აფენ პინჩერი (გერმ. Affenpinscher) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში XVII საუკუნეში.

აფენ პინჩერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 3-3,5 კგ.
სიმაღლე 25-30 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
14-15 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ამ უძველესი ჯიშის წარმოშობის შესახებ ცნობილი არ არის. ანატომიური ნიშნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის მიიღეს წვრილი ადგილობრივი პინჩერების და მოპსების მსგავსი აზიური ძაღლების შეჯვარებით. შესაძლოა, აფენი ბელგიური გრიფონების წინაპარი და ჯუჯა შნაუცერის ნათესავია. ამ ძაღლის სერიოზულობა, მოხერხებულობა და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ნებისმიერ დაღონებულ ადამიანს გააცინებს. კარიკატურული გარეგნობის მიუხედავად, აფენი პირველი შესაძლებლობისთანავე ახდენს ვირთხის ჭერის თვისებების დემონსტრირებას. არანაკლები დაჟინებით ნადირობს მწყერზე და კურდღელზე.

ჯიუტი და თავნება აფენი ძნელი გასაწვრთნელია და ძალიან უყვარს კბენა. თუმცა ყველაფერი ეს ხელს არ უშლის ოჯახის უსაყვარლესი წევრი იყოს. გერმანიაში აფენ პინჩერი დღეს იშვიათი ჯიშია - ამ ძაღლების ყველაზე მეტი რაოდენობა ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობს. მას ავს სწორი, საშუალო სიგრძის ფეხები. ხშირი ულვაშები და წვერი, დიდ, მუქ თვალებს ბანჯგვლიანი წარბები უფარავს. აფენი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცხეს, არ სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, ძნელად იწვრთნება, კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: