ჰომო ერგასტერი — არხანტროპები, ბოლო მოსაზრებებით, ყველაზე ადრე გვევლინება აფრიკის კონტინენტზე. ასაკი ყველაზე ძველი ფორმის აღწევს 2 მილიონ წელს. პირველი პიტეკანტროპები იყვნენ თანამედროვენი ავსტრალოპიტეკების. დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ ჰომო ჰაბილისის ახალი სახეობა ჰომო ერგასტერი წარმოიშვა.(ადამიანი მშრომელი). აფრიკული სახეობები ჰომო ერექტუსისა ნანახია ეთიოპიასა და კენიაში.

Homo ergaster

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველი
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ჰომონიდები
გვარი:  ჰომო
სახეობა:  Homo ergaster
ლათინური სახელი
Homo Ergaster

Homo Ergaster (ნიშნავს „მუშა“ ადამიანს) ან African Homo Erectus არის გადაშენებული ქრონოსახეობა (Cronospecies) Homo-ს გვარის, რომელიც ცხოვრობდა აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, ადრეული პრეისტოცენის დროს, რომელიც მიმდინარეობდა 1,9 და 1,4 მილიონი წლის წინ[1]. ეს არის ერთ-ერთი პირველი ჰომინინი, რომელიც მოიცავს ადამიანის ჯგუფების ნამდვილ წევრებს და სახეობებს შიმპანზეებისგან გაყოფის შემდეგ. მიიჩნევა, რომ ჰომო ერგასტერი არის წინაპარ ჰომო ერექტუსის, ან რაიმეს იზიარებს საერთო წინაპრისაგან[2].[3]

ჰომო ერგასტერის განმარტებას მივყავართ ჰომო ერექტუსამდე, განსხვავებით ტაქსონომიური საკითხებისგან, რომლის მიხედვითაც ეს ორი სახეობა უფრო მეტად არის განსხვავებული წარმომავლობის, ვიდრე ერთნაირის და წარმოადგენენ სხვადასხვა მოდგმას. ზოგიერთი პალეოანთროპოლოგისტი განიხილავს, რომ ჰომო ერგასტერი და ჰომო ერექტუსი არის მსგავსი სახეობა და სწორედ ამიტომ ჰქვია აფრიკული ჰომო ერექტუსი, სხვები მიიჩნევენ რომ, ჰომო ერგასტერი არის ჰომო ერექტუსის პირდაპირი წინაპარი, რომელიც შემდეგ პერიოდში აფრიკიდან გადავიდა ევრაზიაში და გადაიქცა განსხვავებულ სახეობად. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მაინც იზიარებს აზრს, იმის  შესახებ, რომ ეს არის სპეციფიკური ეპითეტი და არ არსებობს განსხვავება ერგასტერსა და ერექტუსს შორის.[4]

უკანასკნელი აღმოჩენები უკავშირდება დმანისს, საქართველოს. ვარაუდობენ, რომ თანამედრო ჯგუფის ადრეული  ჰომო აფრიკაში, რომელიც ასევე მოიცავს ჰომო ერგასტერს, არის ერთი და იგივე სახეობა და უნდა ჩაითვალოს ერექტუსად.

ბინომური სახელი პირველად გამოიყენეს 1975 წელს გროვსმა და მაზაკმა, სპეციფიკური ეპითეტი „ერგასტერი“, წარმოიშვა ძვეული ბერძნული „ἐργαστήρ“- „Workman” – „მუშა“, ქვის ტექნოლოგიის გამომხატველად. ეს სახელი შერჩეულ იქნა ჰომო ერგასტერის ძვლების ნარჩენებთან ერთად აღმოჩენილ იარაღებთნ ერთად, როგორებიცაა ხელის ცული, ყასაბის დიდი დანა. ჰომო ერგასტერმა პირველმა დაიწყო ამ იარაღების გამოყენება 1,6 მილიონი წლის წინ,სწორედ ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი უფრო მკაფიო წინაპრად ითვლება თანამედროვე ადამიანისა.

ადამიანის ევოლუცია ჰომო ერგასტერამდე

რედაქტირება

XX-XXI საუკუნეები პალეონთოლოგიურ მსოფლიო გამოკვლევებს მოაქვს, ახალი, ფრიად საინტერესო შტრიხები და გვიხატავს ახალ სურათებს ადამიანის ევოლუციის განვითრებაზე. დაგროვილი მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ ტრადიციული ერთხაზოვანი სქემა იცვლება მრავალხაზოვანი „სეტისკულური“ მოდელით ადამიანის ევოლუციაზე.

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90-იან წლების ბოლოს ადამიანის საერთო წინაპარი არ იყო გამოვლენილი და ანთროპოლოგიურ ლიტერარტურაში არ იყო საერთო აზრი უძველესი ადამიანის ბიოლოგიურ პორტრეტზე.

პარიზელმა ანთროპოლოგებმა მ.ჰიკფრიდმა და ბ.სენიუმ, 2002 წელს ტუდჟენისა და კენიის მთებში აღმოაჩინეს ეგრეთ წოდებული ორორინის ნარჩენები, რომლებიც ორი ფეხით გადაადგილდებოდნენ, ჰქონდათ ადამიანის კბილები და ცხოვრობდნენ იმ დროს, როცა მოლეკულური ბიოლოგიის მონაცემებით, გაიყო ევოლუციური ფილიალები ანთროპოიდებისა და ადამიანების.

მსოფლიო სენსაცია გახდა  ლიკის  2002 წლის ზაფხულის აღმოჩენა. თავის ქალა, სახელად ტუმაია, ტვინის წონით 750გ. ხერხემლის სტრუქტურული ქსოვილები ამკიცებენ, რომ ორფეხიანობა, როგორც ფორმა, მიიღო 7 მილიონი წლის წინ. ეს არის ყველაზე ძველი ჰომინიდი.

ათასწლეულის აღმოჩენად ითვლება ლიკის აღმოჩენა კუნძულ ტურკანის სანაპიროსთან. ნანახია თითქმის მთლიანი თვის ქალა, მცხოვრები 3.5 მილიონი წლის წინათ. ის არ შეიძლება შევადაროთ არც ავსტრაპოფიტეკს და არც ადრეულ ჰომოს. კენიოტროპი გვევლინება უფრო პირდაპირ წინაპრად, რომლის წარმომადგენლები იყო „ანტროპამი“ ე.ი. ადამიანის წინაპარი.

ინფორმაცია ავსტრალოფიტეკის შესახებ უფრო გაძლიერდა ბოლო წლების აღმოჩენებით, რომელიც ძველ მოსაზრებებს უკარგავს აზრს. ამის მიხედვით ყველაზე ძველი ჰომინიდები კი არ გადაშენდნენ,არამედ განვითრდნენ  და მილიონობი წლების მანძლზე ისინი უახლოვდებოდნენ ადამიანს.

ნებისმიერი„ape”-ს, როგორცადრულ ჰომინიდებს , შეუძლიათმრავალფეროვანითანამდებობრივიმოძრაობები, მათშორის, ბიპედალიზმი(ორ ფეხზე სიარული) დაცოცვა. ნაკლებადსავარაუდოა, რომნებისმიერიჰომინიდს შეეძლოსთითოეულიამბიოტექნოლოგიური,  სხვადასხვარეჟიმებით მოძრაობა თანაბარიდონეზე.

შეიძლება დასაბუთებულად ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი სახეობა შეგუებული და ადაპტიერბულია თავიანთ საცხოვრებელ ეკოლოგიურ პირობებთან, არაფერია იმაზე უფრო ადვილი,ვიდრე ის ფაქტი, რომ ადამიანებში ორი ფეხით გადაადგილების სპექტრში ჩართულია სახსრები და კუნთები.[5]

pcsa-ს(ფიზიოლოგიური კვეთის არჩევითი არე  კუნთების) მოძველებული ტიპები,ასე რომ შესაძლებელია კუნთების სტრესის გამოთვლა,რომელიც ითვლება შემდეგნაირად,კუნთების ძალის თანაფარდობა pcsa-თან.ეს არე,მოძველებული ნიმუშებისა საჭიროებს და სჭირდება და აუცილებელიც კი არის,იყოს შეფასებული.არსებობს ვარაუდი და  დასაბუთებულია,რომ pcsa-ს ფარგლებში იქნებოდა ადამიანთა ვარიაციების ხაზები.ერთი მხრივ,ნათქვამიარომ  შიმპანზეები,და მეორე მხრივ,ახლო ნათესავები მოძველებული ტიპებისა,რომლებიც აჩვენებს ყველაზე მკაფიო და საყრდენ ქცევებს.უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ pcsa-ს კუნთების შეფასება მოძველებული ტიპებისთვის,ნიმუშებისთვის,მისთვის გამოყენებული იყო სკალირება.იმ შემთხვევებშიც ,თუ ყველაზე ეკონომიკური ჰიპოთეზა,გეომეტრიული მსგავსება,ეს ყოველივე არის ვარაუდი,მოძველებულ ნიმუშებსა და გაზომვად სუბიექტებს შორის(როგორიც არის თანამედროვე ადამიანი ).ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე,არსებობს სპეციალური  გამოთვლა და ამის გათვალისწინებით,pcsa-ს მოდელი უნდა იყოს პროპორციული ძალის მასის 2/3.(mass mod(2/3)/mass ms ) სადაც mod არის მოდელი,ხოლო ms არის გაზომვადი სუბიექტი,ხოლო mass არის მასობრივი საერთ სხეულის მასა.[6]

კუნთების ყველა მიმაგრება არის დამოკიდებული  ნათესავ სეგმენტებზე(ძვლები ).კუნთების მიმაგრება განისაზღვრება ნათესავურ,ადგილობრივ და სეგმენტურ ჩარჩოებში.ექსპერიმენტებსა თუ სხვადასსხვა დინამიურ მონაცემებს სჭირდება მოდელირება,გარდაქმნა.

აღმოჩენა და წარმომადგენლობითი ნამარხი

რედაქტირება

სამხრეთ აფრიკელ პალეოანთოლოგისტ ჯონ რობინსონმა 1949 წელს აღმოაჩინა ჰომინინის ქვედა ყბის ახალი ნამარხები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელსაც მან „Telenthoropus Capensis“ დაარქვა.[7] 1971 წელს Homo Ergaster - ი რიჩარდ ლიკმა აღმოაჩინა.   მან, გათხრების დროს, ახალი ჰომინიდის  კარგად შემონახული ყბის ქვედა ნაწილი აღმოაჩინა. თავიდან, მას ეგონა, რომ ეს ყბა  Homo Erectus -ს მიეკუთვნებოდა, თუმცა შემდეგ უფრო ყურადღებით შესწავლისას, ახალ ჰომინიდს სხვა სახელი დაარქვეს. ეს სახელი კი  Homo Ergaster - ი არის.

დღესდღეობით ჰომო ერგასტერად ითვლება. ეს სისტემური კატეგორია პირველად გამოიყენებს, ქვედა ყბის კლასიფიკაციისთვის, რომელიც იპოვეს ტბა რუდოლფთან ახლოს (ახლა ტბა Turkana), კენიაში, რომელიც აღმოაჩინა კოლინ გროვსმა და ვრატისლავ მაზაკმა 1975 წელს, ასევე მოიხსენიებოდა KNM-WT 15000-ს სახელით, რომელიც გახდა სახეობების ნიმუში, თითქმის მთლიოანი ჩონჩხი ჰომო ერგასტერის, KNM-WT 15000-ს, ან „ტურკანა ბიჭის“, აღმოაჩინეს 1984 წელს ტბა ტურკანასთან, კამოია კიმეუმ და ალან ვოკერმა. ის თარიღდეა 1,6 მილიონი წლით და არის ერთ-ერთი ყველაზე მთლიანი ადრეული აღმოჩენა, თავის ასაკთან შედარებით.

თუმცა, ამ ჰომინიდის ნაშთების  ყველაზე სენსაციური აღმოჩენა კიდევ წინ იყო. 1984 წელს აფრიკაში აღმოაჩინეს  ქვიშაში ძნელად აღქმადი თავის ქალას  მცირე  ნატეხი, რომელიც აშკარად ადამიანის ტიპის ქალას ჰგავდა. გათხრები ჩატარდა ქსოვის ნემსებისა და აკვარელი ჯაგრისების საშუალებით. თავდაპირველად ნარჩენებით „ შეკრიბეს“  ჰომინიდის „სახე“ , ხოლო შემდეგ თანდათანობით  აღმოაჩინეს მთელი ჩონჩხი. ეს იყო უძველესი  13 -14 წლის ბიჭის ჩონჩხი, გასაოცარია მისი ზომა. უძველესი ბიჭი 1.60 მეტრამდე გაიზარდა და თუ იგი არ დაიღუპებოდა უბედური შემთხვევის გამო, სავარაუდოდ , იგი 1, 80 მეტრამდე გაიზრდებოდა.  ეს, რა თქმა უნდა , სენსაცია იყო, თან როგორი. მეცნიერები მიჩვეულნი იყვნენ, რომ უძველესი ადამიანების ჩონჩხები, როგორც წესი , მოკლე ზომის იყო, აქ კიდე უძველესი ადამიანის ჩონჩხი, რომელიც 1,6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და თავისი ვიზუალური აღნაგობით და უფრო კონკრეტულად - თავისი სიმაღლით თანამედროვე ადამიანის ზომას გაუთანაბრდა. აგრეთვე, მისი სტრუქტურა არაფრით განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანისგან. იგი  თანამედროვე ადამიანისგან მხოლოდ შუბლით  განსხვავდებოდა. ჰომინიდის შუბლი დაქანებული და დაბალი იყო და უფრო მაიმუნის შუბლს ჰგავდა. „Turkana Boy-ს“ ცერვიკალურ, მალის ყელზე დაყრდონბით, რომელიც იყო უფრო წვრილი შემდგომში არსებულ ადამინაებთან შედარებით, ითვლებოდა რომ ჰომო ერგასტერს ჰქონდა შეზღუდული ფიზიკური უნარები, რომლითან დაარეგულირებდა სუნთქვასა და ხმების გამოცემას. მოგვიანებით დმანისში აღმოჩენილი ნამარხებით, რომელიც თარიღდება „„Turkana Boy-სზე“ 300 000 წლით ადრე, ირკვევა რომ ადამიანის მალა ნორმალურად იყო განვითარებული. ასევე დადგენილია, რომ „„Turkana Boy-ს“ აწუხებდა ზურგის სვეტის დაავადებები, რომელმაც გამოიწვია მალების დავიწროვება. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადასტურებული დმანისში აღმოჩენილი ნამარხების ჰომო ერგასტუსუობა, ის მაინც უფრო ძველია ვიდრე „Turkana Boy“, რითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი მონათესავეები იყვნენ.[8]

ჰომო ერგასტერის სახეობას განეკუთვნება აკადემიკოს დ.ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით საქართველოში, კერძოდ დმანისში აღმოჩენილი გომინიდის პატარა ეგზემპლარი, პატარა ტვინით, ვიწრო წარბებით და დიდი ეშვებით. იგი ცხოვრობდა 1,7 მილიონი წლის წინათ. შესაძლებელია რომ მან პირველმა დატოვა აფრიკა და აღმოაჩინა ცეცხლი.

დმანისში აღმოჩენილი ჰომო ერგასტერის თავის ქალა არის საოცრად კარგად შემონახული. მეცნიერების თქმით ეს ქმნილება კარგად ჰგავს თანამედროვე ადამიანს, და ამასთანავე ტვინითაც გაცელიებით მაღლა იდგა ვიდრე მაიმუნი. მეცნიერ კრის სტრინგერის თქმით: „ადრინდელი ადამიანები იყვნენ მსგავსი ჩვენი და თუ მოვძებნით, ვნახავთ გორილას ადამიანის მსგავსი ტვინის ზომით. ესადამიანი გამოიყურებოდა ისე, როგორც თანამედროვე ადამიანი.”

ქართველი აკადემიკოსის დავით ლორთქიფანიძის თქმით, არქეოლოგიური გათხრებით დმანისში ნაპოვნია თავის ქალა და შედარებით დიდი ზომის ორი ყბა. ამავე მეცნიერის თქმით, დმანისთან ახლოს ცხოვრებდნენ ორი ჯიშის ადამიანი.

ჰომო ერგასტერის ნარჩენები აღმოჩენილია, ტანზანიაში,ეთიოპიაში, კენიაში, და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. აღმოჩენების მიხედვით ყველაზე სრულყოფილი ჩონჩხი ჰომო ერგასტერისა იყო კენიაში, 1984 წელს.

ჰომო ერგასტერის ტიპის ნიმუში არის KNM ER 992.[5]

70 - იანი წლების ბოლოს კენიაში, კუნძულ ტურკანას აღმოსავლეთ სანაპიროზე იპოვეს ქალის თავის ქალა. აღმოჩენა კიHomo ergaster - ის  ტიპური ექზემპლარია.ეს აღმოჩენა თარიღდება დაახლოებით 1.5 მლნ წლით.  თავის ქალას აღწერა:  შედარებით პატარა სიმაღლის სახე, ძალიან ფართო მსხლის ფორმის ხვრელი, პოსტორბიტალური კონსტრუქცია, დაბალი თავის ქალა, ძალიან მცირე მოცულობის ტვინი ( 848 სმ3 ), ძვლების მცირე სისქე. ყვრიმალის ძვლების სტრუქტურა კი თამანედრო ადამიანის სტრუქტურად ემსგავსება.

ჩესოვანჯა - კიდევ ერთი ადგილი, სადაც აღმოაჩინეს Homo ergaster - ი - ცნობილია ცეცხლის გამოყენების დათარიღებით ( 1.42 მლნ წლის წინ). ამის ახლოს აღმოაჩინეს Olduvai ტიპის იარაღები და თავის ქალას ფრაგმენტები. მეცნიერები ამ ნაშთებს უკავშირებენ Homo Ergaster -ს , ხოლო ძვლების ნაშთებსა კი Australopithecus robustus.

არქეოლოგიური მონაცემები, რომლებიც მიღებულნი იყვნენ საქართველოში, ადრეულ 90 - იან წლებში, უპასუხეს სადავო კითხვას, თუ სად გავრცელდნენ Homo Ergaster -ები , დატოვეს აფრიკის ტერიტორია, თუ არა. დმანისში აღმოაჩინეს ქვედა ყბის ნაშთები, რომლების თარიღდებიან 1,8- 1,7 მლნ წლით.  ყბა კი პრიმიტიული სახის არის,  მაგრამ კბილების მორფოლოგიური თვისებებით ჩანს, რომ უფრო განავითარდა.  ევოლუციური დონის მიხედვით, აღმოჩენა შეიძლება მიეკუთვნებოდეს ადრეულ archanthropines. მეცნიერებმა, ბერნარდ ვუდმა და მარკ კოლარმა, განსაზღვრეს აღმოჩენა ტექნოლოგიური მდებარეობით, როგორც Homo Ergaster -ი. ისინი ფიქრობენ, რომ დმანისის ჰომინიდი მიეკუთვნება ადრეულ არჰანტროპებს, რომლებმაც დატოვეს აფრიკა და გადავიდნენ აზიაში და ,შესაძლებელია, ევროპაში.

კლასიფიკაცია და განსხვავებები

რედაქტირება

პალეოანთროპოლოგისტები კამათობენ ჰომო ერგასტერის და ერექტუსის მნიშვნელობაზე, როგორც განსხვავებული სახეობების. ზოგი ფიქრობს, რომ ჰომო ერგასტერი არის ჰომო ერექტუსის სახეობა, სწორედ ამიტომ ჰქვია აფრიკული ჰომო ერექტუსი, ისინი ფიქრობენ, რომ ჰომო ერგასტერი გადავიდა აფრიკიდან ევრაზიაში და გახდა განსხვავებული სახეობა[9], ისინი აძლევენ გარკვეულ განმარტებებს: “Homo Erectus sensu stricto” (ძლიერი გრძობა), ხოლო აზიელ სახეობას „Homo Erectus sensu lato” (ფართო გრძნობა). მიუხედავად ბევრი მსგავსებისა და განსხვავებისა მეცნიერები მაინც 2 ნაწილად იყოფიან, პირველი: ჰომო ერგასტერი და ერექტუსი ერთი და იგივე სახეობებია, მეორე: ერექტუსი მართლაც აზიის მკაფიო ჯიში იყო, ხოლო ერგასტერი აფრიკის.[10]

ზოგიერთი მეცნიერი აერთიანებს ორივეს და იყენებს საერთო ეპითეტს „ერგასტერს“, რომელთათვისაც, არ არის განსხვავება „Turkana Boy-სა“ და “Peking Man-ს შორის“

დმანისის უკანასკნელი აღმოჩენები იძლევა ვარაუდს, რომ ყველა თანამედროვე ჯუგფი  ადრეული აფრიკული ჰომოსი, რომელიც მოიცავს ჰომო ჰაბილისს, ჰომო რუდოლფენსისს, ჰომო ერგასტერს და ჰომო ერექტუსს, არის წარმოშობილი ერთი სახეობიდან, რომელიც ვითარდებოდა დაახლოებით 1.9 მილიონი წლის წინ აფრიკაში, ხოლო შემდგომში გავრცელდა ევრაზიაში, ასევე ჩინეთში და იავაში. ფართოდ მიღებულია, რომ ჰომო ერექტუსი არის წინაპარი გვიანი ჰომინისის, როგორიც არის ჰომო ჰეიდენბერგენისი, ჰომო ნეანდერტალენისი, აზიური ჰომო ერექტუსი და ჰომო საპიენსი.[10]

ჰომო ერგასტერის განმასხვავებელ ნიშნად ჰომო ერექტუსისგან შეიძლება ჩავთვალოთ უფრო წვრილი ჩონჩხის ძვლები და თვალის ზედა ნაპრალის „ნაკლებობა“, ხოლო ჰეიდელბერგენსისისგან მისი წვრილი ძვლები და წამოშვერილი სახე და დაწეული შუბლი. ხოლო არა-ჰომო სახეობებისაგან განმასხვავებელი ნიშანი იყო სქესობრივი  დიმოფრიზმი, პატარა ნაკლებად წამოშვერილი სახე, პატარა პირის ღრუ და დიდი თავის ქალის მოცულობა, რომელთა ნარჩენებიც აღმოაჩინეს ტანზანიასა, ეთიოპიასა, კენიასა და სამხრეთ აფრიკაში.

ჰომო ერგასტერი ზოგჯერ ქვესახეობად ითვლება ჰომო ერექტუსისა. გარკვეულწილად საკამადოდითვლება ის თემა, რომ, არის თუ არა ჰომო ერგასტერი ან მოგვიანებით აზიური ჰომო ერექტუსი, პირდაპირი წინაპარი თანამედროვე ადამიანისა.

ჰომო ერგასტერი , ჰომო ერექტუსისაგან შეიძლება განვასხვაოთ, უფრო თხელი თავის ქალის ძვლებისა და ნაოჭების სიმცირით. დადგენილია, რომ ჰომო ერგასტერის სიმაღლე 1,9  მეტრი იყო, და შედარებით ნაკლები ვიდრე ადრეული ჰომინიდისა. 

წარმოშობა და გადაშენება

რედაქტირება

ითვლება, რომ ჰომო ერგასტერი წარმოიშვა ჰომო ჰაბილისის მოდგმიდან დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ. ამის შემდეგ მალევე, ჰომო ერექტუსი გამოეყო ერგასტერს და ემიგრირდა აფრიკიდან, ან არსებობს მეორე ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც ერგასტერს ჩამოშორდა ჯგუფი, რომელიც ემიგრირდა აფრიკიდან, შემდეგ კი გადაიზარდა ჰომო ერექტუსში. სწორედ ეს ადრეული წინაპრები შეიძლება ყოფილიყვნენ დმანისში აღმოჩენილები, როგორც ჰომო ერექტუსი ქართულეული.[11]

2013-ში აღმოაჩინეს ფრაგმენტი ყბის ძვლის, ეთიოპიაში, როგორც ჩანს, ნამარხი არის შუალედი აუსთრალოპითეკუსსა და ჰომო ჰაბილისს შორის, რადგან ის თარიღდება 2.8 მილიონი წლით და ითვლება, რომ ეს არის ყველაზე ადრეული მტკიცებული ჰომოს გენის.[12]

ჰომო ერგასტერი სტაბიილურად რჩებოდა აფრიკაში დაახლოებით 500 000 წელი, იქამდე სანამ გაუჩინარდებოდა დაახლოებით 1.4 მილიონი წლის წინ. არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი იმისა, თუ რას შეიძლება გამოეწვია ამ სახეობის გადაშენება. მოგვიანებითი მტკიცებულება მსგავსი ჰომო ჰეიდელბერგენსის აღმოჩნდა იმავე რეგიონში და შეიძლება მიუთითებდეს, იმაზე, რომ არსებობდა შუალედური სახეობა.

ჰომო ერგასტერი ნაკლებად განიცდიდა სექსუალურ დიმორფიას ავსტრალოპიტეკის წინაპრებისგან განსხვავებით. ის შესაძლოა, იყოს პირველი ჰომინიდი, რომელმაც ცეცხლის პრაქტიკული გამოყენება დაიწყო.

ჰომო ერგასტერი ითველება, ადრეული შედარებით მასიური აღმოსავლეთ აფრიკელი, უფრო ზუსტად , ტბა ტურკანის ტერიტორიიდან.  იგი მიეკუთვნება გომინიდებს,  რომლებიც არ ეკუთვნიან ავსტრალიელებს და გააჩნიათ არხანტროპების ნიშნების თითქმის სრული კონპლექსი.

ჰომო ერგასტერი გამოირჩეოდა ადრეულ ჰომინიდთაგან მორფოლოგიის არსებობის ცვლილებით.  მათ შორის იყო ჩონჩხის პროპორციები: დიდი სიმაღლე, გრძელი ფეხები და შედარებით პატარა, განივი ზომები.

მათ აითვისეს ახალი ეკოლოგიური არე , ღია, მეორადი სავანები. სწორედ ამ, ღია სივრცეში ცხოვრებაზე საბოლოო გადასვლამ გამოიწვია მათი გავრცელება აფრიკის კონტინენტის გარეთ.

ჰომო ერგასტერები აფრიკის გარეთ გავრცელებული პირველი გომინიდები იყვნენ, ერთ- ერთი ასეთი აღმოჩენაა საქართველოში, კერძოდ დმანისში, 1,8 მილიონი წლის წინათ.

დამწვარი ცხოველთა ძვლების, სასარგებლო წიაღისეული საბადოების და ბანაკში მათი კვალის აღმოჩენა საშუალებას იძლევა, რომ სწორედ ეს სახეობა იყო პირველი რომელმაც პირველად გამოყენა ცეცხლი.

ჰომო ერგასტერის აგებულება

რედაქტირება

ჰომო ერგასტერი იყო პირველი ჩვენი წინაპრებიდან, რომელიც გამოიყურებოდა თანამედროვე ადამიანის მსგავსად. ეს ადამიანები ძირითადად იყვნენ მაღლები და სუსტები, ასევე შესაძლებელია შედარებით უთმოები, ყველა არ ეთანხმება ამ სახეობის სახელს, ზოგს კი ურჩევნია ამას უწოდოს აფრიკული ჰომო ერექტუსი.

კარგად შენახული აღმოჩენების საშუალებით ჰომო ერგასტერების აგებულება კარგადაა შესწავლილი, მათ შორის ცნობილი ჩონჩხი, ბიჭი ტურკანიდან.

ამ სახეობის სიმაღლე, კოჭმაღალი ტანი, პროექტირებული ცხვირი და გარკვეულწილად გაფართოებული ტვინი იყო თავიდან ბოლომდე ევოლუციური გზა წამყვანი თანამედროვე ადამიანებისკენ, მაგრამ აქ უკვე გაჩნდა სხვადასხვა შუალედური მახასიათებლები.

სხეულის ფორმა და ზომა

რედაქტირება

აღიარებულია და არც არის გასაკვირი, რომ სხეული არის მაღალი და სუსტი, გრძელი ფეხებით, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო ადაპტირებული, მაქსიმალურად გაგრილებული, სხეულის ცხელ და მშრალ გარემოში. თუმცა,  მენჯი აღმოჩენილი 2000 წელს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალები იყვნენ უკიდურესად ფართო ბარძაყიანები და მოკლე.

ქალებში სიმაღლემ დაახლოებით მიაღწია 160  სანტიმეტრს, ხოლო მამაკაცებში დაახლოებით 180 სანტიმეტრს.

სხეული შესაძლებელია ყოფილიყო შედარებით უთმო.

რაც შეეხება ნეკნს, ის იყო მსგავსი თანამედროვე ადამიანის, და იყო უფრო ცილინდრის ფორმის, ვიდრე კონუსური ფორმის, როგორც ადრეული სახეობა. ეს მომხდარი ცვლილებები შეეხებოდა მხრების, გულმკერდისა და წელის ნაწილს. თანდათან გაუმჯობესდა ეს ახალი სხეულის ფორმა აუმჯობესებდა ბალანსს და შესაძლებელი გახდა.

თავის ტვინი

რედაქტირება

რაც შეეხება თავის ტვინს,  იგი შედარებით პატარაა, მისი ზომა საშუალოდ დაახლოებით 860 კუბური სანტიმეტრი იყო ზოგიერთისა 700 სმ კუბი( დმანისის აღმოჩენა)და შეადგენდა მათი სხეულის წონის 1.6 %-ს.

Homo Ergaster -ის ტვინის მოცულობა გაიზარდა Homo Habilis - თან შედარებით და უკვე 900 სმ3  მიაღწია. Homo Ergaster - ს არა მხოლოდ ტვინის მოცულობა გაეზარდა, არამედ ტვინის ნაწილებიც , რომლებიც პასუხს აგებენ აბსტრაქტულ აზროვნებაზე, კერძოდ გაიზარდა შუბლის წილის ზომა. ამასთანავე, შუბლის წილის ზომის გაზრდასთან ერთად გაიზარდა ტვინის თხემის ნაწილშიც, რომელიც ცნობილია როგორც Broca. Broca გავლენას ახდენს მეტყველებაზე. იგი Homo Ergaster- ში უფრო განვითარებული იყო, ვიდრე Homo Habilis- ში და ალბათ Homo Ergaster უკვე ჰქონდა მეტყველების წამოწყება.  ხოლო ეს მეტყველება თავის საწყის მდგომარეობაში იყო.

თავის ქალა

რედაქტირება

ის განვითარდა როგორც ადამიანის მსგავსი ფორმით,მათ შორის უმაღლესი,უფრო გუმბათოვანი თავის ქალა ან ტვინის ქალა. განსხვავებით თანამედროვე ადამიანისგან, თავის ქალას ჰქონდა თანამედროვე პოსტ-ორბიტალური კონსტრუქცია. ეს ფუნქცია დაკავშირებული იყო ტვინის ზომასთან, როგორც ჩვენი წინაპრების ტვინი გაფართოვდა, მათი თავის ქალა გახდა უფრო სრული და მეტად დამრგვალებული და შემცირებული პოსტ-ორბიტალური კონსტრუქციით.

ჰომო ერგასტერის თავის ქალა დაბალი და მასიურია, თაღის ძვლები სქელია, შუბლის ძვალი უკანაა გაწეული, ოდნავ გაღუნულია, წარბის რკალები ძლიერია და წინ მკვეთრად გამოწეული.  ასევე თვალებშიგა შეიწროება მკვეთრადაა გამოხატული. კეფის ძვალი ძლიერ ჩაღუნულია და ამასთანავე მისი ქედი ძლიერად მომრგვალებულია. 

სახე დაპროექტებული იყო გარეგანად, მაგრამ პატარა, მცირე ხარისხით ვიდრე ადრეული წინაპრები

მკაფიო,ორმაგი თაღოვანი წარბის ქედს ქმნის  ზემოთ თვალები და შედარებით მკაფიო ჭრილი, რომელიც განთავსებული იყო წარბის ქედსა და შუბლს შორის.

ცხვირი კი იყო ჩვეულებრივ ადამიანის მსგავსი,თავდაპირველად.ახლა კი ის დაპროექტებული გარეთ,ხოლო ადრეულ სახეობებს ჰქონდათ ცხვირის ბინები.

Homo Ergaster - ის  შუბლი, Homo Habilis - ის  განსხვავებით, უფრო „ჭკვიანად“ გამოიყურება. დამახასიათებელია სქელი წარბების ქედები. ისინი იცავდნენ Homo Ergaster - ის ტვინს დაზიანებისგან. დიდი კისერის კუნთები იჭერენ მოკლე მასიურ  კისერს.

ყბა და კბილები

რედაქტირება

ყბა იყო მოკლე და უფრო მსუბუქი, შედარებით ადრეულ სახეობებთან, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში მივიღეთ მოკლე სახე.

მსგავსად ადრეული სახეობებისა, წინა ქვედა ყბის დამრეცი იყო უკან და აღარ ფორმირებულა თანამედროვე ადამიანების მსგავსად.

რაც შეეხება  მოწყობას კბილების ფარგლებში, ყბა იყო შუალედური მაიმუნებისა და თანამედროვე ადამიანების იმ მხარეში სადაც უფრო შორს იყო კბილები ყბის უკან და პირიქით ყბის წინ

ეშვებს ჰქონდა თანამედროვე ფორმა, რომ ყოფილიყო მოკლე და პირდაპირი, როგორიც თანამედროვე ადამიანი.

ფუძის კბილის წინ მყოფი და მოლური კბილი იყო ძალიან პატარა, მსგავსად თანამედროვე ადამიანისა.

სახის განყოფილება დიდია, მაღალია და ახასიათებს  წინ გამოწეული მასიური ზედა ყბა. ხოლო ქვედა ყბა, მძიმე და მსხვილია. მთლიანობაში სახე გაჭიმულია და ჰორიზონტალურად ბრტყელი. კბილები სიდიდით არ ჩამოუვარდებიან ადრეულ ჰომო არსებებს. ამავდროულად იკვეთება წინა კბილების შედარებით გადიდებისა და უკანა კბილების დაპატარავების დენდენცია.

ხერხემალი და მენჯი

რედაქტირება

მენჯს ჰქონდა თანამედროვე ადამიანის მსგავსი ფორმა და შედარებით ვიწრო სხვა სახეობეთან შედარებით,როგორიც არის Australopithecus afarensis .ამან ალბათ საშუალება მისცა უფრო ეფექტიანი ყოფილიყო მოძრაობა ორი ფეხით.

რაც შეეხება ქალის მენჯს, ის მიუთითებს, რომ ქალებს საკმაოდ ფართო, განიერი მენჯი, ბარძაყი ჰქონდათ.

სხეული იყო ვერტიკალურად განლაგებული ზემოთ მენჯზე.

ხერხემლის კისრის ნაწილში  ხერხემალი აჩვენებს, რომ ზურგი ჰქონდათ თხელი, ვიდრე თანამედროვე ადამიანს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ სახეობას შესაძლოა შეზღუდული ჰქონდა გამოსვლა შესაძლებლობების არარსებობის გამო, ნერვები კი საჭირო იყო კომპლექსური კონტროლისთვის სუნთქვის ან საუბრისას.

კიდურები

რედაქტირება

დღესდღეობით უამრავი ექსპერიმენტი ტარდება ადამიანთა სიარული შესასწავლად,ამ დროს უამრავ სიახლე იჩენს თავს , და ცდილობენ მათ ამოხსნას და დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებას,რაც შეეხება ექსპერიმენტს  ადამიანთა სიარულის თაობაზე,უნდა აღინიშნოს,რომ უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა ადამიანის ბიპედალურ სიარულს განსხვავებულ სიჩქარეში.ამის გათვალისწინებით და ამის გამო უამრავი უხვი და ერთობლივი კინემატიკური და კინეტიკური მონაცემი იქნა მიღებული ამ ექსპერიმენტების შემდეგ.სწორედ ამ ექსპერიმენტების გათვალისწინებით უამრავი მონაცემია მიღებული,რომელიც საშუალებას იძლევა  მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის.

გამოთვლილია შეერთების კუთხე და  მნიშვნელოვანი მომენტები,ბარძაყის,მუხლის და ტერფის შეერთებები,რომლებიც გამოთვლილია სტანდარტული მეთოდების გამოყენებით.მას შემდეგ,რაც ერთობლივი მოძრაობა არის ცვლადი განსხვავებულ ინდივიდუალებში,საშუალო კუთხეებისა და მომენტები 6 სუბიექტიდან არის დათვლილი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის.ერთობლივი კუთხეებისა და მომენტების მონაცემები გაკეთებულია,მიღებულია და ცხრილებისსახითაც კი არის მოცემული.

ადრეული სახეობებისგან განსხვავებით, ფეხები უფრო გრძელია ვიდრე მკლავები, რაც შეეხება კიდურების პროპორციებს ძალიან მსგავსია თანამედროვე ადამიანთან.

ხეზე ცოცვის ადაპტაცია ადრეული სახეობებისთვის დაიკარგა.

ორი ფეხით სიარულის უნარი არის სხვადასხვა კიდურების თვისებები, ისევე როგორც ცვლილებები გულმკერდის, წელის  და მხრის ნაწილში, რამაც გამოიწვია სხეულის ყოფნა ბალანსირებულ მდგომარეობაში.

თითოეული ძირითადი სეგმენტის გამარტივებული სახე წარმოდგენილია ქვედა კიდურის ჩონჩხის მოდელზე, რომელიც  შედგება ხერხემლის ზედა და ქვედა ძვლების მსგავსი პოზიციებისაგან, რომლებიც  ორივე მხარეს განლაგებულია ჯვარედინი დაგეგმარებით და ერთმანეთის მსგავსი ძვლები ერთმანეთზე არის  დადებული. ბარძაყის ძვალი ორივე მხარეს ბრუნავს,როგორც ჩვეულებრივ განლაგებაში,მენჯის ძვალთან შეერთების ადგილში.

რაცშეეხებამუხლისადაკოჭისძვლებისშეერთებას,ესიყოერთნაირი,როგორცმუხლისგადაბმაიყოდაცულიმსგავსდაგეგმარებაში. იქიდანგამომდინარე, რომესარარისსამგანზომილებიანიმოდელი, მენჯიარარისყოველიმხრიდანთვალსაჩინო, დამენჯიარბრუნავს. რაცშეეხებაძვლებს,ისარისორგანზომილებიანდა ძვლებადდაპროექტებული, როგორცჩანსდაარბრუნავსარცვერტიკალურად,დაარცჰორიზონტალურად, მისიგრძელითავებისმეშვეობით. უნდააღინიშნოსის,რომფეხიწარმოდგენილიიყოროგორცცალკეერთეული. მოცემულიინფორმაციასაშუალებასგვაძლევსგავიგოთლოკალურიკოორდინატებითითოეულიკუნთისწარმოშობისადაჩართვისშესახებ. ესშეიძლებაგამოყენებულიიყოსძვლებისმონაცემებთანერთადიმისთვისრომდავადგინოთთითოეულიმიმაგრებისპროპორციულიპოზიცია, დაფორმებისმიხედვით, მასადამასისდისტრიბუციაგვაძლევსშიდამოდელისდუპლიკაციას. მნიშვნელოვანიდაკარგიფაქტიაის,რომკუნთების „გადაბმა“, ძვლებზემსგავსპროპორციულპოზიციაშიდაკავშირებულიიყოძვლებისსიგრძესთანაცდასიგანესთანაც, ისევეროგორცადამიანებშია.

კუნთების გადატანას სახსრებში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ის ერთობლივად ბრუნავს. “შესაფუთი რადიუსი“ არის პროპორციული ძვლის სიგანის ერთობლიობის, მაგალითად ბარძაყის არეში, ასევე კოჭ-წვივის შეერთების ადგილზე, ეს შეფუთვა კი თავს არიდებს შესაძლო სიმულაციურ არტეფაქტს, როცა კუნთებმა შეიძლება შეაღწიონ ერთობლივად ან ცალ-ცალკე.

ხოლო რაც შეეხება ჩონჩხს, იგი მთლიანობაში ახლოსაა თანამედროვე ადამიანის ჩონჩხთან.[13]

იარაღების გამოყენება

რედაქტირება

ჰომო ერგასტერი გამოიყენებდა უფორ მრავალფეროვან და დახვეწილ ქვის იარაღებს. ვიდრე მისი წინამორბედი ჰომო ჰაბილისი. ჰომო ერგასტერმა დახვეწა მემკვიდრეობითი „Oldowan“ ტექნოლოგია, ამის შემდეგ განვითარდა პირველი აშელის კულტუის ცული. აშელის კულტურის იარაგების გამოყენება დაიწყო 1.6 მილიონი წლის წინ, ხოლო ჰომო ერეკტუსმა ამ ტექნოლოგიის გამოყენება 200 000 წლით ადრე დაიწყო.[14]

Homo Ergaster - ის  ტიპის ჰომინიდები გამოიყენებდნენ სხვადასხვა ტიპის იარაღებს და გამოცდილი ნადირები იყვნენ. ისინი ნიჭიერები იყვნენ სირბილში, სწრაფად ავითრებდნენ სიჩქარეს, რომელიც საშუალებას აძლევთა მათ კონკურენცია გაეწია თანამედრივე სპორტსმენებს. მათი ძვლების შესწავლით ჩვენ ვიგებთ ამ ინფორმაციას. Homo Ergaster - ი ვითარდებოდა საშინელ გვალვას დროს, რის გამოც ხმებოდა ტროპიკული ტყეები და ყალიბდებოდნენ დიდი უდაბნოები. ამ ტიპის ჰომინიდები მარტივად ეგუებოდნენ სიცხეს. მათ ჰქონდათ  უთმო და გლუვი კანი. ზუსტად ეს ეხმარებოდა მათ ოფლიანობაში.  Homo Ergaster-ი ნადირობდა შუა დღეს, როდესაც ცხოველები ისვენებდნენ. ისინი ძირითადად ღია ადგილას და ეს საშუალებას აძლევდა მათ საკვების მოპოვებას კონკურენციის გარეშე. ამ მხრივ Homo Ergaster-ი ძალიან გვგავდა ჩვენ - თანამედროვე ადამიანებს მათი საერთო ფორმების თვალსაზრისით.

Homo Ergaster - ის იარაღები უფრო რთულებია, ვიდრე Homo Habilis -ის იარაღები. მიუხედავად იმისა , რომ იარაღებს ქვისგან ამზადებდნენ, ძირითადად ფლინტი, Homo Ergaster - ის იარაღები ორმხრიდან იყვნენ აღჭურვილნი

საზოგადოება

რედაქტირება

სქესობრივი დიმორფიზმი ჰომო ერგასტერში მნიშვნელოვანად შემცირდა მისი აუსტროლოპიტესინი წინაპრებისგან, მაგრამ არის უფრო მაღალი ვიდრე დიმორფარიზმი თანამედროვე ადამიანებში. დიმორფიზმი არის ნიშანი იმისა, რომ შემცირდა სქესობრივი კონკურენცია მამაკაცებს შორის[15].

ჰომო ერგასტერი ჰქონდა არა მარტო თანამედროვე ადამიანის სხეული, ასევე მეტი საერთო ჰქონდა ორგანიზებასა და სოციუმში, ყველა წინა მორბედთან შედარებით. ჰომო ერგასტერი იყო პირველი ჰომინინი, რომელმაც „შეკაზმა“ ცეცხლი: როგორც ლოკალიზაცია ბუნებრივი ცეცხლის, ასევე ხელოვნური ცეცხლის, მაგრამ დღესდღეობით ეს ისევ არის კამათის მიზეზი. არსებობს ვარაუდი, რომ ჰომო ერექტუსს ჰქონდა  კონტროლი ცეცხლზე, ისევე, როგორც ყველას ვისაც ჰყავდა საერთო წინაპარაი ჰომო ერგასტერთან.[16]

ჰომო ერგასტერის ცხოვრებისეული ციკლი არ ჰგავს თანამედროვე ადამიანისას. ისინი სწრაფად ვითარდებოდნენ და ადრე მწიფდებოდნენ. 12  წლისთვის მთლიანად ფორმირდებოდნენ. ამავდროულად ჰომო ერგასტერს არ გააჩნია გამოხატული სიმაღლის მკვერი მატება, განსხვავებით თანამედროვე მოზარდების მომწიფების პერიოდისა.

ჰომო ერგასტერები წარმოადგენენ უძველესი კულტურის შემქმენელებს.

ჰომო ერგასტერებმა ისწავლეს ცეცხლის გამოყენება( ცეცხლის გამოყენების უძველესი შემთხვევბი ცნობილია მხოლოდ 1,6-1,7 მილიონი წლის წინ, სადგომებზე აღმოჩენილი ნაკვალევის მიხედვით.)

ენის გამოყენება

რედაქტირება

21 საუკუნის დასაწყისში საბოლაოდ ცნობილი გახდა ,რომ ტერიტორია, რომელზეც გამოვლინდა უძველესი არხანტროპი, იყო ტერიტორია აღმოსავლეთ ეკვატორული აფრიკის.ამ ტერიტორიაზევე გაჩნდა თვით ადამიანი.ამ ადამიანს საუბრის თვისება წარმოუჩდა ბუნებრივი გზით- თვით ნებისმიერი ცოცხალი არსება ხომ ფლობს ურთიერთობისთვის მსგავს ნიშნებს.ცხადია,რომ ყველაზე ადრეული გამოვლიდენება არხანტროპებისა არხანტროპში, რომელსაც თანამდეროვე მკლევრებმა დაარქვეს Homo ergaster-erectus, დაიწყო მასს შემდეგ ,რაც მან ისწავლა ჯოხის გამოყენება. ხოლო მოგვიანებით-ქვის.  ქვედა პალეოლითის  ხანაში ამ ადამიანმა შეითვისა მხოლოდ რამდენიმე რთული სიტყვა. უცნობია თუ რამდენი დრო მოანდომა ამ ადამიანმა წარმოეთქვა პირველი სიტყვები. ლექსიკის განვითარების მთავარ ბუნებრივ პრინციპად გვევლინება მდგომარეობა: მარტივიდან რთულისადმი. ინდოევროპული ენის თეორიის მიხედვით, ისინი მაქსიმალურად ჩქარა და ერთდროულად ქმნიდნენ თავიანთ ენას. ამასთან ეს ენა იქმნებოდა არა თავიდანვე არამედ შუა პერიოდიდან. ლექსიკის განვითარების  გზაზე ,ცნობილია ,რომ იყენებენდენ 100 ან 200 სიტყვიან სიას. ცხოველური ენა ეჭვგარეშეა იყო ის საოცრება, რომელიც ეყრდნობოდა რა ამ ენას, დაეხმარა ბგერების ორიენტაციაში და  ადამიანური მოდგმის მეტყეველბის ჩამოყალიბების  პროცესში. შეიძლება ეს იყოს ფანტაზიის ნაყოფი ,მაგრამ პირველი სიტყვები შეიძლება ყოფილიყო პრიმატების ენის ხმების გამოძახილი. მაგ: ცეცხლი-ოტო,მზე-ლა,ოლა,წყალი-ზი,ბაბვში -ბე, ბი, პირი -ნა,ხორცი-ნამა). ცხადია, რომ როცა ადამიანი გაჩნდა ცენტრალურ აფრიკაში ადამიანური მეტყველება იყო არასრულყოფილი, თუმცა დროთა განმავლობაში ხდებოდა სრულყოფა. ოღონდ, როგორი იყო პირველი ლექსიკა, მეტყველება, იყო თუ არ მსგავსი ტომებში ეს არის დიდი საიდუმლო და მრავალი მეცნიერის კვლევის საგანი. პირველადი ლექსიკა მრავალი ათასეული წლის მანძილზე რჩებოდა გასაოცრად სტაბილური და სრულებითაც არ იცვლებოდა.

დაწყებული 2 მილიონი წლის წინ  ადამიანი  გაიყო ორ ნაწილად: homo ergaster და homo ereqtus (ადამიანმა პარანტროპუსის სახით შეწყვიტა არსებობა უკვე 2 მილიონი წლის წინ და მან არ დატოვა შთამომავლობა . შემდგომი თემის განხილვისას ღირდა დაგვესვა კითხვა, რა საჭირო იყო ამით დაკავება („პირველადი ენით“), ან არსებობდა კი ოდესმე ეს ენა,იქნებ არსებობდა ,რომელიღაც სხვა ენა ან ენები.მეცნიერების მიერ ჩატარებული სხვდადახვა კვლევების სქემებში  ადამიანი დაახლოებით გაიყო 2 მილიონი წლის წინ ორ ნაწილად ,პირველ ნაწილზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ( ეს იყო ადამინი homo ergasteri-ის სახით),ხოლო მეორე ნაწილი დროთა განმავლობაში გარდაიქმნებოდა,,homo ereqtus-ად’’. ჩვენი აზრით,  ამ ადამიანსაც ჰქონდა საკუთარი ენა.რომ გადავწყვიტოთ ეს საკითხები უნდ გავერკვეთ, რა იგულისხმება ამ  ენებში ,,კერძოდ პირველადი და მეორადი ენები’’. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ლინგვისტებისთვის ეხებოდა რა პირველ ენას ,რომლის დახასიათება მე -20 საუკუნის დასაწყისში შემოგვთავაზა ჯოზეფ ანდრიესმა,  შეიძლება ითქვას ,ავტორმა ამ ჰიპოტეზისთვის ვერ შეძლო დასაწყისში ენახა საკმარისი ლექსიკის რაოდენობა და მე-20 საუკუნის ბოლომდე ლინგვისტები  ხშირად ვერც კი ხვდებოდნენ რას ნიშნავდა ეგრეთ წოდებული „პირველადი ენა“. თანამედროვე ეპოქის ცნობილი მკლევრის აზრით, უმჯობესი იქნებოდა გვესაუბრა ორ სიაზე,ორ მეთოდზე ადამიანის ენის შესწავლისა, ეს აზრი მან გამოხატა 2003 წელს ჟურნალში ,,ცოდნა ძალაა’’. პრინციპში  არის ორი მიდგომა 1)ეს არის გლოტოგენოზი(ფიქრი როგორ შეიძლებოდა წარმოშობილიყო ენა,როგორი უნდა ყოფილიყო მისი საწყისი წყარო,როგორ უნდა  ყოფილიყო შესაბამისობაში ადამიანური კომუნიკაცია ცხველურ კომუნიკაციასთან და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ ლინგვისტური თემაა ,თუმცა სამწუხაროდ,აქ ცოტაა თუ რამეს შეიძლება დავეყრდნოთ გარდა ზოგადი პასუხებისა, სადაც სპეკულაციური პასუხებიც არ გამოირიცხება. 2) მოძრაობა ზევიდან ქვემოთ(ჩვენი დროიდან ისტორიის სიღრმეში) ის რასაც ვაკეთებთ ჩვენ ,ანუ თანდათანობით შედარება ყველა ენობრივი ოჯახისა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება სიღრმეში,ჩვენ შეიძლება პირველად წყარომდე ვერასოდეს მივიდეთ ,მაგრამ მაქსიმალურად შევაღწევთ სიღრმეში და ადამიანის ენის განვითარების პირველადი სტატიიის აღდგენასაც კი შევეცდებით.ეს არის  შედარებთ ისტორიული მეთოდი- შედარება ენების ,რეკონტრუქცია. მკლევარმა ეს გამოხატა 21 საუკუნის დასაწყისში 2003 წელს, რაც ლინგვისტიკური მეცნიერების განვითარების გზაზე იყო გასაოცარი.

სოციალური განვითარების აღნიშნული ეტაპი ემთხვევა ფიზიოლოგიური ევოლუციის - ტვინის ზომაში ზრდის მდგომარეობას. კისრის მალების შესწავლისას დადგინდა, რომ ჰომო ერგასტერი შესაძლებელია წარმოადგენდეს ჰომინიდს, რომელმაც გამოიყენა ადამიანის ხმა- პროტო ენა. არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომლებიც შეეხება  ფიზიკური და გონებრივი განვითარება ჰომო ერგასტერისა ნათელ ჰყოფს იმ აზრს, რომ ამ ეტაპზე ჰომინიდები სიმბოლურად აზროვნებდნენ. ( რაც მაგალითად გულისხმობს გამომსახველობით ხელოვნებას.)[17]

საცხოვრებელი არეალი

რედაქტირება

იმისთვის ,რომ გავერკვიოთ homo ergaster-ის განვითარებაში უნდა გავიცნოთ თანამედროვე პალეოარქეოლოგების კვლევებს .შედარებით სრულყოფილი ნაშრომი აქვს არქეოლოგს, ანატოლი დერევიანკოს. ყველაზე ადრეული ადამიანთა სადგომები დისოცირდება ძირითადად აღმოსავლეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ -აფრიკიკული რიფტის რაიონში ,რომელიც მიიწევს მერიდიანის მიმართულებით მკვდარი ზღვის დაბლობიდან, შემდგომ წითელი ზღვისკენ, შემდეგ  ეთიოპიის, კენიის, ტანზანიის ტერიტორიებზე. მდინარე კადაგონიის  აუზში, ზედაპირულ და შერეულ ადგილმდებარეობებზე აღმოჩენილია სამასი ათასზე მეტი არტეფაქტი. ქვის იარაღი ამოღებულია შრიდან ტუფის დონეზე დაბლა, რომლის ასაკი 2,5 მილიონ წელს შეადგენს“. 2-1,5 მილიონი წლის წინ homo ergasterma დატოვა მისი ,,აკვანი’’ და დაიძრა აფრიკის საზღვრებს გარეთ, რამაც დასაბამი მისცა პირველ დიდ გადასახლებას. რამდენად შორს ადამიანი დასახლდა აზიის სამხრეთში, რამდენი დრო დასჭირდა ამ გადაადგილებისთვის ამის თქმა ჯერ რთულია. იყო დასახლებული ტერტიორიები თანამედროვე პაკისტანის, ინდოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ჩინეთის სამხრეთის. არქეოლეობის აზრით, ეს უკიდეგანო ტერიტორიები დასახლდა არაუმეტეს ერთი მილიონი წლის წინ. ჩრდილოეთ მიგრაციულმა ტალღამ უძველესი ადამიანების ახლო აღმოსავლეთის გავლით შეაღწია ირანის ტერიტორიაზე და შემდეგ კავკასიაში, ასევე  მცირე აზიაში ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ადგილმდებარეობა დმანისი(აღმოსავლეთ საქართველო), ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი ევრაზიაში. ავტორი წერს:,,ცხადია  ერთი,ადამიანს დასჭირდა მილიონი წელი, რომ თანდათანობით დასახლებულიყო უკიდეგანო სივრცეებში აფრიკიდან  წყნარ და ინდოეთის ოკიანემდე, მაგრამ ადამიანის მთელი ისტორია და განვითარება წარმოშობილია ერთ გარემოში. ავტორის აზრით, ეს პირველადი ნაკადი ასევე დაიძრა შუა აზიისკენ, ყაზახეთი და ალტაი ,მონღოლეთამდე. დაახლოებით 450-350  ათასი წლის წინ ახლო აღმოსავლეთიდან ევრაზიაში დაიწყო გადინება მეორე მიგარციულმა ნაკადმა. ბევრ ტერიოტირიაზე ახალი ტალღა ადამიანების ხვდებოდა პირველ მიგრაციულ ტალღის წარმომადგენლებს, ამიტომაც იქ ხდებოდა შერევა ორი ინდუსტრიის. ამგვარარ homo ergaster-ის ზემოთ აღწერილი ინფორმაცია ითხოვს რამდენიმე განმარტებას. პირველ რიგში, მკლევართა უმეტესობა აღწერენ რა გავრცელებას, რომელიღაც ჯგუფებში არხონტროპების, წერენ ისე თითქოს ეს ჯგუფები ტოვებნენ რა რომელიღაც ტერიტორიას ქრებოდა კვალი, არ ტოვებნენ თავიანთ ენასაც კი. თითქოს ახალ ტერიტორიაზე წასულები ივიწყებნენ თავიანთი წინაპერიოდის. homo ergaster-მა დატოვა რა აფრიკა არავინ დაუტოვებია მის შემდგეგ. სინამდვილეში ადამიანი ძალიან დიდხანს სახლდებოდა თუ აფრიკაში და თუ სხვა ტერიტორიებზე აფრიკის მიღმა ანუ ახალი პოპულაციის წარმოქმნამდე, რომელიც  ასევე წარმოიშვებოდა აფრიკის ფარგლებში არაუგვიანეს ვიდრე 500-1000 წლის წინ, ჰომო ერგასტერის ენა რჩებოდა იგივე.[17]

Homo Ergaster - ის წარმომადგენლები  ძირითადად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ , ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდებოდნენ, ამიტომ უპირატესობას  დროებითი თავშესაფრებს , ქარვებსა და ქარის ბარიერებსა ანიჭებდნენ.  მუდმივ საცხოვრებლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებდნენ, როდესაც ხანგრძლივი პერიოდიდ რჩებოდნენ კონკრეტულ ადგილას  ან მიგრაციების დროს.

ქვის გამოყენების ევოლუციური დონე საშუალებას აძლევდა Homo Ergaster - ებს აეშენებინათ კარგი თავშესაფრები , თუმცა ამ სახეობის წარმომადგენლები არ შეწყვიტეს გამოქვავებულებების გამოყენება.[17][18]

მიგრაციები

რედაქტირება

Homo ergaster - ი ითვლება Homo -ს პირველი წარმომადგენელი, რომელმაც დატოვა აფრიკის ტერიტორია. "ეკოლოგიური ჰიპოთეზა" - ს მხარდამჭერები Homo ergaster - ის მიგრაციებს თვლიან, რომ კლიმატური ცვლილებები სტიმულირებენ ნადირობის საქმიანობას, ასევე, ქვის, ძვლის და ხის ინსტრუმენტების გაუმჯობესებას. ნადირობასთან დაკავშირებით მკვეთრად გაიზარდა სივრცის მოცულობა და გაიზარდა ჯგუფების მობილობა, გახდნენ დამოკიდებულნი ცხოველებზე და ემიგრირებდნენ მათთან ერთად.

"ტექნოლოგიური სტიმული" -ს მხარდამჭერები აკავშირებენ მიგრაციებს აშელურ ტექნიკასთან და აღნიშნავენ, რომ   აშელური ტრადიციებმა გამოიწვიეს Homo Ergaster - ბში ახალი მიწების დაუფლებას აფრიკის ტერიტორიის გარეთ.[18]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. "Homo ergaster – Homo ergaster ("working man") is an extinct hominid species (or subspecies, according to some authorities) which lived throughout eastern and southern Africa between 1.9 to 1.4 million years ago with the advent of the lower Pleistocene and the cooling of the global climate.". ScienceDaily. Retrieved29 October 2015.
  2. "An Overview of the Siwalik Acheulian & Reconsidering Its Chronological Relationship with the Soanian – A Theoretical Perspective". Research School of Archaeology and Archaeological Sciences University of Sheffield. Retrieved26 December 2015.
  3. Hazarika, Manjil. "Homo erectus/ergaster and Out of Africa: Recent Developments in Paleoanthropology and Prehistoric Archaeology" დაარქივებული 2020-08-01 საიტზე Wayback Machine.  (PDF). Universitat Rovira i Virgili, Tarragona, Spain. Retrieved 26 December 2015.
  4. "Homo ergaster – Many researchers deny any validity to the species at all. On the whole though, most researchers see too little difference between ergaster anderectus to form the basis of a species of the former, separated from the latter" დაარქივებული 2015-10-07 საიტზე Wayback Machine. . ArchaeologyInfo.com. Retrieved 30 October 2015.
  5. 5.0 5.1 Ваганова // XXI век: актуальные проблемы исторической науки: Материалы междунар. науч. конф., посвящ. 70-летию ист.фак. БГУ. Минск, 15-16 апр. 2004 г.
  6. Comparison of inverse-dynamics musculo-skeletal models of AL 288-1 Australopithecus afarensis and KNM-WT 15000 Homo ergaster to modern humans, with implications for the evolution of bipedalism Article in Journal of Human Evolution 47(6):453-78 · January 2005
  7. Wood, Bernard, and Mark Collard (2001). "The Meaning of Homo". Ludus Vitalis 9 (15): 63–74.
  8. In the 1988 video , produced by National Geographic, Richard Leakey talks about this fossil: "I think [the Turkana Boy] is remarkable because it's so complete, but perhaps another aspect that is often overlooked is that many people who don't like the idea of human evolution have been able to discount much of the work that we've done on the basis that it's built on fragmentary evidence. There have just been bits and pieces, and who knows, those little bits of bone could belong to anything. To confront some of these people with a complete skeleton that is human and is so obviously related to us in a context where it's definitely one and a half million years or even more is fairly convincing evidence, and I think many of the people who are fence-sitters on this discussion about creationism vs. evolution are going to have to get off the fence in the light of this discovery."
  9. Tattersall, Ian and Jeffrey Schwartz (2001). Extinct Humans. Boulder, Colorado: Westview/Perseus. ISBN 0-8133-3482-9.
  10. 10.0 10.1 Hazarika, Manji (16–30 June 2007). "Homo erectus/ergaster and Out of Africa: Recent Developments in Paleoanthropology and Prehistoric Archaeology".
  11. Tattersall, Ian (2008). "An Evolutionary Frameworks for the Acquisition of Symbolic Cognition by Homo sapiens".
  12. "Oldest known member of human family found in Ethiopia". New Scientist. 4 march 2015. Retrived 2015-03-07. Ghosh, Pallab. "First Human discovered in Ethiopia" bbc.co.uk. Retrieved 7 March 2015.
  13. Dorey, F. (Ed.). (2015, September 25). Retrieved from http://australianmuseum.net.au/homo-ergaster
  14. Beck, Roger B.; Black, Linda; Krieger, Larry S.; Naylor, Phillip C.; Shabaka, Dahia Ibo (1999). World History: Patterns of Interaction. Evanston, IL: McDougal Littell. ISBN 0-395-87274-X.
  15. Gray, Peter B. (2010). "The Evolution and Endocrinology of Human Behavior: a Focus on Sex Differences and Reproduction". Cambridge, UK: Cambridge University Press. pp. 277–292. ISBN 978-0-521-70510-3.
  16. Goren-Inbar, Naama; Alperson, N; Kislev, ME; Simchoni, O; Melamed, Y; Ben-Nun, A; Werker, E; et al. (30 April 2004). "Evidence of Hominin Control of Fire at Gesher Benot Ya 'aqov, Israel". Science 304 (5671): 725–727.Bibcode:2004Sci...304..725Gdoi:10.1126/science.1095443.PMID 15118160
  17. 17.0 17.1 17.2 ГИПОТЕЗА ПЕРВИЧНОЙ ЛЕКСИКИ И ЯЗЫК НОMO ERECTUS-A Александр Маловичко, Владимир Козырский
  18. 18.0 18.1 Wong, Kate (November 2003). "Stranger in a new land". Scientific American 289(5): 74–83. Bibcode:2003SciAm.289e..74W. doi:10.1038/scientificamerican1103-74 PMID 14564816