ჰიტარ პეტარი ან იტარ პეჯო (მაკედ. Итар Пејо; ბულგ. Хитър Петър) — ბულგარული და მაკედონიური ფოლკლორის პერსონაჟი.[1]

ჰიტარ პეჯოს ძეგლი, დაიდგა ძველ ქალაქ პრილეპში, ჩრდილოეთი მაკედონიაში 2008 წელს.

ჰიტარ პეტარი იყო ღარიბი, თუმცა ამავდროულად ჭკვიანი და ცბიერი ადამიანი, რომელიც სოფლის მეურნეობას მისდევდა. ის ხშრად გამოისახება როგორც "ტიპიური ბულგარელი" ბულგარეთში და როგორც "ტიპიური მაკედონელი" ჩრდილოეთ მაკედონიაში.[2]

ჰიტარ პეტარი წარმოდგენილია, როგორც მდიდარი დიდგვაროვნების, სასულიერო პირებისა და ფულის გამსესხებლების ან "ტიპიური ოსმალების" მუდმივი ანტაგონისტი. ამიტომ მას პოზიტიურ პერსონაჟად და ხალხის საერთო გმირად აღიქვამენ. ზოგიერთი ფოლკლორული გადმოცემის მიხედვით წარმოშობით ის რუსეს რაიონიდანაა, მეორენი ამტკიცებენ რომ ჰასკოვოს რაიონში ცხოვრობდა და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად, ის უბრალოდ წარმოსახვითი ადამიანია, რომელიც ხალხის გმირად იქცა.[3]

როგორც პერსონაჟი, ჰიტარ პეტარი პირველად გამოჩნდა მე-16-17 საუკუნეებში, როდესაც ბალკანეთის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ ოსმალეთის მმართველობის ქვეშ იყო. მისი ღვაწლის შესახებ ზღაპრებს მრავალი რეგიონის ფოლკლორში ვხვდებით. წერილობით წყაროებშ პირველად 1850-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. 1858 წელს ჰიტარ პეტარზე წერდა ფოლკლორისტი პეტკო სლავეიკოვი. 1862 წელს კუზმან შაფკარევმა მეთოდი კუსევის მიხედვით შექმნა გრძელი ზღაპარი პერსონაჟის შესახებ.[4] 1869 წელს დობრი ვოინიკოვმა გამოიყენა მისი სახელი, როგორც საკუთარი მეტსახელი, ხოლო 1870-1874 წლებში დიმიტარ პანიჩკოვმა გამოსცა გაზეთი "ჰიტარ პეტარ". მარკო ცეპენკოვმა 1870 წელს პეტკო სლავეიკოვს გაუგზავნა მრავალი ანდაზა ჰიტარ პეჯოს შესახებ. 1873 წელს ილია ბლასკოვმა რუსეში გამოსცა პატარა ანეგნოტების ბუკლეტი ჰიტარ პეტარის შესახებ. სლავეიკოვმა, ვასილ ჩოლაკოვმა და დიმიტარ მანჩოვმა მასზე ხალხური ზღაპრებიც კი ჩაწერეს.[5] მისი შემოქმედება ადაპტირებული იყო 1967 წლის ოპერაზე და ორ კომედიურ ფილმზე, 1939 წლის Nastradin Hodzha i Hitar Petar და 1960 წლის Hitar Petar.

არსებობს მრავალი პროზა და პოეზია, რომელშიც ჰიტარ პეჯო გვევლინება მთავარ გმირად და ეს გახდა მაკედონელი იუმორისა და კარიკატურისტების მთავარი თემა. 1977 წელს MRT-მ ჩაწერა სერიალი მილე ნედელკოვსკის სცენარის მიხედვით. ჯამში ჰიტარ პეჯოზე ოცდაათზე მეტი მოთხრობაა, რომლებიც პირველად შეკრიბა მწერალმა სტალე პოპოვმა კრებულში „ჰიტარ პეჯო“. 1966 წელს სლავკო იანევსკიმ გამოსცა პოეტური კრებული „ჰიტარ პეჯოს სახარება“, რომელშიც არის სიმღერები „ჰიტარ პეჯო ერთმანეთისთვის“ და „სვეტოვრაჟა“.[6]

ჰიტარ პეტარი ჰგავს ევროპული და აღმოსავლური ფოლკლორის სხვა პერსონაჟებს, განსაკუთრებით ისლამური ფოლკლორის ნასრედინს, გერმანელს ტილ ეულენშპიგელს,[7] ფლამანდიელ ტილ ულენშპიგელს, უნგრელს ცალოკა პეტერს და ებრაელ ჰერშელე ოსტროპოლერს .

ჩრდილოეთ მაკედონიაში ფიქრობენ, რომ ჰიტარ პეჯო მარიოვოს რეგიონის მკვიდრია და პერსონაჟის ძეგლი აშენდა პრილეპში.[8]

ჰიტარ პეტარ ნუნატაკი სამების ნახევარკუნძულზე ანტარქტიდაში ფოლკლორული პერსონაჟის სახელს ატარებს.[9]

  1. Evguenia Davidova as ed., Wealth in the Ottoman and Post-Ottoman Balkans: A Socio-Economic History, Bloomsbury Publishing, 2016, ISBN 0857726056, p. 237.
  2. "Until the late 19th century both outside observers and those Bulgaro-Macedonians who had an ethnic consciousness believed that their group, which is now two separate nationalities, comprised a single people, the Bulgarians." "The Early Medieval Balkans: A Critical Survey from the Sixth to the Late Twelfth Century," For more see: John Van Antwerp Fine, University of Michigan Press, 1991, ISBN 0472081497, pp. 36–37
  3. Величко Вълчев, „Хитър Петър и Настрадин Ходжа. Из историята на българския народен анекдот“, Българска академия на науките. София, 1975, стр. 350.
  4. Стефанов, Петър (2015) Дом, основан върху камък, Хитър Петър и българската смехова култура; стр. 157; сп. Любословие, 2015, кн. 15, ШУ „Епископ Константин Преславски; с. 154-161.
  5. Татяна Цанкова, Хитър Петър – македонец или българин? Анекдоти за Хитър Петър в репертоара на съвременни разказвачи на фолклорен хумор დაარქივებული 2011-04-10 საიტზე Wayback Machine. , в Народна култура на балканджиите, том 8, Ангел Гоев - съставител, Фабер, 2010 ISBN 9789544002947, стр. 224-230.
  6. Some stories about Itar Pejo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2007. ციტირების თარიღი: 9 April 2019
  7. Seven Folktales From Central Europe. University of Calgary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-15. ციტირების თარიღი: 2008-09-29
  8. „Прилеп ќе гради споменик на Итар Пејо“ (Macedonian). Dnevnik. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-23. ციტირების თარიღი: 2008-09-29.
  9. SCAR Composite Gazetteer of Antarctica