ჰორნინდალსვატნეტი

ჰორნინდალსვატნეტი (ნორვ. Hornindalsvatnet) — ტბა ნორვეგიაში. ადმინისტრაციულად მოქცეულია სოგნ-ოგ-ფიურანეს ტერიტორიაზე. წარმოადგენს ნორვეგიისა და საერთოდ, მთელი ევროპის უღრმეს ტბას. მისი ოფიციალურად გაზომილი სიღრმეა 514 მ.[1] მდებარეობს ზღვის დონიდან 53 მ სიმაღლეზე. ფართობი 50,42 კმ². წყლის მოცულობა 12,06 კმ³. ტბის აღმოსავლეთ ბოლოსთან მდებარეობს სოფელი გროდოსი, რომელიც ეკუთვნის ჰორნინდალის მუნიციპალიტეტს, ხოლო დასავლეთ დაბოლოებასთან გაწოლილია სოფელი მოგრენდა, რომელიც თავის მხრივ, შედის ეიდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ტბიდან გამოედინება მდინარე ეიდსელვა, რომელიც ერთვის ეიდსფიორდენს, — ნორდფიორდენის ტოტს. ყოველწლიურად ივლისში აქ იმართება ჰორნინდალსვატნეტის მარათონი.[2]

ჰორნინდალსვატნეტი
ჰორნინდალსვატნეტი
ჰორნინდალსვატნეტი
კოორდინატები: 61°56′00″ ჩ. გ. 6°19′00″ ა. გ. / 61.93333° ჩ. გ. 6.31667° ა. გ. / 61.93333; 6.31667
მდებარეობა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
სიმაღლე ზღვის დონიდან 53 
სიგრძე 22 კმ
სიგანე კმ
ფართობი 50,42 კმ²
მოცულობა 12,1 კმ³
საშუალო სიღრმე 236 
მაქსიმალური სიღრმე 514 
ჰორნინდალსვატნეტი — ნორვეგია
ჰორნინდალსვატნეტი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Siden ble ikke funnet
  2. Hornindalsvatnet Maraton Norwegian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-18. ციტირების თარიღი: 2010-07-11.