ჰიუგონიოს განტოლება
ჰიუგონიოს განტოლება, იუგონიოს განტოლება — განტოლება, რომელიც აკავშირებს აირის ნაკადში შემკვრივების ნახტომამდე არსებულ სიმკვრივესა და წნევას ნახტომის შემდგომ სიმკვრივესა და წნევასთან. ჰიუგონიოს განტოლებას იყენებენ აირის დინამიკაში, აირული ნაკადების გასაანგარიშებლად, აგრეთვე დეტონაციის თეორიაში. სახელი უწოდეს ფრანგი მეცნიერის პიერ-ანრი იუგონიოს პატივსაცემად. ჰიუგონიოს განტოლების გამომსახველ წირს ჰიუგონიოს ადიაბატას უწოდებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 675.