ჰიუ ჰადსონი (ინგლ. Hugh Hudson; დ. 25 აგვისტო, 1936, უესტ-ენდი — გ. 10 თებერვალი, 2023, ჰამერსტიმი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.

ჰიუ ჰადსონი
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1936
უესტ-ენდი
გარდაცვალების თარიღი 10 თებერვალი, 2023 (86 წლის)
საქმიანობა რეჟისორი
სცენარისტი
მეუღლე(ები) სიუზენ მიჩი (1977-1995), მარიამ დ’აბო (2003-დან)

ჰადსონმა განათლება მიიღო იტონის კოლეჯში.

1960 წელს, პარიზში გატარებული წლების შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში და სათავეში ჩაუდგა დოკუმენტური ფილმების კომპანიას. თავიდან დგამდა დოკუმენტურ, შემდეგ მოკლემეტრაჟიან და სატელევიზიო ფილმებს. დიდ კინემატოგრაფში პოულარობა მოუტანა 1979-80 წლებში გადაღებულმა ფილმმა „ცეცხლოვანი ეტლები“, რომელმაც მოიპოვა კანის კინოფესტივალის (1981) 2 პრემია, 4 „ოსკარი“ (ნომინირებული 7-დან, 1982), 3 ბაფტა (1982) და სხვა მრავალი პრიზი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება