსზე იმპერიული გრანტებით. თუმცა, ამ ბიზანტიელი კლიენტების ძალაუფლებას კუნძულებზე მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ვენეციის რესპუბლიკა და მისი მოქალაქეების სხვადასხვა ოჯახები, რომლებიც თავდაპირველად დამკვიდრდნენ რეგიონში.

1282 წელს ლიონის კავშირის უარყოფამ ანდრონიკოსთან შეერთებაზე ხელახლა გახსნა განხეთქილება აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიებს შორის და ბიზანტია კვლავ განიხილებოდა ჯვაროსნული ლაშქრობისა და სხვა სამხედრო აგრესიის ლეგიტიმურ სამიზნედ ლათინური ქრისტიანული სამყაროს სახელით. 1299 წელს რომის პაპმა შესთავაზა სიცილიის ფრედერიკ III-ს როდოსის დაკავება, ხოლო მისი ნახევარძმა სანჩო, ჰოსპიტალერი რაინდი, ხელმძღვანელობდა წარუმატებელ ექსპედიციას საბერძნეთის წყლებში 1305 წელს, რომლის მიზანი იყო ბიზანტიის ზოგიერთი კუნძულის აღება. იმავე წელს, მეცნიერმა რაიმონდ ლულმა როდოსი დაასახელა, როგორც საზღვაო ოპერაციების შესაფერის ბაზა, რათა ქრისტიანებს არ შეეწყვიტათ მუსლიმებთან ვაჭრობა და მხარი დაუჭირა მის ხელში ჩაგდების გეგმას, როგორც აღმოსავლეთში ჯვარსნული ლაშქორბის ნაწილი.

კვიპროსელი მატიანეები ამბობენ, რომ დე ვილარემ კონტრაქტი გააფორმა ჯენოლეთან, რომელსაც ჟერარ დე მონრეალი ერქვა. ეს უკანასკნელი ალბათ სწორია, რადგან შემორჩენილია დოკუმენტი, დათარიღებული 1306 წლის 27 მაისით, რომელიც დადებულია ვილარეტსა და ორდენისა სხვა წარმომადგენლებს შორის. ამ უკანსკნელმა ამ დოკუმეტით დათმო თავისი უფლებები როდოსზე და მასთან ახლოს მდებარე კუნძულებზე. ვინიოლო და რაინდები ერთობლივად დანიშნავდნენ გადასახადების ამკრეფებს როდოსის გარდა სხვა კუნძულებზე და გაანაწილებდნენ მათ შემოსავალს, ორ მესამედს მიიღებდა ორდენი დანარჩენს კი ვინიოლო. პაპმა კლემენტ V, არაფერი არ იცოდა ამ შეთანხმების შესახებ, რადგან ამის შესახებ არ არის ნახსენები პაპისა და ვილარეტის თანამედროვე მიმოწერაში.

კუნძულის დაპყრობა

რედაქტირება

23 ივნისს ვილარეტი და ვინიოლო ლიმასოლიდან ორი საომარი გალერითა და ოთხი გემით გაცურეს, რომლებსაც 35 რაინდი, 6 ლევანტინელი მხედარი და 500 ქვეითი ჯარისკაცი გადაჰყავდა. ამას დაემატა რამდენიმე ჯენოადან წამოსული ხომალდი. ექსპედიცია პირველად შედგა კასტელორიზოში, საიდანაც ვინილო როდოსის დაზვერვის მიზნით წავიდა. თუმცა ადგილობრივი გააფრთხილეს ამის შესახებ და ვინიოლომ ძლივს შეძლო გაქცევა. ამასობაში ორმა რაინდმა ორმოცდაათი კაცით დაიპყრო კოსის ციხე, მაგრამ ბიზანტიის დამხმარე ჯარისკაცებმა ციხე კვლავ დაიბრუნეს. ამის შემდეგ მოკავშირეები როდოსისკენ გაემართნენ. ამადისა და ბუსტრონის ქრონიკები იძლევა ყველაზე დეტალურ აღწერას შემდგომი განვითარებული მოვლენების შესახებ: პირველი თავდასხმა ქალაქ როდოსზე ხმელეთით და ზღვით ჩაიშალა, მაგრამ 20 სექტემბერს ჰოსპიტალებმა დაიპყრეს (ალბათ მიტოვებული) ფერაკლოსის ციხე კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ხუთი დღის შემდეგ მათ კიდევ ერთი წარუმატებელი შეტევა განახორციელეს ქალაქზე, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ნოემბრამდე. 11 ნოემბერს მათ აიღეს ფილერიმოსის ციტადელი (ძველი იალისოსი).

ამ წარმატების შემდეგ, რაინდებმა განაახლეს ქალაქზე ალყა მაგრამ მოქალაქეებმა შეძლეს თავი დაუცვეს და იმპერატორს სთხოვეს დახმარება გამოეგზავნათ. არაგონის სამეფო არქივში დაცულ 1307 წლის 30 აპრილის წერილში მოცემულია რამდენიმე დეტალი: იმპერატორმა ქალაქის დასახმარებლად რვა გემი გაგაზავნა და ჰოსპიტალები იძულებულნი გახდნენ ალყა მოეხსნათ მას შემდეგ რაც მოკლეს 80 ბერძენი და თავად რამდენიმე კაცი დაკარგეს. დაახლოებით იმავე დროს, 1307 წლის მარტში ან აპრილში, პაჩიმერესის თანახმად, ჰოსპიტალებმა გაგზავნეს ელჩები იმპერატორთან, რომლებმაც მოითხოვეს, ქალაქის გადაცემა რადგან მოგვაინებით თურქეთთან ომი ეწარმოებინათ. რაინდები დაჰპირდნენ, რომ აღიარებდნენ იმპერატორის სუზერანობას და გამოუგზავნიდნენ მას 300 საუკეთესო მეომარს, როცა ის მოითხოვდა, მაგრამ ანდრონიკე II-მ უარყო მათი წინადადება და დაიწყო როდოსის შემდგომი თავდასხმებისთვის მომზადება. 1307 წლის გაზაფხულზე პაპმა კლემენტ V-მ მიიწვია ვილარეტი პაპი პუატიეში, მაგრამ შეხვედრა გადაიდო როდოსის მიმდინარე დაპყრობის გამო, რომელსაც ის პირადად ხელმძღვანელობდა. ის ფაქტი, რომ ვილარეტს შეეძლო დაეტოვებინა კუნძული ზაფხულში, მიუთითებს დასკვნაზე, რომ იმ დროისთვის მისი უმეტესი ნაწილი, დედაქალაქის გარდა, ჰოსპიტალერის ხელში იყო. 1307 წლის 5 სექტემბერს რომის პაპმა გამოსცა აქტი, რომელიც ადასტურებდა ჰოსპიტალერთა მფლობელობას კუნძულ როდოსზე. თუმცა, არაგონული არქივის დოკუმენტი, დათარიღებული 1307 წლის ოქტომბრით, მიუთითებს, რომ სანამ ლინდოსი ჰოსპიტალერის ხელში იყო, ქალაქ როდოსს იცავდა „კონსტანტინოპოლის იმპერატორის ოცი გემი“. 1309 წელს ხაიმე II არაგონის წერილის მიხედვით, ჰოსპიტალიერებს არ ჰქონდათ მთლიანი კუნძული დაკავებული.

ვილარემ განაგრძო მჭიდრო ურთიერთობა ჯენოელებთან, რომლებიც გემთმშენებლობაში გამოცდილები იყვნენ და კარგად იცნობდნენ ეგეოსის ზღვას, ამასთან ერთად, ისინი ვენეცილებს კონკურენტები იყვნენ. ამგვარად 1308-1309 წლებში ვილარემ დადო კონტრაქტი გემთმშენებლებთან რომლის მიხედვითაც, ის მიიღებდა ამგვარად, 1308-1309 წლებში ვილარემ დადო კონტრაქტი გენუის გემთმშენებლობაში თორმეტ გალეას და ნავის მაგნას. ვილარეტი დასავლეთში დარჩა ორი წლის განმავლობაში, მაგრამ 1309 წლის სექტემბრისთვის იგი აღმოსავლეთში დაბრუნების ნებართვას ითხოვდა რათა კუნძული საბოლოოდ დაეპყრო. მან ჯენოა დატოვა ნოემბერში და ჩავიდა ბრინდიზში 1310 წლის იანვარში. იქ ჰოსპიტალიერებმა უარი უთხრეს ღარიბებს ბრძოლაში მონაწილეობის მიღებაზე. ვილარეტის ფლოტი ითვლიდა 26 გალეას, მათ შორის ჯენოელთა გემებს, რომლებსაც 200–300 რაინდი და 3000 ქვეითი ჯარისკაცი გადაჰყავდა, რომლებსაც 200–300 რაინდი და 3000. ამ ლაშქრობის სავარაუდო მიზანი იყო კვიპროსის და კილიკიის სომხური სამეფოს დახმარება, მაგრამ ვილარეტმა, სავარაუდოდ, პაპის ნებართვის გარეშე, გამოიყენა როდოსის დასაპყრობად.

ქალაქი როდოსი საბოლოოდ დაეცა 1310 წლის 15 აგვისტოს, როგორც კლიმენტ V-ის ბიოგრაფიის, ისე ქრისტეფორე კვიპროსელის მოხსენების მიხედვით. ეს უკანასკნელი იუწყება, რომ ჰოსპიტალებმა შეაგროვეს 35 გალერა. კვიპროსის სამი ქრონიკის მიხედვით, ქალაქი ძალით კი არ დაიპყრო, არამედ იღბლიანობით: იმპერატორის მიერ გაგზავნილი ხომალდები ჯენოელებმა ააფეთქეს. გემის კაპიტანი შეიპყრო ერთ-ერთმა რაინდმა და დიდოსტატს მიუყვანა. სიკვდილით დასჯისგან თავის დაღწევის მიზნით, გემის კაპიტანმა დაარწმუნა გარნიზონი, რომ დანებებულიყვნენ იმ პირობით, რომ მათი სიცოცხლე და ქონება გადარჩებოდა.


ლიტერატურა

რედაქტირება
  • Carr, Mike (2015). Merchant Crusaders in the Aegean, 1291–1352. Boydell & Brewer. ISBN 978-1-843839903. 
  • Failler, Albert (1992). „L'occupation de Rhodes par les Hospitaliers“. Revue des études byzantines (ფრანგული). 50: 113–135. doi:10.3406/rebyz.1992.1854.
  • Luttrell, Anthony (1988). „The Hospitallers of Rhodes Confront the Turks, 1306–1421“, Christians, Jews, and Other Worlds: Patterns of Conflict and Accommodation. New York and London: University Press of America, გვ. 80–116. 
  • Luttrell, Anthony (1997). „The Genoese at Rhodes: 1306–1312“, Oriente e Occidente tra Medioevo ed età moderna: Studi in onore di Geo Pistarino. Genoa: Acqui Terme, გვ. 737–761. OCLC 606372603.