ჰოლანდიური სმაუსჰონდი
ჰოლანდიური სმაუსჰონდი (ნიდერლ. Hollandse smoushond) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ჰოლანდიაში 1890/1970 წლებში.
წარმოშობის ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
სმაუსჰონდის წარმომავლობა უცნობია, თუმცა, თუ მისი გარეგნობით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ნათესაური კავშირი აქვს გერმანულ შნაუცერებთან. XIX საუკუნის ბოლოს ეს ძაღლი ჯენტლმენების მოდური კომპანიონი იყო, შემდეგ მათი პოპულარობა შემცირდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯიში გადაშენების პირას აღმოჩნდა. 1970-იანი წლების დასაწყისში სმაუსჰონდით დაინტერესდა ჰოლანდიელი კინოლოგი ჰ.მ. ბარკმანვარ დერ ვეელი: ის აგროვებდა ცნობებს ჯიშის შესახებ, სწავლობდა ნახატებს და სურათებს, დაინტერესდა სმაუსჰონდის წარმომავლობით, გაესაუბრა ექსპერტებს, რომლებსაც სმაუსჰონდი ახსოვდათ. დაძაბული მუშაობის შემდეგ მან შეძლო ამ ჯიშის აღდგენა.
დღესდღეობით სმაუსჰონდი დაკუნთული, ხალისიანი ძაღლია, ის ტიპური ტერიერია, ამიტომ ნამდვილ სიამოვნებას იღებს მღრღნელებზე ნადირობისგან. უყვარს ყეფაც, რის გამოც კარგი მოდარაჯეა. დღესდღეობით, ყოველწლიურად რეგისტრირდება სმაუსჰონდის 125-მდე ლეკვი, ასე რომ ამ ჯიშის მომავალს საფრთხე არ ემუქრება. ჰოლანდიურ სმაუსჰონდს აქვს მრგვალი თავის ქალა, ზომიერად გრძელი დრუნჩი, ძლიერი ყბები, დაკუნთული უკანა ფეხები, ძლიერი, სწორი, დაკუნთული წინა ფეხები, სამკუთხა ყურები, სხეული დაფარულია გრძელი, დახვეული ბალნით. აქვს მბზინავი პატარა თვალები. სმაუსჰონდი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და ბავშვებს, ადვილად უძლებს სიცივეს, ადვილად იწვრთნება, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰოლანდიური სმაუსჰონდი (ინგლისური)