ჰორუს-ბა, ჰორუს-ფრინველი — ფარაონი, რომელიც ძველ ეგვიპტეს მართავდა მცირე ხნით პირველ და მეორე დინასტიებს შორის.

ფრაგმენტი ჯოსერის პირამიდების კომპლექსიდან.

მისი სახელწოდების შესახებ საკმაოდ მცირე წყაროები არსებობს. პირველი ცნობილი დადასტურებული სახელია ფარაონ კაას საფლავზე აღმოჩენილი წარწერა, რომალიც მდებარეობს აბიდოსში. კიდევ უფრო მკაფიო გამოსახულება ნაპოვნია საკარაში, ფარაონ ჯოსერის პირამიდების კომპლექსში, აქ სერეხში დაფიქსირებულია ფრინველის გამოსახულება. ასევე შესაძლებელია ჰორუს-ფრინველია ნახსენები თიხის ვაზაზე.

ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ჰორუს-ბაზე. გამოვლენილია რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი, სადაც მოხსენიებულია რამდენიმე სავარაუდო ფარაონი კაას გარდაცვალებიდან ჰოტეპსეხემუის მმართველობამდე, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლებელია იყოს ჰორუს-ბა.

ჰორუს-ბას დაკრძალვის ადგილი უცნობია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება