მარიამ დ’აბო
მარიამ დ’აბო (ინგლ. Maryam d'Abo; დ. 27 დეკემბერი, 1960, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი კინოსა და ტელევიზიის მსახიობი. მისი პირველი შესამჩნევი როლი იყო ბონდის გოგონა კარა მილოვის როლი ჯეიმზ ბონდის ერთ-ერთ ფილმში „ნაპერწკლები თვალებიდან“. ის არის ქართველი გენერლის — გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი, მომღერალ მაიკ დ’აბოს ბიძაშვილი და შესაბამისად მაიკის შვილი — მსახიობი ოლივია დ’აბო მისი ბიძაშვილიშვილია. მარიამის გვარი დ’აბო სათავეს იღებს ფინური ქალაქიდან — ტურკუდან (ტურკუ — ლათინურად: Abo, შვედურად: Åbo).
მარიამ დ’აბო | |
---|---|
მარიამ დ’აბო, 1987 | |
დაბადების თარიღი |
27 დეკემბერი, 1960 ლონდონი, ინგლისი |
აქტიური | 1983-დან დღემდე |
მეუღლე(ები) |
ჰიუ ჰადსონი 2003-დან დღემდე |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება