ცვერგშნაუცერი (ჯუჯა შნაუცერი) (გერმ. Zwergschnauzer) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში XV საუკუნეში.

ცვერგშნაუცერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 6-7 კგ.
სიმაღლე 30-36 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

დიდი და საშუალო შნაუცერის თითქმის ზუსტი ასლი, ჯუჯა შნაუცერი ამ ძაღლების პირდაპირი შთამომავალია, რომლის ძარღვებში, როგორც ჩანს, კიდევ აფენ პინჩერის და ჯუჯა პინჩერის სისხლია. ვარაუდი, რომ ამ ჯიშის ფორმირებაში პუდელმაც მიიღო მონაწილეობა, საეჭვოა. ჯუჯა შნაუცერი, ანუ ცვერგშნაუცერი ოდესღაც მრისხანე ვირთხისმჭერი იყო, დღესდღეობით ის ოჯახის თითქმის იდეალური კომაპნიონია. ნაკლებ ხმაურიანი და ენერგიული, ვიდრე ბრიტანული "ანალოგები", ტერიერები, ცვერგშნაუცერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანიონია ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქებში. მშვიდი და ადვილად გაწვრთნადი, ის იშვიათად იკბინება, კარგად ექცევა სხვა ძაღლებს და ბავშვებს და აქტიურად მონაწილეობს ოჯახის ყოველდღიურ საქმეებში.

ცვერგშნაუცერს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამ ჯიშის დიდმა პოპულარობამ განაპირობა მისი უკონტროლო გამრავლება და ამიტომ მათ ხშირად აქვთ სერიოზული მემკვიდრეობითი დაავადებები, ზოგჯერ კი საკმაოდ "ნერვული" ხასიათით გამოირჩევა. ცვერგშნაუცერის ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს შავი ვერცხლისფრით, შავი. კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგად იტანს სიცივეს და ვერ იტანს სიცხეს. ცვერგშნაუცერს აქვს სწორი ფეხები, უხეში ბალანი, ძლიერ დრუნჩს წვერ-ულვაში ფარავს, რომელიც ჭამის დროს ისვრება და ამიტომ მუდმივი მოვლა სჭირდება. მუქი, ოვალური თვალები ოდნავ ამობურცულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: