უესტ-ენდი
უესტ-ენდი (West End) — ლონდონის უბანი, რომელიც მოიცავს ქალაქის მრავალ ღირსშესანიშნაობას. ამ ტერმინის გამოყენება დაიწყო მე-19 საუკუნეში, რომ გამოეხატათ მოდური ადგილები დასავლეთით. უესტ-ენდი არის ბრიტანეთის გასართობი ცენტრი ევროპაში უდიდესი სავაჭრო უბნებით, ბრიტანეთის თეატრისა და ინდუსტრიის სამშობლო, უამრავი ბარით, რესტორანით, სასტუმროთი და ღამის კლუბით.
მდებარეობა
რედაქტირებამდებარეობს ისტორიული რომაული და შუა საუკუნეების ლონდონის დასავლეთში. უესტ-ენდი ძალიან მოსწონდა მდიდარ ხალხს იქაური სუფთა ჰაერის გამო, რაც ძლიერ განსხვავდებოდა ქალაქის ხალხმრავალი ცენტრისგან. უესტ-ენდი ასევე მდებარეობს უესტმინსტერთან ახლოს. იგი ვითარდებოდა XVII-XIX საუკუნეებში — შენდებოდა სასახლეები, ძვირადღირებული სახლები, მოდური მაღაზიები და გასართობი ადგილები.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: