ჰოლანდის გვირაბი
(გადამისამართდა გვერდიდან ჰოლანდიის გვირაბი)
ჰოლანდის გვირაბი (ინგლ. Holland Tunnel) — საავტომობილო გვირაბი მდინარე ჰუდზონის ქვეშ, რომელიც კუნძულ მანჰეტენს აკავშირებს აშშ-ის კონტინენტურ ნაწილთან, კერძოდ, ნიუ-ჯერსის შტატის „ინტერსტეიტ 78“ მაგისტრალთან. გვირაბის თავდაპირველი სახელი იყო მდინარე ჰუდზონის საავტომობილო გვირაბი ან კანალ სტრიტის გვირაბი და ლინკოლნის გვირაბთან ერთად ერთ-ერთია ორი გვირაბიდან მდინარე ჰუდზონს ქვეშ. გვირაბს ამჟამად ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, როგორც ერთ-ერთ ადრეულ ვენტილირებულ გვირაბსა და სამოქალაქო მშენებლობის მიღწევას.
გვირაბის ინტერიერი | |
მიმოხილვა | |
---|---|
ადგილმდებარეობა | აშშ |
ინფორმაცია | |
გაიხსნა | 1927 წლის 13 ნოემბერი |
ტექნიკური მხარე | |
გვირაბის სიგრძე | 2,608.5 მ (დასავლეთის მიმართულებით) 2,551.5 მ (აღმოსავლეთის მიმართულებით) |