ჰომოგენიზატორიკვების მრეწველობაში, მაღალი წნევის ტუმბო, რომელსაც იყენებენ დისპერსიული ემულსიების მისაღებად. სითხეს დიდი სიჩქარით ატარებენ ე.წ. მაჰომოგენიზებელი თავების კაპილარულ ხვრელებში ან 2-7 მკმ ზომის ჭვრიტეებში, ამ დროს ცხიმის ნაწილაკები დანაწილდება (0,1-1 მკმ-მდე). ჰომოგენიზატორს იყენებენ სტერილური რძის, რძის კონსერვების, ნაყინის, ნაღებისა და სხვა წარმოებაში, აგრეთვე ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება