ჰალონგი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰონგაი)

ჰალონგი (listen ; ვიეტ. Hạ Long; ასევე ცნობილია, როგორც Hong Gai, Hon Gai და Hongay) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვიეტნამში, კუანგნინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა — 221,580 ადამიანი (2010). გაშენებულია ჰალონგის უბის (სამხრეთ ჩინეთის ზღვის ბაკბოს ყურე) სანაპიროზე. ნავსადგური, რკინიგზის ხაზით უკავშირდება ნავსადგურებს კამფასა და კიაონგს, საავტომობილო გზით ჰაიფონს. ქვეყნის უდიდესი ქვანახშირის აუზის ცენტრი.

ქალაქი
ჰალონგი
ქვეყანა ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
კოორდინატები 20°57′05″ ჩ. გ. 107°05′06″ ა. გ. / 20.9516230000° ჩ. გ. 107.0852100000° ა. გ. / 20.9516230000; 107.0852100000
ფართობი 271.95 კმ²
ცენტრის სიმაღლე 8 მეტრი
ოფიციალური საიტი https://halongcity.gov.vn/
ჰალონგი — ვიეტნამი
ჰალონგი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება