ჰორადიზის ოპერაცია

ჰორადიზის ოპერაცია (აზერ. Horadiz əməliyyatı) — ბრძოლა აზერბაიჯანში, ფიზულინის რაიონის დაბა ჰორადიზთან. ბრძოლა გაიმართა 1994 წლის იანვარში. ერთმანეთს დაუპირისპირდა აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებული ძალები ყარაბაღის ომის დროს. შედეგად, ჰორადიზი, რომელიც მდებარეობს მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე - მიმავალი ჩრდილოეთით ქალაქ ფიზულისაკენ, და დასავლეთით ჯებრაილის რაიონისაკენ, აგრეთვე, კუბატლისა და ზანგერალასკენ და მთელი რიგი სოფლები, რომლებიც ამ გზის გასწვრივ ტერიტორიებზე მდებარეობენ გადავიდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ.

ბრძოლის პრეისტორია

რედაქტირება

1993 წლის აგვისტოს ბოლოს კუბატლის აღების შემდეგ სომხებმა გამოაცხადეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, რაც აიხსნებოდა გადაჯგუფების აუცილებლობით და ყველა მონაცემებით, სომხეთიდან ახალი შეიარაღებული ძალების მიღების მოლოდინით. ოქტომბრის ბოლოს სომხეთის შეიარაღებული ნაწილები (ეს იყო სწორედ სომხეთის რეგულარული არმიის ნაწილები და არა ყარაბახის ჯარები) სწრაფად დაეუფლნენ აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე მდებარე ჰორადიზს სამხრეთ აღმოსავლეთ ფიზულს და ზანგელანის რაიონს. ჩამოაჭრეს ეს ტერიტორიები აზერბაიჯანის დანარჩენი მიწებიდან.

1993 წლის დეკემბერში სომხეთის შეიარაღებული ჯგუფები შეეცადნენ ქალაქ ფიზულის აღმოსავლეთით გადაადგილებას, მაგრამ შეეჯახნენ უპრეცედენტო წინააღმდეგობას და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ამის შემდეგ, აზერბაიჯანული არმია გადავიდა შეტევაზე სამ ფრონტზე. 15 დეკემბრიდან აზერბაიჯანული ჯარის ნაწილები დაადგნენ თანმიმდევრულ კონტრშეტევით ოპერაციებს ერთდროულად 5 მიმართულებით - ფიზულის, ხოჯავენდის, აგდამის, მარდაკერტის და კელბაჯარის. შეტევამ მთიანი-ყარაბახის ჩრდილო-აღმოსავლეთით სომხები აიძულა დაეტოვებინათ მთელი რიგი დასახლებული პუნქტები მარდაკერტის რაიონში.

მთავარი დარტყმა აზერბაიჯანის ნაწილებმა მიიტანეს ბეილაგანის რაიონში, მთიანი ყარაბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჰორადიზის და ფიზულის მიმართულებით. საბრძოლო მოქმედებები განვითარდა სტეპის ზონაში. აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა გაარღვიეს მოწინააღმდეგის თავდაცვითი ზონა ფიზულის რეგიონში სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლის საფარქვეშ. 1994 წლის იანვარში დასაწყისში აზერბაიჯანელებმა დაიკავეს 11 დასახლებული პუნქტი და აზერბაიჯან-ირანის სასაზღვრო ზოლის 40 კმ. სიგრძის მონაკვეთი.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 5 იანვარს აზერბაიჯანელებმა ხელთ იგდეს 3 ტანკი, ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობა "Штурм-С", 6 ტყვიამფრქვევი, 10 სატრანსპორტო საშუალება, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალა. ამ დღეს სოფელ შუკიურბეილთან ბრძოლაში, ჰორადიზის მახლობლად დაიღუპა 702-ე პოლკის მეთაურის თანაშემწე დაზვერვის კაპიტანი ელხან ზილფუგაროვი, რომელსაც სიკვდილის შემდეგ მიენიჭა აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდება.


6 იანვარს (სხვა წყაროებით - 8 იანვარს) 702-ე პოლკის ნაწილები არღვევენ მოწინააღმდეგის სიმტკიცეს, ბრძოლებით შედიან ჰორადიზში, იკავებენ დასახლებულ პუნქტს, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხუდაფერინის ხიდს მდინარე არაქსზე (თუმცა მცირე ხნით). ოპერაციას ხელმძღვანელობდა შაირ რამალდანოვი. ჰორადიზი მდებარეობს მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანსპორტო გზების გადაკვეთაზე. ამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი აღება და ჩრდილოეთით, ქალაქ ფიზულისაკენ შეტევის გაგრძელება.

აზერბაიჯანული არმიის შეტევებში მონაწილეობდნენ ავღანელი მოჯაჰედები, რომლებიც იმ დროს (1993 წლის შემოდგომაზე) ჩამოვიდნენ აზერბაიჯანში. მოჯაჰედების მომზადების დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეგულარული აზერბაიჯანული არმიისა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს აზერბაიჯანული არმიის შეტევისას ჰორადიზის ბრძოლაში.

შედეგად, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა ჰორადიზი და ფიზულის რაიონის 20 სოფელი. ისევე, ჯებრაილის რაიონის სოფელი ჩოჩუგ-მარჯანლი. აზერბაიჯანული მხარის მონაცემებით, აზერბაიჯანმა ხელში აიღო 21 ათას ჰექტარ ფართობზე ტერიტორიის კონტროლი.

შედეგები

რედაქტირება

იანვარის ბოლოსთვის აზერბაიჯანის ჯარებმა გადალახეს სომხური ნაწილების მზრდი წინააღმდეგობა, გავიდნენ ფიზულის რაიონული ცენტრისა და ჯებრაილის მისადგომებთან. თუმცა მათი წინააღმდეგობა შეჩერებულ იქნა კონტრშეტევით.

2012 წლის 6 იანვარს ბრძოლის მონაწილეები ეწვიავნენ ბაქოში წამებულთა ხეივანის, სადაც მათ პატივი მიაგეს დაღუპულ თანამებრძოლებს - ეროვნულ გმირს ელხან ზილფუგაროვს და იასამალის ბატალიონის მეთაურს მირალეკპერ იბრაგიმოვს

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება