ჰოლანდიური ნაგაზი

ჰოლანდიური ნაგაზი (გერმ. Hollandse Herdershond) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ნიდერლანდებში XIX საუკუნეში.

ჰოლანდიური ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა ნიდერლანდები
თვისებები
წონა მამრი 30-33 კგ.
მდედრი 26-30 კგ.
სიმაღლე მამრი 55-58 სმ.
მდედრი 58-63 სმ.
ბეწვი თეთრი-შავი ლაქებით
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

განსხვავებული ბალნის მქონე ეს ჯიში გაჩნდა XIX საუკუნეში ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში, კერძოდ ჩრდილოეთი ბრაბანტის პროვინციაში და მეზობელ ბელგიაში, რომელიც იმ დროს ნიდერლანდების შემადგენლობაში შედიოდა. ბალნის მიხედვით ჯიშის დაყოფა დაიწყო მხოლოდ ძაღლების პირველი გამოფენის შემდეგ, რომელიც 100 წლის წინ შედგა. ამ ჯიშის ძაღლებს საერთო ფესვები აქვთ ბელგიურ და გერმანულ ნაგაზებთან. გასაოცარია, რომ მაშინ, როდესაც მონათესავე ბელგიური ნაგაზები ფართოდაა ცნობილი შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ ევროპაში, ამ ძაღლმა ნიდერლანდების საზღვრებს გარეთ ყურადღება ვერ მიიქცია. იქაც კი ჯიშის წარმომადგენლების რაოდენობა შეზღუდულია და ყოველ წელს რეგისტრირდება მხოლოდ 400-მდე ლეკვი. თავდაპირველად ამ ცხოველებს ფერმების დასაცავად, მეცხვარედ, იყენებდნენ და ამით ძალიან ჰგვანან ბელგიურ ნაგაზებს, თუმცა მათ სისხლში გერმანული ნაგაზის სისხლის დიდი ნაწილია. ეს ძალიან გამგები მუშა ძაღლია, რომელიც მწყემსავს, დარაჯობს, დ მუშაობს პოლიციაში, ასევე კომპანიონია.

ნიდერლანდურ ნაგაზს აქვს შედარებით მცირე, აწეული ყურები, უხეში ბალანი, ძლიერი სხეული. კარგად იტანს სიცივეს, ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ადვილად იწვრთნება, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, კარგი მოდდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება