ჰოლიდეის სტრუქტურა

(გადამისამართდა გვერდიდან ჰოლიდეის სტრუქტურები)

ჰოლიდეის სტრუქტურა — დინამიური ჯვრისებრი სტრუქტურა, რომელსაც წარმოქმნის დნმ-ის ოთხი ძაფი ჰომოლოგიური რეკომბინაციის დროს. სტრუქტურამ სახელწოდება მიიღო ბრიტანელი მოლეკულური ბიოლოგის, რობინ ჰოლიდეის სახელიდან. 1964 წელს რობინ ჰოლიდეიმ ივარაუდა ამგვარი სტრუქტურის არსებობა კროსინგოვერის საკუთარ მოდელში, რომელიც მან შექმნა გენური კონვერსიის მოვლენის ასახსნელად[1].

ჰოლიდეის სტრუქტურა

ჰოლიდეის სტრუქტურა შედგება დნმ-ის ჰომოლოგიური თანმიმდევრობების წყვილისგან, ამიტომ შეუძლია დნმ-ის სპირალების გასწვრივ სრიალი. ეს პროცესი ხორციელდება ცილების მიერ და საჭიროებს ატფ-ს. ჰოლიდეის სტრუქტურის სრიალის შედეგად წარმოიქმნება ჰეტეროდუპლექსი, რომელიც შეიცავს დნმ-ის თითოეული ორი საწყისი სპირალიდან თითო-თითო ძაფს. ამ ჰეტეროდუპლექსის სიგრძეს განსაზღვრავს მანძილი მიგრაციის საწყის და საბოლოო წერტილებს შორის[2]. ჰოლიდეის სტრუქტურები უჯრედში მხოლოდ დროებით არსებობს.

  1. Holliday R., A mechanism for gene conversion in fungi(ინგლისური), 1964, Vol. 5, № 2, P. 282-304.
  2. Нуклеиновые кислоты: от А до Я / Б. Аппель [и др.], М.: Бином: Лаборатория знаний, 2013. 700 ეგზ., ISBN 978-5-9963-0376-2.